მთავარი დაიჯესტი აშშ-ის იუსტიციის მინისტრი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე

აშშ-ის იუსტიციის მინისტრი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე

312
გააზიარეთ
უილიამ ბარმა

აშშის გენპროკურორმა შეშფოთებით განაცხადა, რომტრადიციული მორალური ფასეულობების დასანგრევ ტარანად გამოიყენება კანონი

აშშის პოლიტიკურ და იდეოლოგიურსამოქალაქო ომშიახალი ფრონტი გაიხსნა. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა საჯაროდ დაიცვა ტრადიციული მორალი და ოჯახური ფასეულობები. პასუხად მას ბეჭდურ მედიაში არამზადა უწოდეს და დაადანაშაულეს, რომ თითქოს თავისი ბოსის, დონალდ ტრამპის, პოლიტიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს და სურს, “ღმერთიც კი აქციოს პრეზიდენტის თანამზრახველად”.

კონსტიტუცია ღვთისმოშიში ადამიანებისთვის

ბარი ეკლესიური კათოლიკეა. ინდიანას შტატის ნოტრ-დამის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინათ მიიწვია ლექციის წასაკითხად აშშ-ში რელიგიური თავისუფლების შესახებ. ბარიც დათანხმდა.

მინისტრმა ყველას შეახსენა, რომ ამერიკის სახელმწიფოს “დამფუძნებელი მამებისთვის” “ძირითადი საფრთხე რესპუბლიკისთვის გარე მტრებისგან არ მომდინარეობდა”. შორეულ პერსპექტივაში ცენტრალური საკითხი იყო ის, შევძლებთ თუ არა, თავი გავართვათ ჩვენს თავისუფლებას”, _ განმარტა მან, _ საკითხი არის ის, შეძლებენ თუ არა თავისუფალი საზოგადოების მოქალაქეები მორალური დისციპლინისა და წესიერების შენარჩუნებას, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფალმა ინსტიტუტებმა “გაძლონ”.

ბარმა მიუთითა, რომ “კლასიკურ ქრისტიანულ ტრადიციაში” ადამიანის ბუნება მას (ადამიანს) ანიჭებს უნარს, შექმნას როგორც სიკეთე, ისე ბოროტება და, რომ საკუთარი ვნებებისადმი მონური მორჩილება კიდევ ერთი ფორმაა ტირანიისა”.

ამ კონტექსტში ბარმა მოიყვანა აშშ-ის მეორე პრეზიდენტის, ჯონ ადამსის, ციტატა: “ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელსაც შეეძლება გაუმკლავდეს მორალისა და ეკლესიისგან შეუზღუდავ ადამიანურ ვნებებს. ჩვენი კონსტიტუცია იქმნებოდა მხოლოდ ზნეობრივი და ღვთისმოშიში ადამიანებისთვის. ის სრულიად უსარგებლოა სხვა ნებისმიერი ადამიანის სამართავად”.

ადამსი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1797-1801 წლებში _ ჯორჯ ვაშინგტონის შემდეგ და თომას ჯეფერსონის წინ. ის იყო ამერიკის პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა თეთრ სახლში.

მოპიკეტეების მორალი

ბარმა გაიხსენა, რომ ქრისტიანების მსოფლმხედველობა ეყრდნობა ორ დიად მცნებას _ ღმერთის პატივისცემასა და მოყვასის სიყვარულს. ამ მცნებების შემცვლელები, რომლებიც შეავსებდნენ “სულიერ სიცარიელეს” საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში, არ გამოჩენილა თანამედროვე ეპოქაში, რომელსაც დასავლეთში ზოგჯერ “პოსტქრისტიანულსაც” უწოდებენ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე ამერიკაში რელიგია აღმოჩნდა ალყაში. “ეს არ არის დაცემა, ეს ორგანიზებული ნგრევაა, _ თქვა მან, _ რელიგიის მოწინააღმდეგენი და მათი მოკავშირეები “პროგრესისტებს” შორის მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების, პოპულარული კულტურის, გართობის ინდუსტრიისა და სასწავლო დაწესებულებების ძალების მობილიზაციით გამუდმებით ესხმიან თავს რელიგიას და ტრადიციულ ფასეულობებს”.

ამერიკელი მაღალჩინოსნის აზრით, ვითარების პარადოქსულობა არის ის, რომ საერო პროექტი რელიგიად იქცა. “მან შეიქმნა რელიგიის ყველა ატრიბუტი, მათ შორის ინკვიზიცია და განკვეთა”, _ განაცხადა კათოლიკე გენპროკურორმა. მან დაუპირისპირა რწმენისა და სრულყოფის გზაზე შემდგარი თითოეული ადამიანის სულის გადარჩენისკენ მიმართული ტრადიციული ქრისტიანული “მიკრომორალი” თანამედროვე “მაკრომორალს”, რომელსაც ადამიანების პირადი არაკეთილსინდისიერება და უპასუხისმგებლობა გადააქვს სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრებზე”.

