Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ ბირთვული აპოკალიფსისკენ მიგვაქანებს

აშშ ბირთვული აპოკალიფსისკენ მიგვაქანებს

ბირთვული ჯოჯოხეთისგან დედამიწის ხსნა რუსეთის ღვთაებრივი მისიაა!

698

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეექვსე გამოშვება

მე მომიწია გადაწყვეტა იმისა, სად და როდის უნდა მომხდარიყო ატომური ბომბის გამოყენება. მე ამ ბომბს ყოველთვის მივიჩნევდი სამხედრო იარაღად და არასოდეს მიყოყმანია იმის გამო, რომ მისი გამოყენება ჩემი მოვალეობა იყო. როდესაც ამ საკითხზე ჩერჩილს ვეთათბირე, მან ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე მითხრა, რომ ის მომხრეა ატომური ბომბის გამოყენების, თუკი ეს დააჩქარებს ომის დამთავრებას”.

ჰარი ტრუმენიაშშ პრეზიდენტი

საერთაშორისო დაძაბულობაში, რომლისკენაც მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი, ერთი შეხედვით მთავარი თითქოს ის არის, რა საკითხითაც დასავლეთი სპეკულირებს _ შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში. არადა, ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ეს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში, თუ აშშ კიევის ფაშისტურ ხელისუფლებას ყირიმში, დონბასში ან ლუგანსკში ისეთივე მასშტაბურ პროვოკაციას მოაწყობინებს, როგორიც 2008 წელს სააკაშვილს ცხინვალში მოაწყობინა და უკრაინაში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეებზე თავდასხმა (რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს) ფართომასშტაბიანი ომის ან სულაც გენოციდის სახეს მიიღებს. არც ერთ სხვა შემთხვევაში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სამხედრო აგრესიის განხორციელების თეორიული შანსიც კი არ არსებობს. ბაიდენის მიერ სხვადასხვა დროს დასახელებული ნაირ-ნაირი თარიღები რუსი სამხედროების უკრაინაში შეჭრის თაობაზე საკითხის არსებითი შინაარსიდან ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობაა და მეტი არაფერი. საკითხის არსი კი არის ის, რომ აშშ-ს, რომელიც თავხედურად იქცევა და სრულიად მსოფლიოზე ძალადობს, რუსეთმა ულტიმატუმის ენით მოსთხოვა თავისი უსაფრთხოების გარანტიები, რაც შემდეგი შინაარსით იყო ფორმულირებული:

* ნატოს გაფართოების შეჩერება;

* აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებაზე უარის თქმა;

* ნატოს დაბრუნება 1997 წლის მდგომარეობაში, რაც აღმოსავლეთი ევროპიდან და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან მისი სამხედრო ბაზებისა და ინფრასტრუქტურის გატანას ნიშნავს.

ამ დოკუმენტში (ხელშეკრულების პროექტში), რომელშიც ყველაფერი ზუსტად, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, უკრაინის საკითხი კი არა, რუსეთისა და, საერთოდ, გლობალური უსაფრთხოების საკითხია მთავარი (უკრაინა, საქართველო და სხვები, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროვოკატორი სახელმწიფოების როლში გამოდიან).

