Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ არმია პლაცდარმებს კარგავს აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში

აშშ არმია პლაცდარმებს კარგავს აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში

1675
აშშ არმია პლაცდარმებს კარგავს აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში

აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში ძალას იკრებს აშშისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გეოპოლიტიკური დაპირისპირება. ანტიჩინური საინფორმაციო ზალპი განახორციელეს მიუნხენის საერთაშორისო 56- კონფერენციის ორგანიზატორებმა, რომლებმაც საპროგრამო მოხსენებაშიმსოფლიო დასავლეთის გარეშეპეკინი მსოფლიოზე გავლენის გაფართოებაში დაადანაშაულეს, კერძოდ, მაღალტექნოლოგიურ სექტორში ექსპანსიის გაძლიერებაში, სავაჭრო ომში ამერიკასთან დაპირისპირებაში და აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვების რეგიონში წამყვანი გეოპოლიტიკური როლის ხელში ჩაგდების პრეტენზიულ მცდელობაში.

მალე გაირკვა, რომ ამგვარი პრეტენზიები ფორუმის ორგანიზატორისა და თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის, ინდივიდუალური სურვილისა და ძალისხმევის პროდუქტი კი არა, ვაშინგტონის პოზიციის ჩვეულებრივი რეტრანსლაციაა. ეს დადასტურდა კონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის _ მაიკლ პომპეოსა და პენტაგონის მეთაურის _ მარკ ესპერის ანალოგიური სულისკვეთების გამოსვლებით, რომლებმაც პეკინის მოქმედებაში, მათ შორის, მოსკოვთან დაახლოებაში შენიშნეს ერთგვარი “რევიზიონისტული” დამოკიდებულება არსებული მსოფლიო წესრიგის მიმართ და მისი გარდაქმნის მკრეხელური სურვილი.

ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხუთიოდე წლის წინათ ვაშინგტონელი სტრატეგების ძალისხმევამ, რომლებიც მოწოდებული იყვნენ, კონცეფციურად განემტკიცებინათ 2011 წელს თეთრი სახლის მაშინდელი პატრონის _ ბარაკ ობამას მიერ განცხადებული “წყნარ ოკეანეში დაბრუნების” პოლიტიკა, წარმოშვა “ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის” კონცეფცია. მისი მიზანია, ამერიკულ “აღალს” ჩააბან ინდოეთი ვაშინგტონის მომხრეებთან, უწინარეს ყოვლისა, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიასთან ერთად “აღმოსავლეთ ნატოში” _ ანტიჩინური და, ამასთანავე, ანტირუსული მიმართულების სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში.

2017 წელს რეგიონის შესახებ დებულება შეიტანეს აშშ-ის უშიშროების ეროვნული სტრატეგის ახალ რედაქციაში. პარალელურად ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი _ ჰერბერტ მაკმასტერი შეეცადა, ჩაეთრია დელი ავღანეთის საქმეებში, ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა ინდოეთი და ჩინეთი ექსტრემისტულ დაჯგუფებებს შორის საქმეების გარჩევისას. სასაზღვრო შტატის არუნაჩალ-პრადეშის მოუგვარებელი ტერიტორიული დავის, ასევე, დელის, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის (ASEAN-ის) გაერთიანების “ათეულის” პარტნიორის სტატუსის გათვალისწინებით, აშშ-ს დაგეგმილი ჰქონდა, მნიშვნელოვნად შეეზღუდა პეკინი ინდოეთის გამოყვანით თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციისა და ბრიჩს-ის (ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაში შედის 5 სახელმწიფო: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა) შემადგენლობიდან. სამხრეთაღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაცია კი ვაშინგტონს სჭირდებოდა, რადგან არქიპელაგზე განლაგებული სახელმწიფოები, რომლებიც ამ გაერთიანების წევრები არიან, სხედან ინდოეთწყნარი ოკეანის სატრანსპორტო მარშრუტებზე. მათზე მოდის მსოფლიო სავაჭრო გადაზიდვების დაახლოებით 60 პროცენტი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილია ჩინეთის ნავთობის იმპორტი სპარსეთის ყურის ზონიდან. სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე პეკინის სამხედროსაზღვაო ძლიერების სწრაფი ზრდით შეშფოთებულმა ვაშინგტონელმა სტრატეგებმა გადაწყვიტეს, მხოლოდ თავიანთ მე-7 ფლოტის იმედად არ დარჩენილიყვნენ დააბორიგენებისსახმელეთო მხარდაჭერით გამაგრებულიყვნენ.

