მთავარი პოლიტიკა არჩევნების შედეგი _ “ქაჯების შერწყვნა” და ნეხვი ფრანგულად

არჩევნების შედეგი _ “ქაჯების შერწყვნა” და ნეხვი ფრანგულად

1144
გააზიარეთ
სალომე ზურაბიშვილი

მკითხველი, ალბათ, არ დამძრახავს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თემურ ბაბლუანის გენიალური კინოფილმიბეღურების გადაფრენაგამახსენდა. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ თვითონ ბაბლუანი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რიგებში იყო და მეორე _ ამ ფილმის მთავარი გმირი ფინალურ სცენაში დასცინის მეორე გმირს, რომელიც მანამდე მატარებელში თავისიპარიზული თავგადასავლებითტრაბახობდა. “აბა, ნეხვი როგორ არის ფრანგულად?!” _ ამ სიტყვებით ეირონიება იგი გალახულ მოქიშპეს. დაახლოებით იგივე სცენა წარმომიდგა თვალწინ, თუკი გალახულშიქართული ოცნების”, ხოლო გამლახავშინაციონალური მოძრაობისსაარჩევნო შტაბებს ვიგულისხმებთ.

რა თქმა უნდა, ყველას გაგახსენდებათ, როგორ ტრაბახობდა ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი რჩეული კანდიდატი არის “ფრანგული განათლების, ფრანგული კულტურისა და ევროპული ღირებულებების ქალბატონი”. ვერასოდეს მივხვდები, რატომ მიაჩნდა ეს მას ან ვინმეს არჩევნების უპირობოდ მოგების გარანტიად. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი “კოზირი” პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერა იყო, სხვა დადებითი ამ ქალბატონს არაფერი ჰქონდა და, მას მართლა დამოუკიდებლად რომ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, დარწმუნებული ვარ, 2 პროცენტს ვერ ასცდებოდა.

აქვე ცოტა წინ “გავიქცევი” და ვიკითხავ _ “ქართული ოცნების” ბოსები ჩასვრილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატუქსული ბავშვებივით რომ ფშლუკუნებდნენ ბრიფინგზე: საზოგადოებისგან მივიღეთ სიგნალი და ვხვდებით, მწარედ შევცდით. მეორე ტურში გვერდით დაგვიდექით და აწი ასე აღარ მოვიქცევითო. მინდა, მათ ვკითხო: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თქვენთვის სიგნალი? თუ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც გაინაღდეთ, გაანალიზებას და, თქვენი შეფის არ იყოს, “ჩაანალიზება”-”ჩაჭიდებებს” შეეშვით? არხეინად იგრძენით თავი? რატომ არ გაიაზრეთ, რის ხარჯზე მიიღეთ 2016 წელს ეგ საკონსტიტუციო უმრავლესობა? მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში მეორე ტური რომ დაგიჯდათ ნაცებთან და, ძლივს რომ გაათრიეთ თქვენი კანდიდატები, ეგ არ იყო სიგნალი? თუ მაინცდამაინც გაბმულიპიპინპიპინიგინდოდათ, რომ გამოფხიზლებულიყავით?

პირდაპირ უნდა გითხრათ: არც გაბედოთ ამ ყველაფერში ხალხის დადანაშაულება! ეს უკვე საბოლოო კატასტროფას გამოწვევს და შეიძლება ხალხმა საბოლოოდ კი ინანოს, რომ თავისი უმოქმედობით ნაცები დააბრუნა და ეს, დიდი ალბათობით, ასეც იქნება, მაგრამ პაუხისმგებლობა ასეთ შედეგზე მაინც თქვენ დაგეკისრებათ.

ნაცების დაბრუნების შედეგად უკანალში “დუბინკაგაყრილი” თუ ნაწამები და უსამართლოდ დაპატიმრებული თითოეული მოქალაქის ცოდვა მაინც თქვენზე იქნება, რაც უნდა მათი ბრალი იყოს ნაცების მობრუნება. თქვენ, როგორც ხელისუფება, პასუხისმგებელი ხართ ამ ყოველივეზე. შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ უბიძგებთ საზოგადოებას ასეთისუიციდისკენ”. როგორც ინდივიდი, ადამიანი შეიძლება გამოიყვანოს ვინმემ ან რაიმემ წყობიდან, აღარ დაფიქრდეს ის მოსალოდნელ შედეგებზე და თავის მოკვლა სცადოს, აი, სწორედ ასეთ დღეში ჩააგდეთ თქვენ ქართველი საზოგადოება და ეს საზოგადოება დღეს ნაცებისთვის მობრუნების შანსის მიცემით სწორედ საკუთართვითმკვლელობის მცდელობასგამოხატავს, ხოლო ბრალითვითმკვლელობამდე მიყვანაშიაუცილებლად თქვენ წარგედგინებათ, პატივცემულოოცნებისხელისუფლებავ!

შეცდომები? რა ვიცი, ამას შეცდომები ჰქვია თუ სრული იდიოტიზმი, მაგრამ ისინი თქვენ მართლა ბევრი დაუშვით.