დასავლეთს ხელს აძლევს, გლობალური უსაფრთხოების საკითხიდან, რომელიც რუსეთმა ასე პრინციპულად დააყენა, მსოფლიოს ყურადღება უკრაინაზე გადაიტანოს და საკაცობრიო მნიშვნელობის მქონე ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის კონფლიქტამდე დაიყვანოს, სადაც თვითონ ვითომ არაფერ შუაშია, გარდა იმისა, რომ შუამავლისა და კეთილისმყოფელის როლს ასრულებს. სინამდვილეში კი, იმ საკითხში, რომელიც რუსეთმა წამოსწია, აშშ და კოლექტიური დასავლეთი შუამავლები და მშვიდობის მტრედები კი არ არიან, როგორც თავიანთი თავის წარმოჩენა სურთ, არამედ მთავარი დამნაშავეები, ვინაიდან მათ მიზანმიმართულად და გამიზნულად დაანგრიეს მსოფლიო წესრიგი, რომელიც პლანეტაზე ერთპიროვნული გაბატონების ბოროტ განზრახვაში უშლიდათ ხელს, რომლითაც მთელი მსოფლიო ქაოსისა და განუკითხაობის ჭაობში ჩაძირეს და უსაფრთხოების მექანიზმები პრაქტიკულად მოშალეს. აი, რისი მიჩქმალვა სურთ მათ უკრაინის მიმართულებით რუსეთის ფართომასშტაბიან შეტევაზე მუდმივი აპელირებით. რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების ასეთი კატეგორიული ტონით მოთხოვნას ამერიკელები სილის გაწვნად და თავმოყვარეობის შელახვად იღებენ, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება, რადგან სწორედ ამ გარანტიაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ რუსეთის, არამედ გლობალური უსაფრთხოების ბედი.

ყველა ის პროვოკაცია, შანტაჟი, ომი, რომლებსაც ამერიკელები კოლექტიურ დასავლეთთან ერთად დედამიწის ამა თუ იმ წერტილში აწყობენ, საბოლოო ჯამში, რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. რუსეთში უდიდესი ისტორიული გამოცდილებით იციან, რომ წითელ მოედანზე საკუთარი დროშებითა და ტანკებით გაჯირითება გენეტიკაში გადასული ოცნებაა ევროპელებისა, რომელიც ჯერჯერობით ვერ აიხდინეს. მათი დროშები ახსოვს მოსკოვს და წითელ მოედანს, ოღონდ ამაყად მოფრიალე კი არა, კრემლის ტრიბუნასთან, სტალინის ფერხთით დაყრილი.

ევროპასაც კარგად ემახსოვრება მრავალჯერ განცდილი მარცხი რუსეთთან წარმოებულ უსამართლო ომებში. მხოლოდ შვედების შემოსევისა და მათი სამარცხვინოდ გარეკვის თხუთმეტი თუ თექვსმეტი ისტორიული ფაქტი არსებობს მეთორმეტედან მეცხრამეტე საუკუნემდე. რუსეთიდან კუდამოძუებული ნაპოლეონიც ახსოვთ ევროპელებს, რომელიც ლაშქრობის წინ ბაქიბუქობდა: “მე გავილაშქრებ რუსეთზე. კიევს როდესაც ავიღებ, მისთვის ფეხები მექნება შეკოჭილი, პეტერბურგს როდესაც დავიკავებ, მისი თავი ხელებში მექნება მოქცეული, ხოლო მოსკოვს როდესაც ავიღებ, განვგმირავ რუსეთის გულს!” რითაც დასრულდა თავზე ხელაღებული ევროპელის ეს მუქარა, ახსოვს ისტორიას. მხოლოდ ორი რამ არ ახსოვს ისტორიას _ რუსეთის მიერ ომის გაჩაღება და რუსეთის დამარცხება. ესეც იციან დასავლეთში. ამიტომაა, რომ აფთრებივით ჯგროდ მოგროვილნი წრიალებენ და გარს უვლიან რუსეთს, ვერ ბედავენ, მაგრამ მაინც უახლოვდებიან, მის ირგვლივ რკალს კრავენ, იქნებ რამე მოგლიჯონ, იქნებ რამე წააცალონ, იქნებ დაღალონ და დააუძლურონ. იქნებ, ის მაინც მოახერხონ, რომ როგორმე რუსეთს დაბრალდეს ომის დაწყება, რათა მუდმივი აგრესორის როლში თავად არ გამოდიოდნენ. საინფორმაციო ომით, ეკონომიკური სანქციებით, ნატოს გაფართოებით, სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიტანითა და გაუთავებელი პროვოკაციებით იმგვარი ვითარების შექმნას ცდილობენ, რომლის პირობებშიც ისევე შეძლებენ რუსეთის დაჩოქებას, როგორც საბჭოთა კავშირი დააჩოქეს, მაგრამ არაფერი გამოსდით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიწასთან გასწორებული და დემორალიზებული რუსული არმია დღეს უძლიერესია მსოფლიოში. სტრატეგიული შეიარაღების თვალსაზრისით რუსეთმა ათეული წლებით გაუსწრო დასავლეთს. ბალანსი შეიცვალა, რუსეთი გოლიათივით წამოიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ აფთრების ბატონობა პლანეტაზე დასასრულს მიუახლოვდა და მალე ამ ახალი რეალობის შესაბამისი მსოფლიო წესრიგიც ჩამოყალიბდება. სწორედ ამ ახალი წესრიგის ჩამოყალიბებისკენაა მიმართული ის მწვავე ულტიმატუმი, რომლითაც რუსეთმა აშშ 2022 წლის იანვარში მიმართა.

