მთავარი დაიჯესტი აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის დაცემის ფონზე კატასტროფულად მოიმატა

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის დაცემის ფონზე კატასტროფულად მოიმატა

819
გააზიარეთ
აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის დაცემის ფონზე კატასტროფულად მოიმატა

აშშის ფედერალური სარეზერვო სისტემის სესხების მოცულობამ უზარმაზარ ზომებს მიაღწია, მაგრამ ვაშინგტონში ხელების ჩამოშვებას არ აპირებენ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მშპის დაცემის ტემპმა გასულ კვარტალში 33% შეადგინა.

2020 წლის ბოლოს აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა შეიძლება 20% შეადგინოს, ამიტომ ამ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ დაბეჭდა 2,75 ტრილიონი დოლარის ობლიგაციები. ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში ბაზარზე გამოვა 947 მლრდ დოლარის ობლიგაციები, ოქტომბრიდან დეკემბრამდე კი _ 1,21 ტრილიონის.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ახლა აუცილებელია მაქსიმალური მხარდაჭერა ეკონომიკისა, რომელიც ღრმა კრიზისში ჩაიძირა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო.

აღსანიშნავია, რომ, 2020 წლის აპრილის მონაცემებით, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა, რომელიც 23,7 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, მოიმატა და ახლა ის 26 ტრილიონი დოლარია.

polit.onfo.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here