* ვის და საიდან მოაფიქრდა 2016 წლის საპარლამენტო გამსვლელ სიაში ამდენი ნაგვის ჩაყრა?! მთავარი “გოლი საკუთარ კარში”, რა თქმა უნდა, მრავალ პარტიაზე გადახტუნებულ-გადამხტარი ზაზა გაბუნია იყო. ამ ტანსაცმლიანად კარიერისტ ვირთხას, ხალხისთვის სასტიკად მიუღებელ და ოდიოზურ პერსონას პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერად და “სახედ” რომ შემომთავაზებ, მაპატიე და, ამის მერე რატომ გაქვს იმედი, რომ მე, ჩვეულებრივი მოკვდავი, მხარდამჭერი, მაინც გვერდით დაგიდგები?

* ან რატომ ჩაწერე პარლამენტის გამსვლელ სიაში ის სრულიად გაუგებარი დედაკაცების ჯგუფი, რომლებიც მაშინ, როდესაც შენი ერთგული ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ომობდა რეჟიმთან, სადღაც უცხოეთში თბილად ჩაყუჟულები ელოდნენ, ვინ გაიმარჯვებდა და, თუ მიშა მოიგებდა 2012-ში, მაშინ მიშას ბუდეში კარიერის ასაწყობად ემზადებოდნენ. “ირაკლი კობახიძის დაქალობა” ნუთუ საკმარისი წინაპირობაა იმისთვის, რომ ხალხის წარმომადგენელი გახდე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში?

* ან კიდევ ლაშა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ისევ რომ გამოჩნდა და “ოცნების” ერთ-ერთი მთავარი მედიაპროექტი “პოსტივი” ჩაიბარა, ეს რას უნდა ნიშნავდეს? ეგ ის ლაშა ნაცვლიშვილი არ არის, საქართველომ რომ შეიტყო, ბიძინას მილიონი მოუტეხა და გაქრაო? ეგ ის ლაშა ნაცვლიშვილი არ არის, გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან გადადგომაზე განცხადებაც რომ არ გაუკეთებია და ისე “დაიკარგა”? ეგ ის ლაშა ნაცვლიშვილი არ არის, ბიძინას უახლოესი გარემოცვის წევრებმა ქვეყანას რომ მოსდეს, გენერალურ პროკურატურაში არსებული ყველა სისხლის სამართლის საქმე ბობოლა ნაცების წინააღმდეგ რაც იყო აღძრული, ლაშა ნაცვლიშვილმა მოსპო და გაანადგურაო? იმასაც ეჭვობდნენ, ნაცებისგანაც აქვს ფული აღებულიო. ახლა ეს კაცი “ოცნების”, ფაქტობრივად, მთავარ “პიარშიკად” გვევლინება შალვა რამიშვილთან ერთად. რატომ?

უამრავი ასეთის გახსენება და დაწერა შეიძლება, მაგრამ, ალბათ, ამას მთელი გაზეთიც არ ეყოფა, ამიტომ ისევ პრეზიდენტის არჩევნებს დავუბრუნდეთ და მიპასუხეთ: რატომ შემოგვტენეთ (დიახ, შემოგვტენეთ!) სავარაუდო კანდიდატებიდან ყველაზე უღირსი, ყველაზე მიუღებელი, ხალხისთვის ყველაზე აუტანელი და ყევლაზე დაბალრეიტინგიანი სალომე ზურაბიშვილი?

“ქართულო ოცნებავ”, გვიპასუხე, როდემდე გინდათ, თქვენგან შემოთავაზებული რომელიმე კანდიდატისთვის ან პარლამენტში გამსვლელი სიისთვის, ან თქვენი მაჟორიტარებისთვის ხმის მიცემის ერთადერთი არგუმენტი იყოს _ “აბა, უკანალში ხელკეტი გინდათ?”

კარგი, უკანალში ხელკეტები არ გვინდა, მაგრამ თქვენ რას გვთავაზობთ?

იმას, რომ თქვენი ჯიუტი და ამპარტავანი მილიარდერი “ბელადის” მძევლები ვიყოთ და მისი ყველა ხუშტური დავაკმაყოფილოთ? ამ რეჟიმში უნდა ვიცხოვროთ? და როდემდე?

2013-ში გიორგი მარგველაშვილის არჩევისას წამოგყევით ამ ხუშტურში და ბატონი “პლასტელინი” 62 პროცენტით ავირჩიეთ! მართალია, ახალა ამ თვითდაჯერებულმა ტუტუცმა ამაყად განაცხადა “მე მაშინ ავიღე 62 პროცენტი, როცა ადმინისტრაციულ რესურსს ნაციონალები ფლობდნენო”, მაგრამ შენც ხომ იცი, ბატონო ბიძინა, და ჩვენც, რომ ეს კაცი სალომე ზურაბიშვილზე გაცილებით უარესად შერცხვებოდა დღეს, როდესაც ხალხმა უკვე, გიორგის ან სალომეს კი არა, პირადად შენი ნდობა დაკარგა!