რუსეთი, მის მიერ წამოყენებული აბსოლუტურად სამართლიანი პირობების შეუსრულებლობის, ანუ უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის საშუალებად სამხედროტექნიკურ მეთოდს ასახელებს. შეთავაზება, ყოველგვარი დიპლომატიური მიკიბ-მოკიბვის გარეშე, სრული კატეგორიულობითაა ჩამოყალიბებული, რამაც ვითარება დაძაბა. საკითხი ასე დგას: ამერიკელები ან გამოიჩენენ გონიერებას და რუსეთის მოთხოვნებს (ულტიმატუმს) დააკმაყოფილებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევე დატოვებენ აღმოსავლეთ ევროპას და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, როგორც ავღანეთი დატოვეს, ან სამხედრო ძალით შეეცდებიან ერთხელ და სამუდამოდ აკვიატებული იმ მიზნისკენ სვლას, რომელსაც მსოფლიოზე გაბატონება ჰქვია, და თავისთავად უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენებენ მსოფლიოს.

არ ვიცი, მათ საბოლოოდ აირჩიეს თუ არა კონფრონტაციისა და სამხედრო დაპირისპირების გზა, მაგრამ რუსეთის კანონიერი, გონივრული და ლოგიკური მოთხოვნისთვის, გარკვეული დროით მაინც (სანამდეც გაუვათ) წინააღმდეგობის გაწევის გზას რომ დაადგნენ, ფაქტია.

რუსეთის მიერ ამერიკელებისთვის წაყენებული ულტიმატუმის პასუხში ამერიკელებმა უკან არ დაიხიეს და მათთვის ჩვეული ქედმაღლობით სცადეს ძალმომრეობაზე დაფუძნებული საკუთარი პოლიტიკისა და პოზიციის დაცვა.

ამერიკელთა ეს პასუხი პუტინმა ასე შეაფასა: “რუსეთის ძალისხმევა იგნორირებული აღმოჩნდა. ჩვენ ვერ ვნახეთ ადეკვატური გათვალისწინება ჩვენი სამი არსებითი მოთხოვნისა. პირველ რიგში, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებისა; მეორე, რუსეთის საზღვრებთან ნატოს შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმისა; მესამე, ევროპაში ნატოს ინფრასტრუქტურის დაბრუნებისა 1997 წლის მდგომარეობამდე”.

პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ის ამ პასუხზე პასუხის მომზადება დაავალა. რუსეთის ეს პასუხიც, რომელიც თერთმეტ გვერდზეა ჩამოყალიბებული, ისეთივე კატეგორიულია, როგორიც პირველი წერილი იყო. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ დოკუმენტიდან, რომელშიც აშკარად იგრძნობა დოკუმენტის საერთო პათოსი:

* “შეტყობინებები უკრაინაშირუსეთის შეჭრაზესხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ზეგავლენის მოხდენისა და უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთის შეთავაზების გაუფასურებისა”.

