Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის გენერალური პროკურორი: აქციები დედაქალაქში არ იყო მშვიდობიანი, ასობით პოლიციელი დაშავდა, მედია...

აშშ-ის გენერალური პროკურორი: აქციები დედაქალაქში არ იყო მშვიდობიანი, ასობით პოლიციელი დაშავდა, მედია დიდ ტყუილს იმეორებს

2179
აშშ-ის გენერალური პროკურორი: აქციები დედაქალაქში არ იყო მშვიდობიანი, ასობით პოლიციელი დაშავდა, მედია დიდ ტყუილს იმეორებს

აშშის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ მასმედია ამერიკელ საზოგადოებასდიდ ტყუილსეუბნება იმის შესახებ, რაც ხდება ვითომ მშვიდობიან დემონსტრაციებზე; სინამდვილეში ბოლო ერთ კვირაში 750 პოლიციელი დაშავდა.

CBS News-თან ინტერვიუში წამყვანის კითხვაზე, შესაფერისად მიიჩნევს თუ არა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცრემლმდენი აირისა და სხვა საშუალებების გამოყენებას, უილიამ ბარმა მიუგო: “ისინი არ იყვნენ მშვიდობიანი მომიტინგეები. და ეს არის ერთ-ერთი დიდი სიცრუე, რომელსაც მედია ხშირად იმეორებს”.

აქვე გენერალურმა პროკურორმა გაიხსენა, რომ მომიტინგეებს სამი გაფრთხილება მიეცათ, თუმცა გასულ პარასკევს, შაბათსა და კვირას (5,6 და 7 ივნისს) თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში არეულობა მოხდა, პოლიციელები კი გამუდმებით თავდასხმის სამიზნე იყვნენ, მათ აგურებსა და ცეცხლგამჩენი სითხით სავსე ბოთლებს ესროდნენ. მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს წმინდა იოანეს ეკლესიას და სკვერში მდებარე ისტორიული შენობა დაწვეს.

“არ მინახავს მედიაში ვიდეო იმის შესახებ, რა ხდებოდა პარასკევს, შაბათსა და კვირას. მხოლოდ ის მესმოდა, როგორი მშვიდობიანები იყვნენ დემონსტრანტები. არ მომისმენია, რომ 150-მდე სამართალდამცველი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასე რომ, ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. ჩვენ კონტროლი უნდა აღგვედგინა ლაფაიეტის პარკში და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გესმით, როგორ უკავშირდება ეს მოვლენები ერთმანეთს? მედიის საქმეა სიმართლის თქმა”, _ აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here