ამის განსახორციელებლად კი მაქსიმალურად გამოეყენებინათ რეგიონში არსებული წინააღმდეგობანი, ერთი მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და, მეორე მხრივ, ვიეტნამსა და ფილიპინებს შორის.

მაგრამ ვერ შეძლეს. ინდოეთი განაგრძობს მრავალვექტორულ პოლიტიკაში ლავირებას; არ სურს, ამერიკულ ჰიპოტეტურ უპირატესობას ანაცვალოს ჩინეთთან და მის მოკავშირე პაკისტანთან წინააღმდეგობის მოგვარების კონკრეტული მექანიზმები თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის ფორმატში. 2019 წლის ნოემბერში ბანგკოკში გამართულ ასეანაშშის ფორმატის სამიტზე ამერიკელებს იაღლიში მოუვიდათ: თეთრმა სახლმა პირველი პირების _ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცეპრეზიდენტ მაიკლ პენსის ნაცვლად ტაილანდში გაგზავნა ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მორიგი ახალბედა მრჩეველი რობერტ ბრაიენი. ვარაუდობდნენ, რომ იგი აშშში საპრეზიდენტო არჩევნების სტარტს უნდა ამოფარებოდა და ASEAN-ის მონაწილეებს “38 თუთიყუშსდაჰპირებოდა _ მიეწვია ისინი ვაშინგტონში შინაურ შეხვედრაზე და ჩაეთრია ტრამპის საარჩევნო კამპანიაში, ჩინეთის წინააღმდეგ შეთქმულებაშიუცხო თვალისგარეშე. ბანგკოკის შეხვედრის 10 მონაწილიდან 7-მა, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად მიიჩნიეს, შეხვედრის დონის ასეთი დაკნინების გამო, ბრაიენის შეთავაზება უპასუხოდ დატოვა. სამიტზე გარდა ტაილანდის პრემიერისა, რომელიც სამიტის მასპინძელი იყო, “პირველი პირებით” წარმოდგენილი გახლდათ მხოლოდ ვიეტნამი და ლაოსი, დანარჩენმა ქვეყნებმა საგარეო საქმეთა მინისტრები გაგზავნეს. ასე რომ, ამერიკელი ემისრის მოწოდება დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. სამიტის გამართვის ვადამ გადაიწია, მონაწილეთა შემადგენლობასაც დაეტყო დანაკარგები, თანაც ვაშინგტონისთვის ძალიან მტკივნეულ ფილიპინურ ასპარეზზე, სადაც აშშ-მა ვერა და ვერ შეძლო ფილიპინების ფრიად ექსცენტრიკული პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მოხიბლვა. ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ეს პიროვნება მოსკოვისა და პეკინისკენ შებრუნდა, დაიწყო იარაღის შესყიდვა რუსეთიდან და შეუდგა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის ჩინეთთან დაახლოების კურსის განხორციელებას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის კოდექსის ფორსირებით დასრულების გზით, რომელიც, ვარაუდობენ გაანეიტრალებს რეგიონის ყველა პრობლემას.

ამასაც თავისი წინაისტორია აქვს, რომლის დროსაც აშშ-მა, უკვე მერამდენედ, ვერ დაძლია მისთვის ჩვეული, პათოლოგიურად უხეში ჩარევის სურვილი სხვა ქვეყნების სუვერენული იურისდიქციის საკითხებში. იანვრის დასაწყისში ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომლის ძალითაც აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა იმ ფილიპინელებს, რომლებიც თითქოს ავიწროვებდნენ დუტერტეს მოწინააღმდეგეს, ფილიპინების ყოფილ იუსტიციის მინისტრ ლეილა დე ლიმას. მათ შორის პირველი აღმოჩნდა სენატორი რონალდ დელა როზა, რომელმაც ვერ მიიღო ვიზა. ფილიპინების ლიდერის რეაქცია მყისიერი იყო: ამერიკას “გამოსწორებისთვის” ერთი თვის ვადა მისცა და თავის მოხელეებს აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა. თვითონ უარი თქვა აშშ-ასეანის სამიტში მონაწილეობაზე, რომელიც ბანგკოკში გაიმართა და რომელიც ო’ბრაიენის ფიასკოთი დამთავრდა. შეიქმნა ახალი პრეზიდენტი, რომელიც სხვა ლიდერებსაც დააფიქრებს, აუცილებელია თუ არა მონაწილეობა ასეანის “ათეულში”.