* “უკრაინის მიერ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა არის სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე პროცესების შედეგი. საკითხი ყირიმის კუთვნილების შესახებ, დახურულია”;

* “უკრაინის შესვლა ნატოში შექმნის რუსეთსა და ალიანსს შორის რეალური სამხედრო კონფლიქტის რისკს იმ შემთხვევაში, თუკი კიევი შეეცდება, ძალის გამოყენებით დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები”;

* “ნატოს ღია კარის პოლიტიკა” ეწინააღმდეგება ალიანსის მიერ მიღებულ საბაზო დებულებებს ეუთთ/ეუთო-ს ფარგლებში”;

* “რუსეთი ცნობად იღებს აშშის მზადყოფნას, საგნობრივად იმუშაოს შეიარაღების კონტროლისა და რისკების შემცირების ცალკეულ ღონისძიებებზე, მაგრამ რუსეთის წინადადებები პაკეტის ხასიათს ატარებს და უნდა განიხილებოდეს კომპლექსში, მისი ცალკეული შემადგენლების ერთმანეთისგან მოწყვეტის გარეშე”;

* “ამერიკულმა მხარემ არ მოგვცა კონსტრუქციული პასუხი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-თან ხელშეკრულებისთვის რუსეთის მიერ მომზადებული პროექტის საბაზო ელემენტებზე. კერძოდ, საუბარია უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში მიღებასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში სამხედრო ბაზების გახსნისთვის უარის თქმაზე”;

* “იმის გამო, რომ ამერიკული მხარე უარს აცხადებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან რუსეთის უსაფრთხოების იურიდიულად დამავალდებულებელი მყარი გარანტიების მიცემაზე, რუსეთი იძულებული იქნება, მოახდინოს რეაგირება, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური ხასიათის”.

როგორც აშშ-ისთვის გადაცემული დოკუმენტის ამ ამონარიდებიდან ჩანს, რუსეთის პოზიცია კატეგორიული და ერთმნიშვნელოვანია. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ პასუხის პასუხის პასუხს. აქ ერთი სირთულე იჩენს თავს, კერძოდ ის, რომ პასუხების პასუხები, ანუ საკანცელარიო მიმოწერა შესაძლებელია უსასრულოდ გარძელდეს, საკითხი კი არ გადაიჭრას. მაგრამ, მეორე მხრივ, დიდხანს ასე გაგრძელება შეუძლებელი იქნება იმიტომ, რომ მიმოწერის პარალელურად მოქმედებები გრძელდება, უკრაინაში ვითარება უკიდურესად იძაბება.

კიევის ხელისუფლება დონეცკსა და ლუგანსკში ვითარების იმ დონეზე დამძიმებას თუკი მოახერხებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ფართომასშტაბიანი გენოციდის საშიშროების წინაშე დააყენოს, რუსეთის ხელისუფლება იძულებული შეიქნება, დაიცვას მოსახლეობა, რაც, ბუნებრივია, იარაღის გამოყენებასთან იქნება დაკავშირებული, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით.

2008 წელს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი) და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს ცხინვალში სამხედრო ძალით შეჭრის შესახებ გადაწყვეტილების მცდარობაში არწმუნებდნენ. სინამდვილეში კი მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილი ცხინვალში სწორედ ამერიკელთა წაქეზებით შეიჭრა და მას ამ საქმეში კონსულტაციებს ამერიკელი ინსტრუქტორები უწევდნენ. საქმე ისაა, რომ ამერიკელთა მიერ ხმამაღლა ნათქვამი და სააკაშვილისთვის ყურში ნაჩურჩულები ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდებოდა. უკრაინაშიც ასე იქნება: ბაიდენი და ბლინკენი საჯაროდ იტყვიან, რომ ეწინააღმდეგებიან კიევის ხელისუფლების შეჭრას დონეცკსა და ლუგანსკში, მაგრამ, თუ მათ მიზნად ის აქვთ დასახული, რომ რუსეთი ომში ჩაითრიონ, მაშინ ზელენსკისთვის უკვე ექნებათ შესაბამისი დავალება მიცემული.

პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრებოდა, მაგრამ მოხდა პირიქით _ უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებულმა რუსულმა სამხედრო შენაერთებმა მუდმივი დისლოკაციის ადგილებისკენ გადანაცვლება დაიწყეს. გაწბილებულმა ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ახალი თარიღი დაასახელა, რაც უკვე სასაცილოც აღარ არის. საქმე ისე წავიდა, რომ ამერიკელებსა და ევროპელებს ერთი სული აქვთ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრას. ძნელი სათქმელია, რატომ უნდათ ასე ძალიან რუსეთის შეჭრა უკრაინაში, იმისთვის, რომ ამ საბაბით მსოფლიო ომი გააჩაღონ, რაც ბევრი მათი დანაშაულისა და საფინანსო მაქინაციების ჩამოწერის საშუალებას მისცემთ, თუ იმისთვის, რომ ომის დაწყებისთანავე ვერაგულად განზე გადგნენ, მათ მიერვე გაბრიყვებული ნაწილი უკრაინის სამხედროებისა რუსულ არმიას შეატოვონ, შემდეგ კი გაუთავებლად იყბედონ რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე და, რაკი რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებენ, იქნებ ამით მორალური უპირატესობა მაინც მოიპოვონ. ალბათ, ამასვე ემსახურება ბოლო დღეებში დონბასისა და ლუგანსკის მიმართულებით კიევის ფაშისტური ხელისუფლების გამძაფრებული შეტევა, რომლის გამოც მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებულია, თავს გაქცევით უშველოს. დაწყებულია ფართომასშტაბიანი ევაკუაცია. ეს გათვლილია იმაზე, რომ ამგვარი ვითარების თმენის რესურსი რუსეთს დიდხანს არ ეყოფა და იძულებული გახდება ზელენსკის ფაშისტური ხელისუფლების აგრესია დონეცკსა და ლუგანსკში ისევე აღკვეთოს სამხედრო ჩარევით, როგორც 2008 წელს სააკაშვილის ფაშისტური ხელისუფლების აგრესია აღკვეთა ცხინვალში. ან აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ეს ყველაფერი, შესაძლებელია, ამ სტატიის გამოქვეყნებამდეც კი მოხდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის საერთაშორისო პოზიცია უკრაინის საკითხამდე მაინც არ დაიყვანება, უკრაინა მხოლოდ შემადგენელი ნაწილია რუსეთის მოთხოვნებისა. პირდაპირ უნდა ითქვას: რუსეთმა აშშისა და კოლექტიური დასავლეთის ბოროტებისა და ძალმომრეობის ალაგმვა დაიწყო არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოში. ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების აუცილებლობა იმიტომ გაჩნდა, რომ ძველი მსოფლიო წესრიგი, მისი საერთაშორისო სამართლითა და სტრუქტურებით, კოლექტიურმა დასავლეთმა იმავე მსოფლიოს თავზე გადაახია. მათ მოურიდებლად გათელეს ფეხქვეშ საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში შექმნილი ღირებულებები და კანონი უკანონობით, სამართალი უსამართლობით, სიმართლე სიცრუით, ზნეობა უზნეობით ჩაანაცვლეს; დემოკრატიისა და თავისუფლების საზომად ყოვლის ნებადართულობა და გარყვნილება გამოაცხადეს; ყოველივე ბუნებრივს სამკვდროსასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ; მთელ პლანეტაზე ძალმომრეობის კულტის ჩამოყალიბება დაიწყეს და სიბნელის მეუფება შექმნეს. აი, ამ ჯოჯოხეთური პროცესის შეკავება და ალაგმვა დაიწყო რუსეთმა, ამიტომაც ვამბობ: ეს პროცესი არც უკრაინამდე დაიყვანება, არც საქართველომდე და არც რომელიმე გეოგრაფიულ განზომილებამდე. ეს ჭეშმარიტებისა და სიყალბის, სიყვარულისა და სიძულვილის, სიკეთისა და ბოროტების, ანუ, საბოლოოდ, ღვთაებრივისა და სატანურის ჭიდილია. ეს ჭიდილია იმისთვის, რომ კაცობრიობამ ამერიკელების მიერ შეთავაზებული თვითწარწყმედისა და თვითგანადგურების ნაცვლად, თვითგანწმენდისა და თვითგადარჩენის გზით იაროს.

