Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის პოლიტიკური იმპოტენცია და ტელეეკრანებზე მროკავ ჭინკებად გარდასახული ქართველები

აშშ-ის პოლიტიკური იმპოტენცია და ტელეეკრანებზე მროკავ ჭინკებად გარდასახული ქართველები

შეკითხვები... შეკითხვები... შეკითხვები...

512

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამეთერთმეტე გამოშვება

ხელოვნების მოვალეობა შეკითხვების დასმაა და არა მათზე პასუხის გაცემა”.

ანტონ ჩეხოვი

ვსარგებლობ რა ჩეხოვის შეგონებით, ამ სტატიაში მრავალ შეკითხვას დავსვამთვეზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მთელი მსოფლიოდან ჟურნალისტები მიიწვია და რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში მათ შეკითხვებს პასუხობდა. “დიდი საუბარიასე ერქვა ამ ღონისძიებას, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა.

“საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებმა იციან, რომ მქონდა საშუალება, ამ ღონისძიებას დავსწრებოდი და პრეზიდენტ ლუკაშენკოსთვის შეკითხვები დამესვა. ჩემი ერთ-ერთი შეკითხვა ასეთი იყო: ხომ არ დადგა დრო, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის გაიმართოს დიდი საუბარი, რათა ისინი დასავლეთის მიერ ცალცალკე ჩაყლაპვას გადაურჩნენ? პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ჩემს შეკითხვას ვრცლად უპასუხა. მისი ამ პასუხის დასკვნითი ნაწილი ასეთი იყო: ჩვენ უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ვიმსჯელოთ, რა იქნება შემდეგ”.

სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს, რისთვის დაშალა დასავლეთმა საბჭოთა კავშირი. საბოლოო მიზანი რესპუბლიკების სათითაოდ დაპატრონება იყო. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ცოტა გაჭიანურდა, რადგან რუსეთი დასავლეთს ამ მიმართულებით ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად ამისა, მიზანი რჩება. ერთადერთი რესპუბლიკა, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ დასავლეთის ამ სცენარს ვერ ეგუება და მთელი არსებით ეწინააღმდეგება, ბელარუსია. ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ჩემს შეკითხვაზე გაცემული პასუხი არამხოლოდ სწორი, არამედ სასწრაფოდ განსახორციელებელი გეგმაა, რადგან დასავლეთი ჩქარობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დრო ცოტა რჩება… პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ ჩემს შეკითხვაზე გაცემული ამ პასუხიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, 9 სექტემბერს, იგი მოსკოვს ეწვია, სადაც ორი სახელმწიფოს დაახლოების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა.

რას ნიშნავს ეს? რა სახისაა ეს კავშირი დღეს ან რა სახეს მიიღებს იგი მომავალში?

