Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ გარანტიას იძლევა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ სანქციებს არ გამოიყენებს

აშშ გარანტიას იძლევა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ სანქციებს არ გამოიყენებს

1622
აშშ

აშშმა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მისცა გარანტია, რომ ვაშინგტონის სანქციები არ გავრცელდება ბუნებრივი აირის მაგისტრალების მშენებლობაზე რუსეთის მონაწილეობით.

ამრიგად, “ჩრდილოეთის ნაკადი-2” (Nord Stream 2) აშშ-ის სანქციების ზონიდან გამოდის. წყალქვეშა გაზსადენი _ რუსული “გაზპრომის” პროექტი _ უკვე შენდება დასავლეთ ევროპის რამდენიმე კომპანიის მონაწილეობით და ამ პროექტს აქტიურად ლობირებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მიღებული კანონი CAATSA (“ამერიკის მოწინააღმდეგე მხარის სანქციების დაწესების შესახებ”) ითვალისწინებს ცალმხრივი შემზღუდველი ზომების გამოყენებას ევროკავშირის იმ ფორმების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის რეალიზაციაში. გაზსადენის მშენებლობის პროექტის ოპერატორია რუსული “გაზპრომის” შვილობილი კომპანია Nord Stream 2 AG.

გაზსადენის მარშრუტი 90%-ით არის შეთანხმებული, ის დააკავშირებს რუსეთის ლენინგრადის ოლქს გერმანიასთან და უზრუნველყოფს წელიწადში 55 მლრდ კუბ. მეტრი ბუნებრივი აირის გადაქაჩვას.

“ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2019 წლის ბოლოს. პროექტი შეფასებულია 9,5 მლრდ ევროდ.

გაზსადენის ამუშავების შედეგად ევროკავშირი გარანტირებულად მიიღებს რუსულ ბუნებრივ აირს და ეს მოხდება სატრანზიტო ქვეყნებისგან _ უკრაინა, ბელარუსი და სხვ. _ დამოუკიდებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here