მთავარი საზოგადოება არჩევნებისთვის მზადება დაიწყო: უფრთხილდით უზნეო ადამიანებს!

არჩევნებისთვის მზადება დაიწყო: უფრთხილდით უზნეო ადამიანებს!

1022
გააზიარეთ
არჩევნები

რამდენიმე დღეა, რაც პარტიების კოორდინატორებმა უბანუბან დაიწყეს სიარული. გაგაჩერებენ ქუჩაში გამოსულს და შეგეკითხებიან _ ვის აძლევთ ხმას? რა გვეშველება, თქვენი აზრით? ჩემი აზრით, არაფერი გვეშველება, სანამ ასეთი კოორდინატორაგიტატორების .. ინსტიტუტი არ მოიშლება, რადგან ისინი თავიანთი გაზეპირებული შეკითხვებით და პრიმიტიული პროპაგანდით მხოლოდ აღიზიანებენ ადამიანებს და არჩევნებში მონაწილეობის ყოველგვარ სურვილს უკარგავენ.

ჩემ ნებასა და უფლებაზე ასეთი ძალადობა არჩევნებისადმი ნდობას მიკარგავს, რადგან აშიშვლებს ჩვენში მოქმედი პარტიებისა თუ თვითმარქვია დაჯგუფებების ერთადერთ მიზანსა და მისწრაფებას _ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ხალხზე, მისი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ფიქრობს ვინმე? ამაზე ჩემს თვალსაზრისს გავუზიარებსაქართველო და მსოფლიოსმკითხველებს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ცირკში მომთვინიერებლები გარეული ცხოველების (ლომების, ვეფხვებისა და სხვ.) მოსათვინიერებლად არჩევენ ისეთ ლეკვებს, ბოკვერებს, რომლებსაც არ აქვთ გასინჯული ცოცხალი არსების სისხლი, რადგან ცოცხალი ხორცისა და სისხლის გასინჯვის შემდეგ მათ მოთვინიერებას ვერ შეძლებენ; არავინ იცის, როდის გაიღვიძებს ცხოველში გენური ინსტინქტი და როდის დაგლეჯს მომთვინიერებელს.

ასევეა ადამიანებშიც: როცა ადამიანები არჩევანს აკეთებენ, აუცილებელია, კარგად შეისწავლონ კანდიდატის წარსული _ ვინ იყვნენ მისი მშობლები, რა გარემოში აღიზარდა, სად შეიძინა ცოდნა და, რაც მთავარია, რა საქმიანობას ეწეოდა. მაგალითად: ის ადამიანი, რომელიც 10 კგ ყურძნიდან 100 ლიტრ ღვინოს ამზადებდა; ან ადამიანი, რომელიც 5 ლიტრი რძიდან 3 კგ ყველს ამოიყვანდა; ან ადამიანი ვექილი, რომელიც 100 000 ლარს (ან, მით უმეტეს, აშშ დოლარს) იღებდა ბრალდებულის დაცვაში და, საერთოდ, მრავალ დანაშაულში მხილებული ადამიანები როგორც არ შეიძლება ავირჩიოთ პარლამენტში, მთავრობაში ან დაინიშნონ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე არ შეიძლება არჩევით ან თანამდებობებზე ვიხილოთ ცრუმეცნიერები ან მათი თანამოაზრეები.

არ შეიძლება არჩევნებში მივაღებინოთ მონაწილეობა იმ პარტიას, რომელიც სამეურნეო საქმიანობიდან არ იქნება სათავედადებული. პარტია უნდა არსებობდეს მხოლოდ საწევროების ხარჯზე.

მომავალში ყველა ის ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, რომელთა მოგება 3%-ს გადააჭარბებს. მათ შორის _ ბანკები, რომელთა შემწეობით იქმნება ეკონომიკური კრიზისებისთვის ნოყიერი ნიადაგი _ პროდუქციის შეუქმნელად იღებენ უდიდეს მოგებას. ამის ნათელი მაგალითია “ლიბერთი” ბანკის მიერ პენსიონერებისთვის ავანსად გაცემული პენსიები.

წინათ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც რყვნიდნენ ახალგაზრდობას _ ასწავლიდნენ ქურდობას, ბოზობას, ქრთამის აღებას, დასმენა-მიყურადებას, უფროსის რჩევის, საერთოდ სიბრძნის, უარყოფას, გამდიდრების იოლი გზით ცხოვრებას, ხალხის ჩაგვრას, დაცინვას, უპატივცემულობას, სიყვარულის უგულებელყოფას… ეძახდნენ უზნეოებს.

ძალიან გთხოვთ, გადახედეთ თქვენს წარსულს _ რამდენჯერ დაგიშვიათ შეცდომა და, მოსყიდვით ან ლაყბობით გაბრუებულებს, ხმა მიგიციათ უზნეოებისთვის.

უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი მშობლების, თქვენი ბაბუებისა და ბებიების, ნათესავების, ჩვენი სამშობლოს და, რაც მთავარია, თქვენი შვილების, ჯიშისა და ჯილაგის გადასარჩენად იყავით ფხიზლად _ ნუ გაიმეორებთ ძველ შეცდომებს. იცოდეთ, ყველა ის ბანკი, რომლის მოგება 1-2%-ზე მეტია, და ყველა ის პარტია, რომლებიც არ არის წარმოქმნილი სამეურნეო საქმიანობიდან და არ ცხოვრობს საწევროების ხარჯზე, არის უზნეოთა ინკუბატორი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მათი რიგებიდან ვინმეს მაინც აირჩევთ, მაშინ თქვენი დევიზი იქნება: გაუმარჯოს XXI საუკუნის უზნეოთა ბუდეს _ საქართველოს პარლამენტს!

ევგენი უშვერიძე,

შპს საკონსტრუქტორო საწარმო გაერთიანება-69-ის გენერალური დირექტორი, უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა

აკადემიის აკადემიკოსი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here