Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის სენატის კომიტეტი ჯო ბაიდენის შვილის საქმეზე გამოძიებას იწყებს

აშშ-ის სენატის კომიტეტი ჯო ბაიდენის შვილის საქმეზე გამოძიებას იწყებს

ზელენსკი: “პოროშენკოს გუნდის წევრებს ბევრი განაჩენი ელით”

814
აშშ-ის სენატის კომიტეტი ჯო ბაიდენის შვილის საქმეზე გამოძიებას იწყებს

გასულ კვირაში უკრაინის უზენაესი რადას დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა გამოაქვეყნა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის _ პეტრე პოროშენკოსა და აშშის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის _ ჯო ბაიდენის სკანდალური სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიდანაც ჩანს, რომ უკრაინა ამერიკელების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება _ სწორედ ოკეანისგაღმელისტრატეგიული მეგობრებიწყვეტენ საკვანძო საკითხებს უკრაინაში (არა მხოლოდ).

სატელეფონო საუბრის მიხედვით, ჯო ბაიდენი იმხანად უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსგან მოითხოვს უკრაინის გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის, მოხსნას და მის ადგილას იური ლუცენკოს დანიშვნას, აგრეთვე, მთლიანად უკრაინის მთავრობის შეცვლას, სანაცვლოდ კი მილიარდი დოლარის დახმარებას ჰპირდება (ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ უკრაინას აღნიშნული თანხა მართლა გამოუყვეს. გამოდის, პოროშენკომ უკრაინა ფულზე გაყიდა).

ჯო ბაიდენი უკრაინის გენპროკურორის მოხსნას იმიტომ მოითხოვდა, რომ არ გახმაურებულიყო კომპანია “ბურისმას” ფინანსური მაქინაციები და დატაცებები უკრაინის ბიუჯეტიდან, ბუნებრივი აირის მომპოვებელი უკრაინული კომპანია “ბურისმას” დირექტორთა საბჭოს წევრი კი 2014 წლიდან (ე.წ. მაიდნიდან) იყო ჯო ბაიდენის უმცროსი ვაჟი _ ჰანტერ ბაიდენი.

ამ სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეების კომიტეტმა კენჭი უყარა ჰანტერ ბაიდენის საქმეზე მოწმეების გამოძახებას.

სენატის კომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონს ახლა უკვე შეუძლია, ჩვენების მისაცემად გამოიძახოს ფირმა Blue Star Strategies-ის პიარმენეჯერი და მოსთხოვს დოკუმენტები. ეს ფირმა მუშაობდა უკრაინულ კომპანია “ბურისმასთან”, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ (დემოკრატიული პარტიიდან) ჯო ბაიდენის ვაჟი _ ჰანტერ ბაიდენი.

რესპუბლიკელები ეჭვობენ, რომ უმცროსმა ბაიდენმა მამის გავლენით “თბილი ადგილი” მიიღო კომპანია “ბურისმაში”. გარდა ამისა, ბაიდენის გავლენით პოსტიდან გაათავისუფლეს უკრაინის იმჟამინდელი გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი, რომელიც ამ პოსტზე დანიშვნამდე სწორედ “ბურისმას” საქმიანობას იძიებდა.

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს უკრაინის რადას დეპუტატ ანდრე დერკაჩის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრებით ვიქტორ პოროშენკოსა და ჯო ბაიდენს შორის. მისი აზრით, ამ საქმის კვალიფიცირება შეიძლება, როგორც სახელმწიფოს ღალატის.

“მე ვიცი, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება. დაიწყება გამოძიება. ვიცი, რომ საქმე შეიძლება აღიძრას ღალატის მუხლით”, _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მომხრეებს ელით “ბევრი თავგადასავალი და ბევრი განაჩენი”.

radiosputnik.ria.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here