Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ტრანსგენდერ მოსწავლეებს ტუალეტის არჩევაში

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ტრანსგენდერ მოსწავლეებს ტუალეტის არჩევაში

451
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ტრანსგენდერ მოსწავლეებს ტუალეტის არჩევაში

სასამართლომ მიუთითა, რომ სკოლებს არ აქვთ უფლება, აუკრძალონ ტრანსგენდერ მოსწავლეებს, აირჩიონ ის ტუალეტები, რომლებიც მათ გენდერულ იდენტურობას შეესაბამება, _ იუწყებაამერიკის ხმა”.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ვირჯინიის შტატის გლოსტერის საშუალო სკოლის ყოფილი მოსწავლის, გევინ გრიმის, საჩივარი. იგი ირწმუნებოდა, რომ სკოლამ შელახა მისი კონსტიტუციური უფლება, როცა უარი უთხრა ბიჭების ტუალეტის გამოყენებაზე. სკოლის ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მან (გრიმმა) არ გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია.

“ყველა სტუდენტ-ტრანსგენდერს უნდა ჰქონდეს უფლება იმისა, რაზეც მე უარი მითხრეს: რათა ჩვენმა სკოლებმა და ჩვენმა მთავრობამ აღგვიქვან ისეთებად, როგორებიც ვართ. დღევანდელი გადაწყვეტილება არაჩვეულებრივი ემოციური მხარდაჭერაა არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ქვეყნის ტრანსგენდერული ახალგაზრდობის”, _ განაცხადა გრიმმა.

ერთხელ კიდევ განვმარტოთ, რას ნიშნავს ტრანსგენდერობა.

ტრანსგენდერობა გენდერული იდენტურობის ან გენდერული გამოხატვის ბიოლოგიურ სქესთან დაუმთხვევლობას ნიშნავს. ტრანსგენდერობა არ არის დამოკიდებული სექსუალურ ორიენტაციაზე; ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავი ჰეტეროსექსუალებად, ჰომოსექსუალებად, ბისექსუალებად და ა.შ. წარმოიდგინონ.

ეს აბდაუბდა “მეცნიერული” ფორმულირება მარტივად იშიფრება: ტრანსგენდერობა არის სულის (უპირველეს ყოვლისა) და ხორცის გარყვნისა და გახრწნის შედეგი.

უფრო მოკლედ: ბუნების წინააღმდეგ წასვლის ნაყოფია, რომელიც მალევე ლპება, როგორც ყოველივე არაბუნებრივი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here