ეს არის ის, რაც ვითარებას უკიდურესად ძაბავს. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნები ბირთვული ტრიადის მონაწილეობით, რომელიც 2022 წლის 19-20 თებერვალს ჩატარდა და რომელსაც სტარტი რუსეთის პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა მისცა, მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა იყო. წვრთნების ფარგლებში წყლიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან გაშვებულმა ყველა რაკეტამ გაანადგურა სამიზნეები. ბალისტიკური რაკეტასინევაგაუშვეს ჩრდილოეთის ფლოტის სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა კრეისერკარელიიდან”, რომელიც ბარენცის ზღვის აკვატორიაში იმყოფებოდა. პუტინთან ერთად, რომელიც წვრთნების მიმდინარეობას კრემლიდან ხელმძღვანელობდა, იმყოფებოდა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

წეღან ვთქვი, სამხედრო წვრთნები ბირთვული ტრიადის მონაწილეობით შთამბეჭდავი სანახაობა იყო-მეთქი, მაგრამ იგი შთამბეჭდავია იქამდე, სანამ წვრთნების ფორმატში მიმდინარეობს და ბირთვული რაკეტები მხოლოდ პირობით სამიზნეებს ანადგურებენ. როგორც კი ეს “თამაში”, რომელსაც სამხედრო წვრთნები ჰქვია, რეალობად იქცევა, ანუ პირობით სამიზნეებს ნამდვილი სამიზნეები (სტრატეგიული ობიექტები, ქალაქები, სახელმწიფოები და კონტინენტები) ჩაანაცვლებენ. სანახაობა შთამბეჭდავის ნაცვლად შემზარავი, ჯოჯოხეთური და აპოკალიფსური შეიქმნება. შთამბეჭდავი სანახაობიდან აპოკალიფსურ რეალობამდე მხოლოდ ნაბიჯია _ ადამიანური უგუნურების, გარყვნილებისა და შეშლილობის ერთი ნაბიჯი.

