Home სხვადასხვა დაიჯესტი ასობით ქალმა შიშველი მკერდით ჩაიარა ნიუ-იორკში

ასობით ქალმა შიშველი მკერდით ჩაიარა ნიუ-იორკში

2130
ასობით ქალმა შიშველი მკერდით ჩაიარა ნიუ-იორკში

აუ, რა კარგი დღე არის, აუ, რამდენი ქალია!” _ წამოსცდებოდა იოსებ გრიშაშვილს, ეს რომ დაენახა, მაგრამ ვერ მოესწრო. 26 აგვისტოს გაიმართა ტოპლესით, ანუ შიშველი მკერდით სიარულის დღე. აქვთ ასეთი აღლუმი დასავლეთში. დიდი ამბავი!

სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს შარვალგამოხეულთა ყოველდღიურობა, რომელსაც ჩვენს კალენდრებში წითელი ფერით არ აღვნიშნავთ, არც ვზეიმობთ, არც რაღაც განსაკუთრებულ დემოკრატიულ აქციად არ მიგვაჩნია, რადგან… ასეთია ჩვენი ყოველდღიურობა. აი, ამერიკაში კი ტოპლეს დღის აღლუმში ასობით ქალი გამოვიდა და… რამდენიმე კაცი.

ეგეც პრაიდაღლუმია.

ჩვენთან ჯერჯერობით მხოლოდ შიშველი ჭიპების ეტაპი დავძლიეთ.

ქალთა ჭიპებზეა ლაპარაკი.

ასობით ქალმა შიშველი მკერდით ჩაიარა ნიუ-იორკში

ქალთა ტიპებში არც აგერიოთ, ანუ ერთ დროს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებელი გამოცდების ტრადიციულ თემაში “ქალთა ტიპები “ვეფხისტყაოსანში”.

“ვეფხისტყაოსანს” დღეს ნეობოლშევიკები არ კითხულობენ, რადგან ნეოლიბერალურ პრინციპებს არ ესადაგება.

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ “ქალთა ტიპები “ვეფხისტყაოსანში” შიშველი მკერდით?

სიგიჟეა!

ჰო და აქ დავსვათ წერტილი და, მკითხველმა რაიმე გადახრაში ბრალი რომ არ დაგვდოს, ნიუ-იორკის პრაიდაღლუმს დავუბრუნდეთ.

იმ ღონისძიების მონაწილე ქალბატონებმა და, უბრალოდ, ქალებმა საჯაროდ გამოფენილი ძუძუებით ნიუ-იორკის ქუჩებში სერიოზული პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად ჩაიდინეს ეს. მოითხოვეს, რომ საზოგადოებრიობამ ქალის შიშველი მკერდი აღიქვას ისევე, როგორც მამაკაცის ბანჯგვლიანი მკერდ-მუცელი, როგორც თვითონ ამბობენ, “ობიექტურობის გარეშე”.

რას ნიშნავს ეს “ობიექტურობის გარეშე”, ვერ გეტყვით, რადგან ჩვენი გონება ძლივს ჩასწვდა “კოკა-კოლას” შაქრის გარეშე ვარიანტს, მაგრამ ქალის მკერდის წარმოდგენა ქალის გარეშე ზეფილოსოფია, ანუ პედერასტობაა, ხოლო ვინც ასეთი არის, მას დემონსტრაციებით დაჯერება არ სჭირდება.

ასობით ქალმა შიშველი მკერდით ჩაიარა ნიუ-იორკში

დემონსტრანტი ქალები აღშფოთებული ყოფილან თურმე იმით, რომ მამაკაცს შეუძლია, თავისუფლად გაისეირნოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში “ზედა ტანსაცმლის” გარეშე, ფოტოსურათებიც კი გადაიღოს, და მას არავინ დასწამებს საზოგადოებრივი მორალის დარღვევას. ამასთანავე, “ნახევრად შიშველი მამაკაცი ნაკლებად რისკავს, რომ იქნას გაუპატიურებული”(?!).

რას არ გაიგონებ “ოღონდ ითქვას” ვარიანტში!

აღლუმის მონაწილე ნახევრადშიშველი ქალები მოითხოვდნენ თავიანთვისაც ასეთ უფლებებსა და შესაძლებლობებს.

ზოგიერთი აქტივისტი ქალი ბიუსტჰალტერის აუცილებლად ტარების წინააღმდეგაც გამოდის.

უშლის კი ვინმე ხელს?!

აკონტროლებს ვინმე?!

დაუსჯიათ უბიუსტჰალტეროები?!

არა!

მაგრამ აღლუმში მონაწილე კაცებმა თავიანთი აღშფოთებული მეგობრების მოთხოვნის მხარდასაჭერად იმ აღლუმზე ბიუსტჰალტერებით მკერდდამშვენებულებმა ჩაიარეს.

ონანისტები!

მაგრამ რას მოსთხოვ, პრაიდის წევრები არიან.

ნეოლიბერალები!

“აღლუმი მიმართულია საზოგადოების გაუმჯობესებისკენ კანონების შეცვლისა და მსოფლმხედველობის შეცვლის საშუალებით, ასევე, ინფორმაციის გაცვლის გზით იმის თაობაზე, თუ როგორ უწყობს ხელს სექსისტური ორმაგი სტანდარტები ობიექტივაციასა(!) და გაუპატიურების კულტურას (!), _ ციტირებს Daily Star-ი აქციის ორგანიზატორებს, _ ჩვენ ქალის გაშიშვლების ნორმალიზებას ვახდენთ და ამით ვადასტურებთ, რომ ქალის მკერდი და, საერთოდ, ქალის სხეული მხოლოდ სექსუალური ობიექტები არ არის”.

ამგვარი აღლუმი პირველად არ გამართულა. მაგალითად, შარშან ანალოგიური ღონისძიება გაიმართა კალიფორნიაში. წლეულს კი, მაისში, ფრანგმა ფემინისტებმა პარიზში მოაწყვეს აქცია “მამაკაცები ძალადობის წინააღმდეგ” და ამ მიზნით გაიშიშვლეს მკერდი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here