კარგი, ეს გავიარეთ და თვითონ ნახე, ბატონო ბიძინა, ამ ახირებამ რა შედეგებიც მოგვიტანა. ნუთუ ვერ გაიაზრე, რომ იაფფასიანი მლიქვნელობით, _ “პელე ხარ!” არიფივით შეგაბა მარგველამ?

ადექი და დავით ნარმანია აიჩემე. აი, მანდ უკვე იყო პირველი “სიგნალი”! სულ რაღაც, ორი წლის დამარცხებულ ნაცებთან დედაქალაქის მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად მეორე ტური დაგჭირდათ. თანაც ვისთან? სრულიად ოდიოზურ კანდიდატ ნიკა მელიასთან.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე ვახსენე, თუმცა მეტი სიმძაფრისთვის ერთ კონკრეტულ მაგალითს დავამატებ: ჩემს უბანში, მაგალითად, მეორე ტური გაიმართა “ოცნების” წარმომადგენელ მორაგბე ირაკლი აბუსერიძესა და ცნობილ “ნაც-ზონდერ” გიორგი ონიანს შორის. ონიანი ამჟამად პატიმარია და უკვე სასამართლოს მიერაც აქვს მისჯილი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის და პატიმრების ცემა-წამებისთვის. მაშინ კი იგი გირაოთი იყო გამოშვებული და საპარლამენტო არჩევნებში ნაცების სახელით მონაწილეობდა. აი, ასეთ პერსონასთან გამარჯვებისთვის რომ მეორე ტური დაგჭირდება, უნდა იყოს თუ არა ეს შენთვის სიგნალი, რომ ძალიან ცუდად მიდის საქმე და რომ არასწორ კანდიდატებს აყენებ და სთავზობ ხალხს? ირაკლი აბუსერიძის, როგორც პიროვნების, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და იგი ჩვენი ქვეყნის საამაყო სპორტსმენია, მაგრამ თუნდაც ეს სპორტსმენების, მორაგბეების, ფეხბურთელების და სხვათა პარლამენტში ასე უაზროდ შეყრა რასპორტია”?!

შედეგი? შედეგი სწორედ ისაა, რაც ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე წამოსცდა კიდეც _ საპარალამენტო გუნდს რომ გადავხედე, აღმოვაჩინე, რომ თითქმის არც ერთი ნორმალური სპიკერი არ მყავს, რომლებსაც შეუძლიათ გამოვიდნენ და რამე თქვან გამართულად, მოწინააღმდეგეს ღირსეული და სწორი ოპონირება გაუწიონო.

დიახ! არც კახა კალაძეს ვერჩი არაფერს, როგორც პიროვნებას და სპორტსმენს, მაგრამ დღეს “ქართული ოცნების” სახელით განცხადებების უმეტესობას რომ ეს კაცი აკეთებს და ბრიფიგნების უმეტესობასაც სწორედ ფეხბურთელი კალაძე მართავს, “ოცნების” არანაკლებ კრახსა და კატასტროფაზე მიუთითებს. კახა კალაძეზე უფრო წიგნიერი, განათლებული, ინტელექტუალი და გამოცდილი სპიკერი რომ არ გეყოლება გუნდში, მერე სავალალო შედეგები აღარ უნდა გაგიკვირდეს.

გამოსავალი? გამოსავალი, ვფიქრობ, ასეთია: ვინაიდან ქართველმა ხალხმა მკვეთრად გამოხატა, რომ არ სურს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო მეორე ტურში დაბალი აქტივობა უპირობოდ ნაცების მობრუნებას ნიშნავს, “ქართულმა ოცნებამუნდა იმუშაოს საგანგებო რეჟიმში და გამოაცხადოს, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია ხმის მიცემა დიქტატურისა და მანიაკიზმის წინააღმდეგ! სამაგიეროდ, უნდა გამოცხადდეს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, “ქართული ოცნებისგუნდი ყველა მის ხელთ არსებულ იურიდიულ ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში 2019 წლის გაზაფხულზევე დაინიშნოს რიგგარეშე როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები, სადაცოცნებაკანდიდატებსა და სიას წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებით და არაბელადისახირებით!

ამ გზით, სულ რაღაც, 5-6 თვეს მოგვიწევს არსებული ნაგვის ატანა და შემდგომ “ქართული ოცნების” რიგები დაიწმინდება. ასეთი დაპირებით, დარწმუნებული ვარ, ხალხი აუცილებლად გამოვა არჩევნებზე და მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობა 60-65 პრცენტამდე აიწევს, რაც “ნაცების” დამარცხების უპირობო გარანტიაა!

თუ არადა, მაშინ გამოდის, რომ ქართულ პოლიტიკაში “ქაჯების შერწყვნის” პროცესი გრძელდება და ეს უკვე რა შედეგებამდე მიგვიყვანს არც კაცმა იცის, არც “ნაცმა” და, მით უმეტეს, არც “ქოცმა”!

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here