მთავარი საქართველო აშშ-ის ახალი ელჩი დეგნანი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ წაქეზებას ხელს შეუწყობს?

აშშ-ის ახალი ელჩი დეგნანი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ წაქეზებას ხელს შეუწყობს?

4790
გააზიარეთ
აშშ-ის ახალი ელჩი დეგნანი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ წაქეზებას ხელს შეუწყობს?

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ აშშ საქართველოში, როგორც იქნა, კვლავ ჰყავს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი. ელჩი თბილისში უმოკლეს ვადაში ჩამოვა. რა ინსტრუქციებით მოდის ამერიკის ელჩი? _ ისმის კითხვა და აი რატომ:

საქართველო თავისი ფორმალური დამოუკიდებლობის ბოლო 28 წლის განმავლობაში მიჩვეულია ინსტრუქციებით არსებობას _ საქართველოს არც ერთ მთავრობას ჯერ არ ჰქონია დამოუკიდებელი საშინაო და, მით უმეტეს _ საგარეო პოლიტიკა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომ საქართველოსადმი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თითქმის ნულოვანი ინტერესისა და, აქედან გამომდინარე, უელჩობის პერიოდში ჩვენს ქვეყანას ინსტრუქციების ნაკლებობა დაეტყო. ვითარება ნაკლებად სტაბილური შეიქნა და თითქმის ყველაფერი ერთმანეთში აირია: 20 ივნისის ამბები, პარლამენტის წინ კარვობანას თამაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება და შემდეგ მასზე სკანდალური უარი, პარლამენტის შენობაში ტოქსიკური ნივთიერების დასხმა… გაღიმებული ნინო ბურჯანაძე გიგა ბოკერიას გვერდით ჯდება და მერე მოსკოვში მიდის, ჩნდება ახალი ე.წ. გმირი _ ვაჟა ექიმი, შალიკო ნათელაშვილი ამერიკით ემუქრება ივანიშვილს, ამასობაში ლარის კურსი და ინფლაცია ახალ ნეგატიურ რეკორდებს ამყარებს.

ამ ფონზე სახელმწიფო რუსოფობია მხოლოდ საშინაო მოხმარების საგნად იქცა _ დღევანდელ ხელისუფლებას არც შესაძლებლობა არ აქვს და არც სურვილი, აქტიურად დაუპირისპირდეს რუსეთს. ეს კარგია. სწორედ ამიტომ ისკანდალეს ამერიკელმა ლობისტებმა და მათზე მიბმულმა ქართველმა “ტრანსატლანტისტებმა”, რომლებსაც ირმა ინაშვილი “მიუვარდა” და “არატრანსატლანტიკურად” მოექცა.

მაგრამ დიდია საფრთხე, რომ საქართველოს კვლავ ჩაითრევენ ანტირუსულ (და ანტიქართულ) ავანტიურაში. ლობისტები არ ისვენებენ _ ამერიკელმა ნეოლიბერალებმა (თუ ნეოკონსერვატორებმა, ამ ორი ცნების ურთიერთგამომრიცხაობის მიუხედავად, ეს ერთი და იგივე ჯგუფია) საქართველოში დამატებითი დასაყრდენი შეიქმნეს მამუკა ხაზარაძის დაჯგუფების სახით. ხაზარაძე ბიზნესმენისთვის შეუფერებელი პრიმიტიულობით გაიძახის, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი ტრასა რუსული ტანკების საქართველოში დაუბრკოლებლად შემოსვლის საფუძველი გახდება.

ამ ფონზე ჩამოდის საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. იმედია, მას “სწორი” ინსტრუქციები ექნება, მაგრამ ყურადღებას იპყრობს ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული გაფრთხილება:

დაძაბულობის ესკალაციის რეალური საფრთხე და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაჩქარებული სამხედროპოლიტიკური განვითარება. ჩვენ მოწმენი ვართ ალიანსისა და ვაშინგტონის მოწინავე პოლიტიკური და სამხედროტექნიკური თანამშრომლობისა საქართველოსთან. ვიმედოვნებთ, რომ აშშ და ნატო სერიოზულად მიიღებენ ჩვენს გაფრთხილებებს და შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას, დაუპირისპირდეს რუსეთს. ჩვენი მხრიდან, მუდმივი ინტერესი რჩება ორმხრივი ურთიერთობის თანმიმდევრული ნორმალიზებისთვის”, _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ვითომ შემთხვევით გაკეთდა ეს განცხადება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის გამოგზავნის წინ?!

გულბაათ რცხილაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here