“ახალი საერო რელიგია ასწავლის მაკრომორალს, _ თქვა ბარმა, _ ზნეობრიობის საზომი არის არა პირადი საქციელი, არამედ პოლიტიკური იდეებისა და კოლექტიური მოქმედებისადმი ერთგულება სოციალური პრობლემების კონტექსტში”.

ეს სისტემა უფლებას გვაძლევს, არ შევშფოთდეთ ჩვენს პირად ცხოვრებაზე, რადგან ჩვენ ხსნას ვეძებთ პიკეტების ხაზით, _ დაასკვნა აშშის მთავარმა იურისტმა, _ ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ ჩვენიმაღალი ზნეობაამა თუ იმ საბაბით დემონსტრაციებში მონაწილეობით”.

აშშ-ის გენპროკურორმა შეშფოთებით განაცხადა, რომ “ტრადიციული მორალური ფასეულობების დასანგრევ ტარანად გამოიყენება კანონი”.

თავდაპირველად _ განსაზღვრული აკრძალვების გაუქმება (ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეტაპად ბარმა დაასახელა ჯერ აბორტების ლეგალიზაცია, შემდეგ _ ევთანაზია აშშ-ში. ევთანაზია ამჟამად ლეგალიზებულია დედაქალაქსა და 7 შტატში), შემდეგ _ “მორწმუნე ადამიანისა და თემებისთვის მათი სარწმუნოებისთვის მიუღებელი პოლიტიკური და პრაქტიკული თემების თავს მოხვევა”.

ამერიკელი მინისტრი რელიგიური თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის “ეპიცენტრად” თავისი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებს მიიჩნევს. ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, ამ ბრძოლამ გადაინაცვლა შტატების დონეზე, რადგან ფედერალურ ცენტრში მოქმედი რესპუბლიკური ადმინისტრაცია იცავს ტრადიციულ ფასეულობებს.

ბარმა გამოყო რელიგიის მოწინააღმდეგეთა შეტევის სამი მიმართულება _ სასწავლო პროგრამის შინაარსი, ფინანსების ხელმისაწვდომობა და ე.წ. საერო ორთოდოქსიის იძულება, მან თითოეული მიმართულების საილუსტრაციოდ კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.

* მისი თქმით, ნიუ-ჯერსის შტატის ხელისუფლებამ “ცოტა ხნის წინათ მიიღო კანონი, რომელიც მოითხოვს ლგბტ-ს შესახებ ისეთი სასწავლო პროგრამის გამოყენებას, რომელიც, ბევრის აზრით, შეუთავსებელია ქრისტიანულ სწავლებასთან”. მსგავსი ნორმები შემოღებულია კალიფორნიისა და ილინოისის შტატებში, ამასთანავე, კალიფორნიის ოლქ ორანჯში განათლების ადგილობრივმა საბჭომ დაადგინა, რომ მშობლებს, რომლებიც არ ეთანხმებიან სასწავლო მასალებს სქესის, სქესობრივი კუთვნილების, გენდერული გამოხატვისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ, უფლება არ აქვთ, გაათავისუფლონ თავიანთი შვილები აღნიშნული სწავლებისგან”.

ზოგიერთ შემთხვევაში სკოლას შეუძლია, არც კი გააფრთხილოს მშობლები იმის თაობაზე, რა უნდა ასწავლონ ბავშვებს სექსუალური საქციელისა და ურთიერთობის შესახებ”. _ დასძინა მინისტრმა.

* დაფინანსების მაგალითი აღებულია მონტანას შტატის გამოცდილებიდან. იქ კერძო სკოლებს აკრძალული აქვთ საქველმოქმედო სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა. ამ მიდგომას იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გააპროტესტებს.

* მესამე მაგალითი ჰგავდა პირველს, მაგრამ არ ეხებოდა სასწავლო პროგრამებს. ინდიანას შტატში მასწავლებელმა სასამართლოში გააპროტესტა ადგილობრივი კათოლიკური არქიეპისკოპოსის განკარგულება, რომ მის საზღვრებში მოქცეულ კათოლიკურ სკოლებში სამუშაოდ არ აიყვანონ მასწავლებლები, რომლებიც დაქორწინებული არიან თავიანთი სქესის წარმომადგენლებზე. იუსტიციის სამინისტრო ამაში ხედავს საეკლესიო თემის კონსტიტუციური უფლების დარღვევას და ადგილობრივ სასამართლოს ურჩევს, არ მიიღოს სარჩელი.

ამ მაგალითების ფონზე შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, თავის დროზე როგორი გააფთრებული კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ში რუსულმა კანონმა არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობის პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე.

ახლა ირკვევა, რომ თვით ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ხელისუფლებაა შეშფოთებული თავის სკოლებში ასეთისწავლებისდაშვების გამო.

გამოსვლის ბოლოს ბარმა განაცხადა, რომ, სანამ გენპროკურორად რჩება, მინესოტა იქნება მათ რიგებში, ვინც მზად არის, იბრძოლოს ადამიანის თავისუფლებებიდან ყველაზე ძვირფასისთვის _ იცხოვრო საკუთარი მრწამსის მიხედვით”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here