მთავარი მსოფლიო “აფრიკა ლაბორატორია არ არის!” _ ეტო’ომ და დროგბამ საკადრისი პასუხი გასცეს რასისტ...

“აფრიკა ლაბორატორია არ არის!” _ ეტო’ომ და დროგბამ საკადრისი პასუხი გასცეს რასისტ მეცნიერებს

788
გააზიარეთ
ეტო’ო

ტელარხ LCI -ის ეთერში  ფრანგმა მეცნიერებმა _ ჟან-პოლ მირამ და  ჯანმრთელობის დაცვის საფრანგეთის ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტის  დირექტორმა კამილ ლეხტმა კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულოზის ვაქცინა  “ბე-ცე-ჟე”-ს აფრიკაში გამოყენებაზე ისაუბრეს. მათ წინადადება წამოაყენეს, აღნიშნული ვაქცინა აფრიკის მოსახლეობაზე გამოეცადათ და ეფექტის შემთხვევაში გადმოეტანათ თავისთან. ფრანგ მეცნიერებს სახელგანთქმულმა ფეხბურთელებმა _ კამერუნელმა სამუელ ეტო’ომ და კოტ დ’იუვარელმა დიდიე დროგბამ საკადრისი პასუხი გასცეს. ფეხბურთელების აზრით, ფრანგი მეცნიერების განცხადება რასისტული და დამცინავია.

დიდიე დროგბამ ასე უპასუხა ფრანგ მეცნიერებს: “ვერ გამიგია, რატომ ვითმენთ ამას. გაუგებარია, რატომ უნდა გამოვცადოთ ვაქცინა აფრიკელ ხალხზე. აფრიკა არ არის ლაბორატორია! უნდა დაიგმოს რასისტული, დამამცირებელი და აგდებული სიტყვები აფრიკელი ხალხის მიმართ. დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ აფრიკა და აფრიკელი ხალხი, შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება, რაც მსოფლიოს პრობლემაა. ნუ გადააქცევთ აფრიკელებს საცდელ ზღვის გოჭებად!”

დიდიე დროგბა
დიდიე დროგბა

ეტო’ომ კი ფრანგ მეცნიერებს ძუკნისშვილები უწოდა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა: “თქვენ ნეხვი ხართ, აფრიკა თქვენი სათამაშო ადგილი არის!”.

ფრანგ მეცნიერებს თურქეთში მოთამაშე სენეგალელი ფეხბურთელი დემბა ბაც გამოეხმაურა: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დასავლეთში, სადაც თეთრკანიანი ადამიანები ფიქრობენ, რომ ჩვენზე აღმატებულნი არიან. აქ რასიზმი ჩვეულებრივი ამბავია. გამოფხიზლების დროა!”

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here