Home რუბრიკები პოლიტიკა აღდგომა და ხვალეო

აღდგომა და ხვალეო

3878
აღდგომა და ხვალეო

წერილზე მუშაობის დაწყების წინ მთელი ინტერნეტი გადავქექე და აღმოვაჩინე, რომ კაცობრიობის ისტორიამ ანტიკური ხანიდან დღემდე პანდემიის სულ 5 შემთხვევა იცის, რომლებმაც, ჯამში, ლამის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი გაანადგურა. მათი დასახელებების ქრონოლოგიურ ჩამოთვლას თუ დავიწყებთ, ესენია:

ე.წ. ყვავილი, რომელიც, სპეციალისტთა აზრით, რამდენიმე ათასი წლის წინათ გაჩნდა და რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. მე-18 საუკუნის ევროპაში წელიწადში 400 ათასი ადამიანი სწორედ ამ დაავადებით კვდებოდა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეს დაავადება განადგურებულად 1980 წელს სცნო.

ანტონინის ჭირი (მეცნიერთა აზრით, ჩუტყვავილა), რომელმაც მრავალი ათასი ადამიანის სცოცხლე შეიწირა. მათ შორის რომის იმპერატორიც, რომელიც 169 წელს გარდაიცვალა და ამ ეპიდემიის სახელიც მისი გვარიდან, ანტონიუსიდან მომდინარეობს…

იუსტინიანეს ჭირი. წარმოიდგინეთ ეპიდემია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანს აავადებს და დღეში 5000-მდე ადამიანს კლავს. ბიზანტიისთვის ეს ჯოჯოხეთი რეალობა იყო. იუსტინიანეს ჭირი მსოფლიოში პირველი დადასტურებული ეპიდემიაა, რომელიც ევროპაში ეგვიპტის მარცვლეულის გადამზიდ გემებზე მოხვედრილი დაავადებული ვირთხებისგან გავრცელდა. შემთხვევა პირველად ეგვიპტეში 541 წელს აღინიშნა. 542-ში იუსტინიანეს ჭირით ადამიანები უკვე ჩრდილოეთ ინგლისშიც კვდებოდნენ. პანდემიის სახელი იუსტინიანე პირველს უკავშირდება, რომელიც იმ პერიოდში ბიზანტიის იმპერატორი იყო. ისიც დაავადდა, თუმცა შეძლო გამოჯანმრთელება. წყაროების თანახმად, იუსტინიანეს ჭირს 25 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიოს იმჟამინდელი მოსახლეობის დაახლოებით 13% ემსხვერპლა. ამ, რიგით მესამე ეპიდემიაზე ასე დაწვრილებით იმიტომ ვწერ, რომ ეს კერპთაყვანისმცემელთადროინდელი ეპიდემიები კი არა, მართლმადიდებელთა აღზევების პერიოდია, როდესაც ქრისტიანობა განყოფელი მართლმადიდებელი ეკლესია იყო და, მიუხედავად ხსენებული “იუსტინიანეს ჭირისა” (რომელსაც ვერც საქართველო აიცდენდა), მართლმადიდებელ ეკლესიას კარი არ ჩაუკეტავს. ეს ყველაფერი 1050 წლის ე.წ. დიდ სქიზმამდე იყო, როდესაც მართლმადიდებლობას ვატიკანის პაპიზმი გამოეყო (მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით, პაპიზმი ერესია) და ბიზანტიის იმპერია იყო მართლმადიდებლობის დამცველი თავის დიდებულ დედაქალაქ კონსტანტინოპოლითა და აიასოფიას ტაძრით, სადაც იყო მსოფლიო პატრირქის რეზიდენცია და არა ისე, როგორც დღეს _ აშშ-ოსმალეთის აგენტი, თურქეთის მოქალაქე, ბართოლომეოსი რომ იჩემებს მსოფლიო პატრიარქობას თურქთაგან მიტაცებულ და სტამბულად “მონათლულ” კონსტანტინოპოლში.

