მთავარი მსოფლიო აშშ-ის მიმართ იმედი გაუცრუვდათ, არაბი ახალგაზრდების სიმპათია რუსეთისკენ გადაიხარა

აშშ-ის მიმართ იმედი გაუცრუვდათ, არაბი ახალგაზრდების სიმპათია რუსეთისკენ გადაიხარა

840
გააზიარეთ
სტატისტიკა

ამერიკისადმი ნდობა, როგორც მოკავშირისადმი, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებში მცირდება, როგორიც არის, მაგალითად, ფილიპინები, ჩრდილოეთი კორეა, სირია და სხვ. არამედ ამერიკისსტრატეგიულ პარტნიორადაღიარებულ ქვეყნებშიც, როგორიცაა გაერთიანებული არაბული საამიროები, ქუვეითი, საუდის არაბეთის სამეფო.

არაბი ახალგაზრდები რუსეთს უფრო საიმედო პარტნიორად მიიჩნევენ, ვიდრე აშშ-ს. ამას მოწმობს ორგანიზაცია Arab Youth Survey-ის ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები.

რესპონდენტებს სთხოვეს, დაესახელებინათ, რომელი ქვეყნის მოკავშირეობას ანიჭებდნენ უპირატესობას საგარეო პოლიტიკურ არენაზე. ამ გამოკითხვაში რუსეთმა მეოთხე ადგილი დაიკავა და საუკეთესო ხუთეულში ერთადერთი არარაბული ქვეყანა იყო.

აშშ, პირველად 2012 წლის შემდეგ, ვერ მოხვდა ხუთეულში იმ სახელმწიფოებისა, რომლის მიმართაც აქვთ სიმპათია არაბ ახალგაზრდებს.

ამას გარდა, დღეს სულ უფრო მეტი არაბი (რესპონდენტების 57%) ხედავს აშშში მტერს. 2012 წელს კი გამოკითხულთა მხოლოდ 32%-სთვის იყო მიუღებელი აშშ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო იმატებს პოპულარობა იმ რუსული მედიასაშუალებებისა, რომლებიც არაბულ ენაზე მაუწყებლობს. მაგალითად, ტელეარხ ღთ-ს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ყოველდღიურად 11 მლნ ადამიანი უყურებს, მათგან 2,2 მლნ _ ერაყში; პოპულარობას იხვეჭს, აგრეთვე, ვებგვერდები _ RT Arabic-ი და Sputnik Arabic-ი.

“არაბეთ-ისრაელის 1973 წლის ომამდე მოსკოვი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონში წამყვანი მოთამაშის როლი დაკარგა”, _ წერს გაზეთი Arabian Business-ი და აღნიშნავს, რომ XXI საუკუნეში კვლავ შეიცვალა ძალების განლაგება რეგიონში: აშშმა ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დაკარგა ლიდერობა, რუსეთის პოზიციები კი გაძლიერდა.

“გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა არაბები რუსეთს მიიჩნევენ ძლიერ და საიმედო პარტნიორად. ბოლო წლებში აშშ-ის ბევრი არაბული მოკავშირე მოსკოვისკენ იმზირება”, _ წერს Arabian Business-ი. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ არაბები უკმაყოფილონი არიან ვაშინგტონის უუნარობით, უზრუნველყოს პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულება, მოსკოვმა კი პირიქით _ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სირიის კონფლიქტის მოგვარებაში. 2018 წლის აპრილში ახლო აღმოსავლეთს კვლავ გაუცრუვდა აშშ-ის მიმართ იმედი, როცა აშშ-მა, ტრამპის გადაწყვეტილებით, სირიას რაკეტები დაუშინა.

არაბი ახალგაზრდების განწყობაზე რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამ ქვეყნის პრეზიდენტმაც. Arabian Business-ი აღნიშნავს, რომ რესპონდენტებმა ვლადიმერ პუტინი დაახასიათეს, როგორც ძლიერი, გაბედული და ავტორიტეტული ლიდერი; ტრამპს კი არაბები განიხილავენ, როგორც “სასაცილო ხულიგანს”.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

1 COMMENT

  1. მსგავსი სისულელეები როგორ უნდა დაიჯეროს ადამიანმა, რადგან ყველა ამერიკაში წასვლას და დარჩნას ცდილობს… სირიელი ლტოლვილებიც კი არ მიდიან რუსეთში!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here