სამოკავშირეო სახელმწიფო რუსეთი-ბელარუსი დიდი ხანია არსებობს. თავდაპირველი დოკუმენტს, რომელიც 1996 წლის 2 აპრილს გაფორმდა, ეწოდებოდა «Договор о создании сообщества Беларуси и России». დოკუმენტს საერთაშორისო ხასიათი ჰქონდა და, როგორც ყველა ასეთი დოკუმენტი, ამორფული შინაარსის იყო. ამ მიმართულებით პირველი ფუნდამენტური ნაბიჯი თითქმის ოთხი წლის გასვლის შემდეგ, 1999 წლის 8 დეკემბერს, გადაიდგა, როდესაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას რუსეთსა და ბელარუსს შორის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რაც მათი შემდგომი პოლიტიკური და იურიდიული ინტეგრაციის საფუძვლად იქცა. ეს დოკუმენტი ძალაში 2000 წლის 26 იანვარს შევიდა, მისი რატიფიკაციის შემდეგ. სამოკავშირეო სახელმწიფოს კოორდინაციას უწევს უმაღლესი სახელმწიფო საბჭო, რომელიც ორივე სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებით არის დაკომპლექტებული. მხედველობაში თუ არ მივიღებთ .. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ), ეს არის ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკათა შორის რეალური ინტეგრაციის პირველი მცდელობა. (რაც შეეხება დსთ, ეს გაერთიანება არცაა მხედველობაში მისაღები, რადგან იგი არ იყო შექმნილი და მოწოდებული ინტეგრაციისთვის. დსთ მხოლოდ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საბოლოო დაცალკევების პროცესი შედარებით რბილი გამომდგარიყო). რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკათა შორის ინტეგრაციის სხვა მცდელობებიც გვაქვს (საბაჟო კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულება, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი), მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგა სიცოცხლისუნარიანი, ვინაიდან ვერც ერთმა ვერ შექმნა მიზიდულობის ის ცენტრი, რომელიც მათ კართანაც ისევე დააყენებდა გაერთიანების მსურველ სახელმწიფოთა რიგს, როგორც, მაგალითად, ევროკავშირის კართან დგას (არადა, საამისო რესურსი ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს გააჩნიათ, დაწყებული, ენერგომატარებლებით, დამთავრებული ტურისტული პოტენციალით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს ორი რამ, რაც ამ გაერთიანებას ქმედითუნარიანობას მიანიჭებს და ყველასთვის სასურველად გადააქცევს _ პოლიტიკური ნება და შემაკავშირებელი იდეა). რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივად დარტყმის საფრთხის ქვეშ იდგა და დაბეჯითებით ვერავინ იტყოდა, რომ ეს უკვე შემდგარი კავშირია, რომლის გაძლიერება და გაფართოვება გარდაუვალია. ამის მტკიცება დღესაც ძნელია, თუნდაც მას შემდეგ, რაც მოხდა 9 სექტემბრის ფაქტი, რომლითაც სამოკავშირეო სახელმწიფოს გაძლიერებისა და მისი ახალ, გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის მომსწრენი ვართ. საქმე ის არის, რომ წინააღმდეგობა, რომელსაც დასავლეთის მხრიდან ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ინტეგრაციის ნებისმიერი მცდელობა აწყდება, კოლოსალურია (დაწყებული, ეკონომიკური სანქციებით და დამთავრებული ძირგამომთხრელი საქმიანობითა და ომის მუქარით), რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში (რუსეთის ჩათვლით) ობიექტურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებთან ერთად ქმნის ფსიქოლოგიურ ბარიერს, შინაგან მამუხრუჭებელ ძალას, რომლის გადალახვა ჯერჯერობით ძალიან ჭირს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ფაზა, რომელშიც რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო შევიდა, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მე ეს პროცესი იმ დიდი საუბრის დაწყებად მესახება, რომლის აუცილებლობის შესახებ ერთი თვის წინათ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეკითხვა დავუსვი და რომელზეც მისგან დასტური მივიღე. რა თქმა უნდა, ახსნა სჭირდება იმასაც, თუ რატომ ვფიქრობ ასე.

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” 8 სექტემბრის ნომერში ვწერდი, რომ, რუსეთსა და ბელარუსს შორის გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულების მიუხედავად, ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში არსებობდა გარკვეული წინააღმდეგობა და მახვილი კუთხეები. მაგალითიც მომყავდა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხმამაღალი განცხადებებიდან, რომ ბელარუსში ბუნებრივი აირის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე რუსეთში, რაც სამოკავშირეო სახელმწიფოს ორ სუბიექტს არათანაბარ პირობებში აყენებს. ამ საკითხის მოგვარება ერთი შეხედვით რთული არ უნდა იყოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ დღევანდელ რუსეთში აბსოლუტური კაპიტალიზმის პრინციპი მოქმედებს, ბელარუსი კი მთლიანად სოციალისტური ეკონომიკის გზით თუ არ მიდის, სოციალურ საკითხებზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ რჩება, სადაც პრეზიდენტი ლუკაშენკო საზოგადოებას არ ანებებს სიმდიდრისა და სიღარიბის ორ უკიდურესობაში გადავარდნას, რითაც სოციალური სამართლიანობის პრინციპების შენარჩუნებას ახერხებს, ეს მისი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. სოციალურ მიდგომებში ეს კოლოსალური განსხვავება ამ სახელმწიფოებს შორის მაღალი დონის ინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი უმთავრესი წინააღმდეგობაა.

ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან გამართული მოლაპარაკებისას პრეზიდენტი პუტინი შეეხო ბუნებრივ აირზე საერთაშორისო ფასის საკითხს და განაცხადა, რომ თავისუფალ ევროპულ ბაზარზე ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 650 დოლარს შეადგენს, ხოლო ისინი, ვისაც რუსეთთან ხანგრძლივ კონტრაქტზე აქვთ ხელი მოწერილი, აირს გაცილებით იაფად იღებენ. “ფასწარმოქმნის ჩვენი პრინციპის შესაბამისად, “გაზპრომი” თავის პროდუქციას ასეთ ფასად არ ყიდის. ისინი, ვინც ჩვენთან უკვე მოაწერა ხელი გრძელვადიან ხელშეკრულებას, სიხარულის ყიჟინას უნდა სცემდნენ, რადგან სხვა შემთხვევაში მათ 650 დოლარის გადახდა მოუწევდათ, ახლა კი, ვთქვათ, გერმანია ბუნებრივ აირს 220 დოლარად იღებს. ფასების საერთო მატებასთან ერთად ეს ფასიც აიწევს, მაგრამ ეს გადასვლა რბილი იქნება”, _ თქვა პუტინმა.

აი, ამ ვითარებაში ბელარუსი რუსულ ბუნებრივ აირს 128 დოლარად იღებს. დააკვირდით განსხვავებას 650-სა და 128- შორის ან, თუნდაც, 220-სა და 128- შორის. ბელარუსი თითქმის ნახევარ ფასად მიიღებს რუსულ ბუნებრივ აირს, ვიდრე ევროპის თუნდაც ის სახელმწიფოები, რომლებმაც ფასების კატასტროფულ ზრდამდე მოასწრეს რუსეთთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება ბუნებრივი აირის შესყიდვაზე და, აქედან გამომდინარე, კომერციულ საერთაშორისო ფასთან შედარებით უაღრესად ხელსაყრელ ფასად ყიდულობენ მას. ამას ხაზს იმის დასანახად ვუსვამ, თუ რას ნიშნავს რუსეთთან მეგობრობა და რას ნიშნავს მასთან მტრობა, თუნდაც სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით…

ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ოცდარვა ხელშეკრულებას მოეწერა ხელი _ თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ოცდარვა ფართომასშტაბიან მიმართულებას, მათ შორის, სამხედრო საკითხებში. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ შეთანხმებულია ბელარუსისთვის 2025 წლამდე დიდი რაოდენობით შეიარაღების მიწოდების საკითხი. მადლობას ვუხდი რუსეთის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ უკვე შეათანხმეს იმ იარაღის ჩამონათვალი, რომლებიც 2025 წლამდე ბელარუსს გადმოეცემა. ეს ათეულობით თვითმფრინავია. ეს არის ვერტმფრენები და ათეულობით საზენიტოსარაკეტო კომპლექსი TOP-M2. დიდ მოცულობებზეა ლაპარაკი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენც და რუსეთიც სერიოზულად აღვიქვამთ დასავლურ მიმართულებას, სადაც ჩვენ უშუალო შეხებაში ვართ ნატოს ჯარებთან”. გეკითხებით: ბელარუსი ამით სუსტდება თუ ძლიერდება? ეს ხომ ბელარუსის სახელმწიფოს, მისი დამოუკიდებლობისა და მისი საერთაშორისო მდგომარეობის განმტკიცების წინაპირობაა?! სხვა რა შეიძლება დავარქვათ თუნდაც იმ ფაქტს, რომ პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრის პარალელურად სტარტი აიღო ერთობლივმა, ფართომასშტაბიანმა სამხედრო წვრთნებმა, რომელიც ნიჟეგოროდში, სამხედრო პოლიგონ მულინოშზე დაიწყო სახელწოდებითდასავლეთი 2021”. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო ძალებთან ერთად მონაწილეობენ სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთისა და ინდოეთის სამხედროები. წვრთნები ბალტიის ზღვის აკვატორიაში რუსეთის ცხრა და ბელარუსის ხუთ პოლიგონზე 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობს 200 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 760 საბრძოლო ტექნიკა, 290 ტანკი, 80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 240 მძიმე დანადგარი და რეაქტიული სისტემები, 15 ხომალდი. მასშტაბის წარმოდგენა რთული არ არის.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა შეხვედრისას დიდი დრო დაუთმეს სამოკავშირეო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარე ამ სამხედრო წვრთნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბარს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუმცა, პრეზიდენტ პუტინის აზრით, “მისი ჩატარება ლოგიკურია იმ ვითარებაში, როდესაც სხვა სამხედრო გაერთიანებები, მაგალითად, ნატო ზრდის მის დასწრებას სამოკავშირეო სახელმწიფოსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სიახლოვეს”.