დუტერტემ რუსეთსა და ჩინეთთან დაახლოების პოლიტიკის არსი რუსეთის სააგენტო RT ასე ჩამოუყალიბა: “თქვენ პატივს სცემთ სუვერენიტეტს, ამერიკა კი ჩვენ ვასალურ სახელმწიფოდ განგვიხილავს. ორმოცდაათი წლის განმავლობაში ამერიკა კისერზე გვაჯდა და, სანამ დამოუკიდებლობას მივიღებდით, აქ თავს ისე გრძნობდა, როგორც სამოთხის ბაღში. ჩვენ მას ვებრძოდით. თუ ამერიკამ არ იცის, როგორ მოგვექცეს, რუსეთმა და ჩინეთმა იციან, ისინი პატივს სცემენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ამერიკაზე ამას ვერასოდეს იტყვი, თანაც არა მარტო ფილიპინებთან დაკავშირებით, ამერიკა არასოდეს პატივს არ სცემდა სხვის სუვერენიტეტს”.

ამ ფონზე მოწმენდილ ცაზე ქუხილივით გაისმა ფილიპინების ხელმძღვანელობის ვაშინგტონისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება აშშ-თან დადებული შეთანხმების, Visiting Forces Agreement (VFA) გაწყვეტის შესახებ, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტატუსს ადგენდა, უფრო ზუსტად, ამერიკელი სამხედროების ფილიპინებზე ყოფნის ლეგიტიმაციას ახდენდა. ეს გადაწყვეტილება 11 თებერვალს გადაეცა მანილაში აშშ-ის ელჩის მოადგილეს, რომელიც გააფრთხილეს, რომ, “დიპლომატიური ზრდილობის პრინციპიდან გამომდინარე, დამატებით არ განმარტავენ მოვლენების შემდგომი განვითარების ხასიათს”, ანუ თავიანთ სიტყვას უკან არ წაიღებენ.

ამ სიტუაციას საკმაოდ მწარე დისკუსია მოჰყვა პენტაგონის მეთაურ ესპერსა და ფილიპინების პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენელ სალვადორ პანელოს შორის. ამერიკა სახელს კარგავდა და პრეზიდენტი ტრამპი იძულებული იყო, შეეწყვიტა ეს დისკუსია. მან განაცხადა, რომ ეთანხმება მანილის გადაწყვეტილებას, რადგან ნახსენები შეთანხმების დენონსაციით ფილიპინებს ფულის უზარმაზარი რაოდენობა დაეკარგება.

დაკარგავენ ერთგან _ იპოვნიან სხვაგან. ანტიამერიკული დემარშის პარალელურად ფილიპინებმა ჩინეთისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ჯერ კიდევ შუა დეკემბერში მადრიდშიაზიაევროპისფორუმის მსვლელობისას ჩინეთისა და ფილიპინების დიპლომატიების ხელმძღვანელები ვან და თეოდორო ლოქსინი ერთმანეთს შეხვდნენ და ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ მანილისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკის სექტორში, ასევე სხვა სამომავლო საკითხებში.

ვინ დარჩა მოგებული? რეგიონში არსებული წინააღმდეგობანი ამჯერად აშშ-ის გარეშე მოგვარდება. მანილას ამერიკის დახმარება აღარ სჭირდება. ფილიპინები ამით სხვა სახელმწიფოებს კარგ მაგალითს აძლევს. მანილის გადაწყვეტილება, ამერიკის ჯარის ნაწილები გააძევოს თავისი ტერიტორიიდან, იმოქმედებს ძალების ბალანსზე როგორც რეგიონში, ასევე “ათეულის” სხვა წევრების განწყობაზე.

დუტერტე წინამორბედებთან შედარებით გაცილებით აქტიურად და შედეგიანად იცავს თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უცხოელთა მოძალებისგან.

აშშ კარგავს პოზიციებს, თუმცა ცდილობს, შეინარჩუნოს კმაყოფილი გამომეტყველება ცუდი თამაშის დროს. ტრამპი ტელევიზიაში “ნამუშევარი” კაცია, იცის სახის “დაყენება”, მაგრამ ამჯერად წაგებულ საქმეს არ შველის.

P.S. ერთი რამ ყველასთვის ცხადია: ამერიკელებთანჩახუტებამაშინ, როცა ისინი ერთმანეთის მიყოლებით კარგავენმეგობრებს”, როცა მათ სამხედროებს ქვეყნები რიგრიგობით კარს უკეტავენ, თითის ქნევით შეახსენებენ, რას ნიშნავს ჭეშმარიტი სუვერენიტეტი და დემოკრატია, სულაც არ არის აუცილებელი, ფეხის წვერებზე აიწიო, ტუჩებში აკოცო და სიყვარული შეჰფიცო: “მე შენი ვარ, შენ _ ჩემი!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here