მთავარი დაიჯესტი “არსებობს ორად ორი ქვეყანა, სადაც პუტინმა შეიძლება აშშ-ს სირიის გამო პასუხი გასცეს:...

“არსებობს ორად ორი ქვეყანა, სადაც პუტინმა შეიძლება აშშ-ს სირიის გამო პასუხი გასცეს: უკრაინა და საქართველო”

გააზიარეთ
“საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი: ირაკლი გოგავა

“საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ორად ორი ქვეყანა არსებობს, სადაც შეიძლება პუტინმა აშშ-ს სირიის გამო პასუხი გასცეს და ეს ქვეყნები არის საქართველო და უკრაინა. ანალიტიკურ თოქ-შოუ “პანორამაში”გოგავამ 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გაიხსენა, რასაც მისივე თქმით,  რუსეთის საქართველოში შემოჭრაზე ისაუბრა.


“2008 წლის დასაწყისში დასავლეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. მე გახლდით იმ დღეს ბელგრადში და მშვენივრად ვნახე სერბი ხალხის რეაქცია, როდესაც დაწვეს მაკდონალდსი, მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ ამერიკის საელჩოს და სერიოზული ანტიდასავლური ისტერია იყო ქალაქში. კოსოვოს აღიარებით მოხდა რუსეთის იგნორირება საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ საკითხში, როგორიც არის ქვეყნების  ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ურღვევობის პრინციპი. რუსეთმა ასიმეტრიული პასუხა გასცა აფხაზეთში , სადაც საქართველოს მთავრობა ჩქარი გარბენით შევარდა დაგებულ ხაფანგში . ამას მოყვა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რუსეთის პასუხები, რეაქციები ამერიკის ანტირუსულ ქმედებებზე არის საკმაოდ შეზღუდული. რომ გადავავლოთ თვალი პოლიტიკურ რუქას, არსებობს ორი ქვეყანა, სადაც მათ შეუძლიათ პასუხი გასცენ. ეს არის ამერიკის მოკავშირეებად მოაზრებული საქართველო და უკრაინა”,-განაცხადა ირაკლი გოგავამ.

ის სიტუაციიდან გამოსავლის გზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსთვის საუკეთესო ვარიანტი მშვიდად ყოფნა და ეკონომიკის განვითარებაზე ფოკუსირება იქნება.

“ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას საქართველომ? რუსებს აქვთ გამოთქმა – ниже травы тише воды … წყნარად უნდა ვიჯდეთ და არ უნდა ვიყოთ პოლიტიკურად ანგაჟირებული , ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ფოკუსი ეკონომიკაზე. ეს არის საქართველოს გზა”- განაცხადა ირაკლი გოგავამ.

 

 

2 COMMENTS

    • სამაჩაბლო არ ვიცი, მაგრამ აფხაზეთი მხოლოდ ოცნებად დაგვრჩება, და ამაში ლომის წვლილი ჩვენს ყოფილ მთავრობებს მიუძღვის. როგორ გგონიათ, ლანძღვითა და გინებით დავიბრუნებთ ჩვენს ულამაზესს კუთხეებს? არა! საქართველოს, როგორ ც გარე მტერი ჰყავს ბევრი, ასევე შიდაც, რომლებიც მიზანმიმართულად აღიზიანებენ რუსეთს, რათა მუდმივ კონფრონტაციაში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა. სანამ რუსეთთან არ დალაგდება ურთიერთობები, ამაზე ოცნებაც კი ზედმეტია, სამწუხაროდ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here