დასავლეთში რუსეთბელარუსის ურთიერთობებში მოვლენათა ამგვარი განვითარებით შეშფოთებული არიან. პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო წვრთნები და ამას რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე რეაქცია უწოდეს. ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. “ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ პროვოკაციულ სცენარს. ჩვენი მიზანი შეკავებაა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ნატოსთან”, _ თქვა მინისტრმა. ეს ფაქტიც ხომ იმაზე მეტყველებს, რომ კოლექტიურ დასავლეთსა და მათ ლაქია სახელმწიფოებს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მეტად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში იმ ინტეგრაციული პროცესების ეშინიათ, რომლებიც საბოლოოდ დაასამარებს აშშის თავაწყვეტილ სრბოლას მსოფლიო ჰეგემონობისკენ და ამ გზაზე ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების იმ ფორმით ჩაყლაპვის მცდელობას, როგორითაც ბალტიის რესპუბლიკები ჩაყლაპეს. ასე რომ არ მოხდეს, ამისთვისაა საჭირო დიდი საუბრის დაწყება და ერთიანობის იმ ფორმულის მონახვა, რომელიც ყველასთვის მისაღები და ხელსაყრელი იქნება. ყველა სხვა გზა, რესპუბლიკების ცალცალკე დარჩენა და გათიშულობა დამღუპველია, ვინაიდან ცალკე აღებულ არც ერთ რესპუბლიკას (ცხადია, რუსეთის გარდა) არ აქვს დასავლეთისგან საკუთარი თავის დაცვის რესურსი და პოტენციალი.

შეადარეთ ყოფილი მოკავშირე ორი სლავური რესპუბლიკის _ ბელარუსისა და უკრაინის _ მდგომარეობა თუნდაც ენერგომატარებლებთან წვდომის თვალსაზრისით. უკრაინის ხელისუფლების მტრულმა დამოკიდებულებამ რუსეთის მიმართ ის შედეგი გამოიღო, რომ რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში, შესაძლებელია, მთლიანად უკრაინის გვერდის ავლით განხორციელდეს, ეს კი უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ეკონომიკისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. ეს უკრაინის ნგრევას ნიშნავს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ბელარუსი კი თავის ეკონომიკას კიდევ უფრო განავითარებს და იგი გაცილებით წარმატებულ და აყვავებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, ვიდრე დღეს არის. ბელარუსის პრეზიდენტის რაციონალური და, თუ გნებავთ, ადამიანური მიდგომების შედეგად ბელარუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სტაბილურად ვითარდება, უკრაინის პრეზიდენტის (პრეზიდენტების) სრულიად არარაციონალური მიდგომებისა და უგუნური განცხადებების შედეგად უკრაინა, როგორც სახელმწიფო, შესაძლებელია, რუკიდან წაიშალოს და ისე აღიგავოს პირისაგან მიწისა, თითქოს არასოდეს ეარსებოს. უკრაინული ოცნების კოშკების მშენებლობა, რომ აშშ ამ სახელმწიფოსგან რაღაც სანიმუშოსა და სამაგალითოს შექმნის, ფუჭი გამოდგა, ეს რამდენიმე დღის წინათ, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტმა დაადასტურა. ზელენსკი იქადნებოდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს ჯიქურ დაუსვამდა შეკითხვას, აქამდე რატომ არ არის უკრაინა ნატოს შემადგენლობაშიო. დღემდე არ არის ცნობილი, მოახერხა თუ არა ბატონმა ზელენსკიმ ამ დანაქადის შესრულება. ზელენსკი იმასაც იმუქრებოდა, რომ აშშში მისი ვიზიტის შემდეგ აუცილებლად ჩაიშლებოდაჩრდილოეთის ნაკადი 2-ისმშენებლობა, მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს საუკუნის პროექტი, აგერ, ოქტომბერში უკვე მწყობრში ჩადგება. აშშში ზელენსკის ვიზიტის სრული უნაყოფობა არავის ისე სხარტად არ დაუხასიათებია, როგორცბიბისის”:

ამ ვიზიტის ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ ვიზიტი შედგა”. ყველაფერი ნათქვამია, ეს იყო ვიზიტი ვიზიტისთვის; ამ ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია; ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაანახვა მსოფლიოს, რომ ამერიკელებს ე.წ. მოკავშირეებისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ამერიკელებმა ერთმანეთის მიყოლებით განიცადეს მარცხი “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ზე, ჩაფლავდნენ ავღანეთში, კატასტროფული მარცხი იწვნიეს ბელარუსთან დაპირისპირებაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირწმინდად დამარცხდნენ რუსეთთან ჭიდილში. ბიბისისმიერ ნათქვამმა ერთმა წინადადებამ ფარდა ახადა აშშის სრულ იმპოტენციას არამხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დაუფლებისა და მსოფლიოს გაუპატიურების მცდელობაში.

პოსტსაბჭოთა სივრცეში აშკარაა რუსეთთან დამოკიდებულების ორი მოდელი _ ბელარუსული და უკრაინული. პირველი რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ნიმუშია, მეორე _ რუსეთთან მტრობისა და დაპირისპირებისა. რა დაკარგა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ბელარუსმა ან რა შეიძინა რუსეთთან მტრობითა და დაპირისპირებით უკრაინამ ისეთი, რომ ამისთვის ქვეყნის გაწირვა ღირდა?! რაზეა საუბარი, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე? ვინ თქვა, რომ ბელარუსმა, რომელიც ყოველმხრივ წარმატებული სახელმწიფოა, დამოუკიდებლობა დაკარგა? სად და რაში გამოვლინდა ბელარუსის მიერ თავისუფლების დაკარგვა _ ეკონომიკის განუხრელ აღორძინებაში? დასავლური უსინდისო სანქციების პასუხად რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაციის ისეთი ფაზის მიღწევაში, რომელიც არამხოლოდ ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ სამხედრო სტაბილურობის სრულ გარანტიას აძლევს? ეს დამოუკიდებლობის დაკარგვაა, ხოლო უკრაინის დატოვება ენერგეტიკული ბაზის გარეშე, მისი ეკონომიკისათვის საფუძვლის გამოცლა, პოლიტიკურ ქაოსში გადაჩეხვა და პრეზიდენტის მიერ რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის პროგნოზირება ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ზრუნვაა? გასაგებია, რომ ამერიკულ პროპაგანდასა და დემაგოგიას ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლია, მაგრამ ასე და ამ დონეზე? გონება ხომ იმისთვის გვიბოძა ღმერთმა, რომ ჭეშმარიტების მარცვალი არც იმ შემთხვევაში დავკარგოთ, როდესაც სიცრუე გაბატონდება და სულში სინათლის სხივმა მაშინაც შემოაღწიოს, როდესაც წყვდიადში იძირება ყოველი…