რიგით მეოთხე, შავ ჭირად წოდებული ეპიდემია, ზემოხსენებული დიდი სქიზმის (განხეთქილების) შემდეგ დაატყდა თავს მსოფლიოს _ XIV საუკუნის შუა წლებში შავმა ჭირმა მსოფლიოს სვლა შეცვალა. ისტორიაში ერთ-ერთმა ძალიან სახიფათო პანდემიამ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 25% იმსხვერპლა. დაავადება ცენტრალურ აზიაში გაჩნდა და აბრეშუმის გზის გავლით 1343 წელს ყირიმში ჩააღწია. იქიდან, სავარაუდოდ, სავაჭრო გემების მეშვეობით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსა და ევროპაშიც გავრცელდა. ეპიდემიის პერიოდში ევროპელთა რაოდენობა განახევრდა, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობა 457-დან 350 მილიონამდე შემცირდა. რელიგიური ფანატიკოსები ებრაელებს, უცხოელებს, პილიგრიმებს, აგრეთვე, კეთროვანებსა და სხვა დაავადების მქონეთ აბრალებდნენ შავი ჭირის გავრცელებას და ევროპის მასშტაბით მათ მასობრივად ხოცავდნენ. დაავადების შედარებით მცირე აფეთქებები ევროპაში მე-18 საუკუნემდე გრძელდებოდა, აშშ-ში _ 1908 წლამდე. 2017 წლის ოქტომბერში მადაგასკარზე შავი ჭირით დაავადებული ათასობით ადამიანიდან 170 გარდაიცვალა. არც მაშინ დაუხურავთ ეკლესია-მონასტრები…

კორონოვირუსამდე ბოლო პანდემია ესპანური გრიპის სახელით შევიდა კაცობრიობის ისტორიაში _ ეს იყო გრიპის ყველაზე მასშტაბური პანდემია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა. ამ დაავადებით დაახლოებით 550 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 29,5% დასნეულდა და მან უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა. გრიპის წარმოშობის ზუსტი ადგილი გარკვეული არ არის, თუმცა პირველი აფეთქება ესპანეთში მოხდა. სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც. 1918 წელს ესპანეთში ამ გრიპით 8 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული, ანუ მოსახლეობის 39%. სატრანსპორტო საშუალებების განვითარების ხარჯზე (მატარებლები, გემები) დაავადება ძალიან სწრაფად გავრცელდა. ზოგ ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სკოლები, უნივერსიტეტები, ეკლესიები, თეატრები თუ კინოთეატრები მთელი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. საერთო ჯამში, ესპანური გრიპისგან 41,4 მლნ ადამიანი გარდაიცვალა, რაც იმ დროს მსოფლიო მოსახლეობის 2,8% შეადგენს, თუმცა ეს რიცხვი ზუსტი არ არის, რადგან რამდენიმე ქვეყნის მონაცემები უცნობია.

საქართველოს ისტორიაში ივანე ჯავახიშვილობაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ, საყველპურო ცოდნიდან გამომდინარე, არსად წამიკითხავს, რომ იმ “ზოგიერთი” ქვეყნის სიაში, რომლებშიც ესპანური გრიპის გამო ეკლესიები დახურეს, საქართველოს დედაეკლესია შედიოდა, ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კარი თავისი ორათასწლოვან ისტორიში არავის და არასდროს ჩაუკეტავს.

დღეს კი რა ხდება: რელიგიური დღესასწაულების სიმრავლისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების უპირველესი და უბრწყინვალესი დღესასწაულის, იესო მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის, მოახლოების ჟამს იერუსალიმის მაცხოვრის ეკლესიის კარი 20 საუკუნის განმავლობაში პირველადაა დაკეტილი. დაკეტილია იმ ტაძრის კარი, რომლისგანაც, სულ რაღაც, 300 მეტრის დაშორებით მაცხოვრის საფლავიდან სასწაულებრივ ცეცხლი უნდა გადმოვიდეს.

როგორც ამბობენ, შეუძლებელია უფლისა გზანის შეცნობა და მომიტევოს უფალმა, თუ ვცოდავ ამ შეკითხვით _ ამ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქვეყნის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა უარი თქვეს სააღდგომო ლიტანიის ჩატარებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უფალზე მეტად კორონოვირუსის ეშინიათ და მრევლსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, მაინც გავხდებით მოწმენი ცეცხლის სასწაულებრივი გარდამოსვლისა?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ვერ მოდრიკეს, წინასააღდგომო წირვა-ლოცვაც მიმდინარეობს, ზეთის ცხებაც და ვერც ზიარების წესი შეაცვლევინეს (ერთჯერად კოვზებს ვგულისხმობ) იდიოტური საბაბით _ საზიარებო ღვინით შეიძლება ვირუსის გადადება. მედიცინის გარდა ღმერთიც ხომ არსებობს და, აქედან გამომდინარე, რწმენაც?!

ხომ არსებობს სასწაული, რომელსაც ყოველ წელიწადს ვხედავთ _ ნაკურთხი წყალი _ აიაზმა არ ფუჭდება, გემოს არ იცვლის, რატომ? მეცნიერებამ დღემდე ვერ გასცა პასუხი ამ “უბრალო” შეკითხვას. ასევეა ზიარებაც _ ბარძიმიდან ერთი კოვზით ღვინოს კი არა, ქრისტეს სისხლს სვამენ და ამიტომ გამორიცხულია, ქრისტეს სისხლში ბაქტერიის არსებობა!

ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ის ცოცხალი წმინდანია, რომელსაც ვერაფრით ათქმევინეს მრევლისთვის, აღდგომის ღამეს ტაძარში არ მიხვიდეთო. თუმცა არც იმას ამბობს, აუცილებლად მოდითო. ანუ, კომენდანტის საათის მიუხედავად, მრევლი საკუთარი რწმენიდან გამომდინარე, მივა ან არა და დარწმუნებული ვარ, მიმსვლელი, ანუ ღვთის მოშიში მეტი იქნება, ვიდრე კომენდანტის საათის მოშიში და, აბა, ჰე, პრემიერო, სპეცრაზმი მიუსიეთ აღდგომას ღამენათევ მრევლს!

ახლა წერილზე მუშაობისას მეგობარმა მაცნობა, რომ პატრიარქთან მოსალაპარაკებლად შესული იყო მთავრობა და ამირან გამყრელიძე. ბატონმა ამირანმა საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვა. ამირან გამყრელიძის (რომლის მადლიერია ქართველი ხალხი) ეს დუმილი ის დუმილია, რომელიც, მუხრანის ლექსს თუ მოვიშველიებთ, რეკავს! პატრიარქი ჯერჯერობით ვერ “გატეხეს”. ჯერჯერობით, რადგანაც დამთავრდასაიდუმლო სერობა”, რომლის მონაწილებმა განაცხადეს, რომ პატრიარქი საბოლოო სიტყვას დიდ ხუთშაბათს იტყვის. ყველა შემთხვევაში, ჩემი აზრით, პატრიარქი არამც და არამც არ და ვერ მოუწოდებს მრევლს, აღდგომის ღამეს ტაძრებში არ მიხვიდეთო. ვერ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატრიარქი დაემსგავსება რომის პაპს, რომელიც მარტო იდგა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე და ატარებდა საღვთო ლიტურგიას.

რომის პაპისგან განსხვავებით, რომის პაპის ამ სასაცილო სურათის ქართული ვარიანტი პატრიარქის ავტორიტეტს დიდად დააზიანებს. დიახ, განსხვავებით რომის პაპისგან, რადგან, მარტო ილოცებს თუ გუნდთან ერთად, დასაკარგი ბევრიც არაფერი აქვს, რადგან დასავლეთის კონსერვატიულ წრეებში ფრანცისკე, დიდი ხანია, შემჩნეულია ლგბტ-თა მიმართ, სულ ცოტა, ლოიალურ დამოკიდებულებაში, რომ არაფერი ვთქვათ ერთი და იმავე სქესი პირთა შორის ქორწინებაზე, რომელთა ჯვრისწერის საიდუმლო რიტუალის აღსრულება რიგი ქვეყნების კათოლიკურ ეკლესიებში ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ…

კორონოვირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ის იმ ყველაფრის თავშია, რასაც მართლმადიდებლობასთან დასავლელი ნეოლიბერალების ბრძოლა ჰქვია და რომ პანდემიას მართლმადიდებლობასთან საბრძოლველად იყენებენ.

თუნდაც საქართველოს მაგალითზე განვიხილოთ, რომ ეს ასეა და არა ჩემი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი _ ვინ ითხოვს ზიარების წესის შეცვლას და აღდგომის დღესასწაულისთვის ტაძრების დაკეტვას? _ დასავლეთის მდიდარი ნეოლიბერასტების მიერ გულუხვად დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობოები, სახალხო დამცველი, ე.წ. ტუალეტის მწერლები _ დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ერეკლე დეისაძე და ა.შ., აგრეთვე, ევროსაქები, ნაცები და ცალკეული “ექსპერტ-პოლიტოლოგები”, საპატრიარქოში შეგზავნილი ე.წ. გავლენის აგენტები და სამშობლოს სხვა გამყიდველები.

აი, რა ძალა ებრძვის რამდენიმე პატიოსან მეუფესა და ჩვენს კათოლიკოსპატრიარქს, რომელსაც ვუსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და დიდ ხუთშაბათს, როგორც ყოველთვის, ბრძნული გადაწყვეტილების გამოცხადებას.

ისე, მე ჩემი ვთქვი და აწი თქვენი გადასაწყვეტია, ძვირფასო მკითხველო, მიხვალთ თუ არა ტაძარში აღდგომის ღამეს.

აღდგომა და ხვალეო.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. Gaixaret batono David am realuri situaciis amsaxvelii statiistvis, mraval agdgomas bednierebita da sixarulit shexvedrodit. Davlocav chvenl shesanishnav patriarqs,janmrtelobad da didxans sicocxles vusurveb. Bednierebaa aseti sulieri winamdzgoli rom gvkvavs.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here