ბირთვული ტრიადა აბსოლუტური დამანგრეველიცაა და აბსოლუტური შემაკავებელიც. გააჩნია, ვის ხელშია და ვის სამსახურში დგას იგი. ბირთვული იარაღი პირველად ამერიკაში შეიქმნა. ეს მოხდა 1945 წელს, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე (პირველი წარმატებული გამოცდა მოეწყო ნიუ-მექსიკოში 1945 წლის 16 ივლისს). იმავე წლის 6 და 9 აგვისტოს ეს შემზარავი და ყოვლად არაადამიანური იარაღი ამერიკელებმა იაპონიის ორ ქალაქში _ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში მშვიდობიან მოსახლეობაზე გამოსცადეს, რომელსაც იმავე წუთს ორასი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემაკავებელი ფაქტორის არარსებობის ვითარებაში არ არის ძნელი წარმოსადგენი, რა ჯოჯოხეთის მოწყობა შეეძლოთ ამერიკელებს ამ იარაღით მთელი მსოფლიოსთვის. ისინი ვარაუდობდნენ, რომ საბჭოთა კავშირში ბირთვული იარაღის შექმნას 50-იანი წლების მიწურულამდე ვერ შეძლებდნენ. სტალინის დიდი ძალისხმევითა და ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით საბჭოთა მეცნიერებმა შეძლეს საკუთარი ბირთვული იარაღის წარმატებული გამოცდა 1949 წლის 29 აგვისტოს, ანუ მთელი ათი წლით ადრე, ვიდრე ამერიკელები ვარაუდობდნენ. ამ დღიდან იღებს სათავეს გამალებული შეიარაღება, რომელიც საშინელი მოვლენა იყო, მაგრამ ამავე დღიდან იღებს სათავეს ბირთვული პარიტეტის ცნებაც, რაც გამაწონასწორებელი და ყველაზე საიმედო დაცვა იყო ამერიკელთა მსოფლიო ბირთვული ტირანიისგან, რასაც ისინი აუცილებლად გააჩაღებდნენ, რომ არა საპირწონე ძალა, რომელიც გაჩნდა ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი დანარჩენი ბირთვული სახელმწიფოების სახით. თუმცა, მსოფლიოში ჯერჯერობით ორი ზესახელმწიფო არსებობს, რომლებიც სრულყოფილ ბირთვულ ტრიადას (საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო) ფლობენ, რაც აქამდე ქმნიდა გამოუყენებლობის მყარ გარანტიას. რა იქნება დღეიდან, ძნელი სათქმელია, რადგან აშშ ყველა ღონეს ხმარობს ბირთვული იარაღის გამოყენების შემაკავებელი ყველა ხელშეკრულებიდან გამოსასვლელად. ეს პროცესი პრეზიდენტმა ტრამპმა წამოიწყო. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინის მიერ გაკეთებული დიპლომატიური სვლების შედეგად იძულებული შეიქნა, ტრამპის ბირთვული ხულიგნობის გამო მოსალოდნელი მძიმე შედეგები გარკვეულწილად დაერეგულირებინა, მაგრამ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი, რომელსაც ახლა რუსეთი ასეთი კატეგორიულობით აღუდგა წინ, ბირთვულ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებას პერმანენტული ესკალაციისკენ უბიძგებს და ატომური აპოკალიფსის საშიშროებას ზრდის.

ასეთია უმძიმესი ვითარება, რომელშიც ყოველდღიურად ვიძინებთ და ვიღვიძებთ და არ ვიცით, რომელ დაძინებასა და გაღვიძებას შორის დაგვატყდება თავს ჰიროსიმასა და ნაგასაკის უსაშინლესი ტრაგედია, ოღონდ ათასჯერ და მილიონჯერ დიდი მასშტაბით. ყველა ის სახელმწიფო, რომელიც აშშის, ნატოს, ევროკავშირისა და უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების მხარდამჭერად გვევლინება, მიუხედავად იმისა, დიდია თუ პატარა, ამ ჯერარნახული ზოგადსაკაცობრიო ტრაგედიის მოახლოებასა და რეალობად ქცევას უწყობს ხელს, ვინაიდან აშშის დამპყრობლური პოლიტიკა მსოფლიოს თავბრუდამხვევი სისწრაფით მიაქანებს განკითხვის დღის მიმართულებით. ამ უმძიმეს ვითარებაში ვინმე თუ არის მხარდასაჭერი, ეს რუსეთი და მის ირგვლივ გაერთიანებული კეთილი ნების სახელმწიფოებია, ვინაიდან ბირთვული ჯოჯოხეთისგან დედამიწის ხსნა რუსეთის ღვთაებრივი მისიაა.

P. S. სტატია უკვე რედაქციაში იყო გაგზავნილი, როდესაც რუსეთში უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება მიიღეს. პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს პრინციპულად ცვლის უკრაინაში არსებულ ვითარებას, მაგრამ ოდნავადაც ვერ არბილებს დასავლეთთან დაპირისპირებას. შესაძლოა, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვა გლობალური ომის კატასტროფასთან ან პირიქით, ამერიკელებმა იქნებ უფრო ჩქარა აიღონ ხელი რუსეთის საზღვრების მიმართულებით გაფართოების სახიფათო გადაწყვეტილებაზე და ბედს შეურიგდნენ. ნაჩქარევი დასკვნის კეთების აუცილებლობას ვერ ვხედავ. სულ მალე ისედაც ყველაფერი ნათელი იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here