P.S. ბელარუსისა და უკრაინის მდგომარეობის შედარებითი ანალიზი იმისთვის შემოგთავაზეთ, რომ ამ ფონზე საქართველოსკენ გამოგვეხედა. ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? უფრო სწორად, ჩვენ, საერთოდ, სად ვართ? სადღაც ხომ არ ჩავრჩით? პირველ რიგში, აზროვნება მაქვს მხედველობაში. იმ გონებასუსტ, უფრო სწორად, ჩლუნგ ადამიანს ხომ არ დავემსგავსეთ, რომელიც ან ყველაზე გვიან ხვდება იმას, რაც მის ირგვლივ და მის თავს ტრიალებს, ან საერთოდ ვერ ხვდება, რა საით მიდის და უთავბოლოდ დაბორიალობს? რესპუბლიკებს შორის დიდი საუბრის აუცილებლობის საკითხის წამოწევით დავიწყე ეს სტატია, რომელიც პრეზიდენტ ლუკაშენკოსთვის დასმულ შეკითხვაშიც წამოვჭერი. ის, რაც რუსეთსა და ბელარუსს შორის დღეს ხდება, განა იმ დიდი საუბრის დაწყება არ არის, რომელიც ასე აუცილებელი გამხდარა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებისთვის? რუსეთისა და ბელარუსის ხელმძღვანელები კი არ საუბრობენ, მოქმედებენ უკვე. ამ საუბარსა და ამ მოქმედებას სხვა რესპუბლიკებიც შეუერთდებიან, როგორც ცენტრალურ აზიაში, ასევე ამიერკავკასიაშიც. განა ამის დასტური არ არის რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში სომხეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მონაწილეობა? ეს ხომ ნათელზე ნათელი ნიშანია იმისა, რომ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ახალი, აქამდე არსებული დამოკიდებულებებისგან თვისებრივად განსხვავებული დამოკიდებულებები ყალიბდება? ასეთ შემთხვევაში, ჩვენ რა გეზი გვიჭირავს და საით მივდივართ _ კვლავ დასავლეთისკენ, ევროკავშირისა და ნატოსკენ? ამ სრულიად ახალ რეალობასა და პოლიტიკურსამხედრო კონფიგურაციებში როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტა? აფხაზებისა და ოსების ადგილს სად უფრო ხედავთ _ ახალი იდეით ანთებული და გაერთიანებული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გვერდით თუ ჩვენთან, ვინც, ამ პროცესებისგან განზე გადგომის შემთხვევაში, ყველასგან საერთო მტრად ვიქნებით აღქმული? საოცარია. მსოფლიოში ახალი პროცესები მიდის, ახალი რეალობები ჩნდება, ჩვენთან კი ხალხი იმაზე ფიქრობს, ამერიკელები კიდევ ერთხელ დაგვასვამენ თუ არა თავზე ვიღაც საერთაშორისო მასხარას, რომელიც თვრამეტი წლის წინათ ერთხელ უკვე დაგვასვეს თავზე და უდიდესისიამოვნებაცმოგვანიჭეს. ამერიკელები ავღანეთიდან და ერაყიდან კუდამოძუებულნი გარბიან, ბელარუსთან დაპირისპირებაში მარცხდებიან, რუსეთთან გამოუცხადებელ ომში იჩოქებენ, საქართველო კი კვლავ იმის ფიქრშია, ჩამოიყვანენ თუ არა ისინი სააკაშვილს კიევიდან საქართველოში. ჯერ იმ ადამიანებს დააკვირდით, რომლებიც სააკაშვილის დასახვედრად ემზადებიან, დააკვირდით მათ სახეებს, მათ გამომეტყველებას, მათ ლაპარაკს, მიმიკას, ჟესტიკულაციასმერე ისიც გაიაზრეთ, რომ ეს ჩვენ ვართ, თითოეული ჩვენგანი, რომლებიც დეფორმირებულ სარკეში ვიყურებით. ქართულ ტელეეკრანებზე ოცდაათი წელიწადის განმავლობაში მროკავი ჭინკები სხვები კი არ არიან, ჩვენ ვართ _ ქართველები და საქართველო, ჩვენ, რომლებმაც ფორმა და შინაარსი დავკარგეთ, სახე და გონება დავკარგეთ და ცოცხზე შემომჯდარ იმ შემზარავ არსებებად გარდავისახეთ, ჩვენ თვალწინ ასე საშინელი მანჭვაგრეხვითა და სისულელეთა გაუთავებელი როშვით ყელში რომ ამოვიდნენ. დავფიქრდეთ: საქართველოშიც ხომ არ დადგა დრო დიდი, ეროვნული და საქვეყნო საუბრის გამართვისა, რომელიც მაიმუნთა ამ ნაშიერების პარპაშისგან გვიხსნის და მოჯადოებული წრიდან გამოგვიყვანს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here