მთავარი მსოფლიო აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია

აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია

200
გააზიარეთ
აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია

მიმდინარე წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 198 მლრდ დოლარით მოიმატა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს მონაცემები მოყვანილია აშშის კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოს მოხსენებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს 1,9 ტრილიონი დოლარით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სპეციალისტების პროგნოზებით, მიმდინარე საფინანსო წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტი 3,3 ტრილიონს მიაღწევს და ეს დეფიციტი, რომელიც მშპ-ს 16%-ია, ყველაზე დიდია 1945 წლის შემდეგ.

მიმდინარე წლის მარტიდან აშშ-ის ხელისუფლებამ 3 ტრილიონი დოლარი ჩადო კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ეკონომიკის სტიმულირებისთვის. რამდენიმე დღის წინათ კი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, კიდევ 300 მლრდ დოლარი გაიღოს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

rg.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here