მთავარი მსოფლიო “არ გვსურს, ზემოდან გვითითებდნენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ”

“არ გვსურს, ზემოდან გვითითებდნენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ”

487
გააზიარეთ
“არ გვსურს, ზემოდან გვითითებდნენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ”

ფული არასოდეს ყოფილა უნგრეთისთვის პრიორიტეტი”, _ განაცხადა ვიშეგრადის ოთხეულის ონლაინშეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა Interia.plისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამასთანავე, უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ კარგია, როცა ფული გაქვს, მაგრამ არ შეიძლება, ყველაფერი ფულს დაუმორჩილო.

“ფული _ ეს ის არ არის, რისთვისაც ვიბრძვით, ჩვენთვის პრიორიტეტი არის ეროვნული სუვერენიტეტი. ჩვენ არ გვინდა, გვითითებდნენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. არ გვინდა, ათასობით მიგრანტი ჩამოვიდეს ჩვენთან. მეორე პრიორიტეტი არის ოჯახი. გენდერული საკითხები ჩვენი საქმე არ არის. მესამე პრიორიტეტია საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სამუშაოთი”, _ თქვა ორბანმა და დასძინა, რომ, თუ ევროკავშირი მიაახლოებს უნგრეთს ამ მიზნებთან, ქვეყანა მოხარული იქნება კავშირის წევრობით.

“ჩვენ (პოლონეთი და უნგრეთი) ჩვენს ადგილს ვხედავთ ევროკავშირში, ოღონდ ეროვნული სუვერენიტეტით. ასეთია ჩვენი მიდგომა”, _ ხაზი გაუსვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა.

პოლონეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტი და ამით გამოხატეს უთანხმოება ფინანსური სახსრების გამოყოფის დაკავშირებაზე კანონის უზენაესობის დაცვასთან.

პოლონეთი და უნგრეთი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი ერევა კავშირის წევრი ქვეყნების საშინაო საქმეებში და ცდილობს, თავს მოახვიოს ის ფასეულობები, რომლებიც მიუღებელია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here