მთავარი საქართველო “აღმაშენებლის გამზირზე 30-40 ახალგაზრდა სპორტსმენი ივლის, კრიმინალები აუცილებლად დატოვებენ ქვეყანას”

“აღმაშენებლის გამზირზე 30-40 ახალგაზრდა სპორტსმენი ივლის, კრიმინალები აუცილებლად დატოვებენ ქვეყანას”

8192
გააზიარეთ

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „სახალხო პატრულის“ შექმნის იდეა საემიგრაციო პოლიციის დახმარებაა.

როგორც მან „საქართველო და მსოფლიოსთან“ განაცხადა, საქართველოს საემიგრაციო პოლიცია მკვდარი სტრუქტურაა და დაკისრებული  მოვალეობის შესრულებას ვერ ახერხებს.

 „სახალხო პატრულის“ ინსტიტუტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს. მათი მთავარი საქმიანობა უკანონო მიგრაციის და კრიმინალ მიგრანტთა  წინააღმდეგ ბრძოლაა, რომლებიც ევროპის ქუჩებში თარეშობენ.  სამწუხაროდ, საქართველოშიც ანალოგიური პრობლემა  გვაქვს და ჩვენ საემიგრაციო პოლიციის ნიშანთვისებებს შევითავსებთ.

საემიგრაციო პოლიცია საქართველოში არსებობს, მაგრამ ის არ მუშაობს. ფაქტობრივად ეს მკვდარი სტრუქტურაა და შედეგიც არავის უნახავს“,-განაცხადა ბრეგაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ „სახალხო პატრულის“ მთავარი საქმიანობა საზოგადოების დაცვაა უცხოელი ტერორისტებისა და კრიმინალებისგან.

„გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარმა „საომარმა მოქმედებებმა“ დაგვანახა, რომ სამართალდამცავი ორგანოები და შესაბამისი სტრუქტურები უცხოელი ტერორისტებისგან და კრიმინალებისგან მოსახლეობას ვერ იცავენ.

 ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოება დაუცველია და უცხოელი მიგრანტების საფარქვეშ კრიმინალები შემოდიან, რომლებიც ქვეყანას საშიშროებას უქმნიან.

„სახალხო პატრულის“ ძირითადი ფუნქცია უცხოელების მიერ კანონდარღვევის გამოვლენა და სამართალდამცველებისთვის გადაცემა იქნება. აქ ძირითადად საუბარია აფრიკელ მიგრანტებზე რომლებიც უკონტროლოდ შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე და არალეგალურად არიან საქარეთველოს ტერიტორიაზე.

ისინი კრიმინალურ  საქმიანობას ეწევიან, ისეთს როგორიც არის ნარკოვაჭრობა, ტრეფიკინგი პროსტიტუცია. ჩვენს პატრულს ექნება დემონსტრაციული ფუნქცია ეს იქნება პრევენციის ფუნქცია.

 ვთქვათ, აღმაშენებლის გამზირზე ივლის 30-40 ახალგაზრდა სპორტსმენი,  კარგად შემოსილი, კულტურული, ზრდილობიანი ვაჟკაცი,  ეს რა თქმა უნდა ყველა კრიმინალის მიმართ პრევენცია იქნება რომლებიც საქართველოში  არიან შემოსული და რა თქმა უნდა ისინი შეშინდებიან და ან დატოვებენ ქვეყანას ან შეწყვეტენ კრიმინალურ სქმინობას“,-განაცხადა ბრეგაძემ.

გააზიარეთ

4 COMMENTS

  1. ისინი შეშინდებიან და ან დატოვებენ ქვეყანას ან შეწყვეტენ კრიმინალურ სქმინობას“….ან უბრალოდ მოერიდებიან მათ და სხვა მყუდრო ადგილს იპოვნიან..ადრე ასეთ ჯგუფებს “დრუჟენიკები” ერქვათ და წითელი ბაბთებით დადიოდნენ
    არაფრის მომტანი და არაქურდული პონტი იყო…

  2. თუ ქართველი არ დადგა თავის სიმაღლეზე, დავკარგავთ ქვეყანას სამუდამოდ.ეს, ევროპაში მიღებულია,ვეღარ იგერიებს კრიმინალს ომების შედეგად გაუბედურებული სამყარო.ასეთი ჯგუფები მისასალმებელია შეიქმნას საქართველოს ნებისმიერ საზღვრებზე, რამეთუ ,საქართველო რთულ გეოგრაფიულ სივრცეში იმყოფება.მხოლოდ, არ უნდა გაიფუჭონ იმიჯი და ფაქტები აფიქსირონ.არ უნდა იძალადონ.ჩვენ გვაქვს მხედრიონის მაგალითი,როცა პატრიოტული ორგანიზაცია კრიმინალურად
    ჩამოყალიბდა.თუ არა ქართველი, ვერავინ გადაარჩენს შენს სამშობლოს.

  3. მხოლოდ აფრიკელები რატომ?! მათზე მეტი სხვა ეროვნების ხალხითაა გავსებული საქართველო და ამას აღმაშენებლის და რუსთაველლის ქუჩებში სპორტსმენების სიარული ვერ უშველის სამწუხაროდ. სხვა, უფრო სერიოზული ზომებია მისაღები სახელმწიფოს მიერ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here