მთავარი დაიჯესტი აშშ-ის ელჩი პოლონეთს სამხედრო ხარჯების შემცირებით დაემუქრა ლგბტ თემის მიუღებლობის გამო

აშშ-ის ელჩი პოლონეთს სამხედრო ხარჯების შემცირებით დაემუქრა ლგბტ თემის მიუღებლობის გამო

522
გააზიარეთ
ჯორჯეტ მოსბახერი

პოლონეთის ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ ქვეყანას რთული გამოწვევების წინაშე აყენებს და არაკეთილსასურველი საინვესტიციო და სამხედრო გადაწყვეტილებებისკენ მიჰყავს”, _ განაცხადა პოლონეთში აშშის ელჩმა ჯორჯეტ მოსბახერმა ინგლისურენოვანი გამოცემა Polish Armed Forcec Newისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამერიკელმა დიპლომატმა კომენტარი გააკეთა პოლონეთსა და დასავლეთ ევროპის ელიტას შორის კონფლიქტზე ლგბტ თემის გამო. და, თუ ბრიუსელმა ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენის პირით ქარაგმებით ილაპარაკა ვარშავის მიერ “კანონის უზენაესობის” დარღვევაზე, ამერიკის ელჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ პოლონეთის ხელისუფლების მიერ ლგბტ თემის მიუღებლობის გამო ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნება საერთაშორისო დონეზე.

“პოლონეთს დასავლეთში აქვს რეპუტაცია ქვეყნისა, რომელიც მტრულად არის განწყობილი სექსუალური უმცირესობების მიმართ. ეს გამოიწვევს არაკეთილსასურველ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს. ეს, აგრეთვე, გავლენას იქონიებს სამხედრო საკითხებზე. საიდუმლო არავისთვის არის, რომ აშშ-ის კონგრესმენები ჩართულნი არიან ლგბტ თემის საქმეებში და ჩვენი კონგრესი, სხვა საკითხებთან ერთად, წყვეტს სამხედრო საკითხებსაც”, _ განაცხადა მოსბახერმა.

მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს პოლონეთს, როგორც კათოლიკურ ქვეყანას, შემდეგ კი ასე მიმართა პოლონეთის ელიტას: “მიუხედავად ამისა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ცდებით, როცა საქმე ეხება ლგბტ-ს. ადამიანის უფლებები უნივერსალურია, დომინაციური ეკლესიის მიუხედავად”.

eadayli.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here