მთავარი პოლიტიკა არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ ჩამოიხსნა ნიღაბი ამერიკის ელჩმა?

არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ ჩამოიხსნა ნიღაბი ამერიკის ელჩმა?

2051
გააზიარეთ
კელი დეგნანი

საქინფორმის მთავარი რედაქტორი მიმართავს აშშის ელჩს საქართველოში, ვინაიდან მიაჩნია, რომ დემოკრატიის მსოფლიო ექსპორტიორი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელი მას აუცილებლად უპასუხებს.

 ქალბატონო კელი დეგნან!

რასაც ახლა გკითხავთ, საქართველოში ამას, ჩემ გარდა, ვერავინ გაბედავს. განა იმიტომ, რომ თქვენთან კითხვები არ აქვთ. უბრალოდ, ყველა, ვისთანაც თბილისში ურთიერთობთ, ასე თუ ისე, ვაშინგტონზეა დამოკიდებული, ამიტომ, საშინლად ეშინიათ თქვენი – ერთი წინდაუხედავი სიტყვა და ბრიყვის კარიერა სამუდამოდ დასრულდება! მაგრამ ჩემთვის უზენაესი თავისუფლებაა, რომლის ქანდაკებაც მთელ მსოფლიოს ანათებს (Statue of Liberty Enlightening the World). ამაში ჩვენ ვგავართ – 1 სექტემბერს ვაზიანში ამერიკელი მედესანტეების საჩვენებელ წვრთნებზე თქვენ იმდენად თავისუფალი განცხადება გააკეთეთ, ვაშინგტონში რომ გაეგოთ, საქართველოდან გამოგვიწვევდნენ!*

ბევრი თქვენი ნაბიჯი, ქალბატონო კელი, ჩემთვის ამოცანად რჩება. მაგალითად, რატომ ამთხვევთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებს საბჭოთა კავშირში საყვარელ დღესასწაულებს? საქართველოში ხსნით ნატოს სამხედრო წვრთნებს “ღირსეული პარტნიორი – 2020” («Noblepartner – 2020») 1 სექტემბერს, როდესაც საბჭოთა ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, ხოლო ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს აიძულეთ საქართველოს ხელისუფლება, ხელი მოეწერა უპრეცედენტო შეთანხმებაზე გაერთიანებულ ოპოზიციასთან და შეეცვალა საქართველოს კონსტიტუცია …

თქვენ რომ ეს განცხადება, ქალბატონო კელი, ამერიკის დროშისგან შეკერილ ნიღაბში გაგეკეთებინათ, რომელშიც ყველგან ჩნდებით პანდემიის დაწყების შემდეგ, ვიფიქრებდი, რომ ნიღბის ქვეშ იღიმებით, ანუ ხუმრობთ! მაგრამ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე რატომღაც, ნიღაბი პირველად მოიხსენით და ყველამ დაინახა – აშშ-ის ელჩი აბსოლუტურად სერიოზულად ლაპარაკობს. თქვენ განაცხადეთ შემდეგი: ”რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე, ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ არის დაცული არჩევნებში მათი ჩარევისგან! ამის მაგალითია ის, რაც მოხდა აშშ–ში რამდენიმე წლის წინ. ამიტომ, ქვეყანამ და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საარჩევნო სისტემა მათი გავლენისგან დაიცვას”.

თავდაპირველად ყურებს არ დავუჯერე და ჩანაწერი რამდენჯერმე მოვისმინე … გამოდის, აშშ-ის ელჩი საქართველოში ამტკიცებს, რომ 2016 წლის 8 ნოემბერს აშშ-ის 58-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა რუსეთის ფედერაციის გავლენის გამოისობით და დონალდ ტრამპი კრემლის ჩარევის წყალობით გახდა აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი?! აშშ-ს ელჩი ამტკიცებს ამას, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლომ 2020 წლის 30 ივლისს დახურა საქმე რუსეთის წინააღმდეგ დემოკრატიული პარტიის სარჩელთან დაკავშირებით, რომელმაც დაადანაშაულა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი, WikiLeaks- ი და რუსეთი შეთქმულებასა და დემოკრატების ფოსტის ჰაკერულ გატეხვაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით?! (იქნებ აშშ-ის ელჩმა არ იცის ამის შესახებ, მაშინ ინგლისურ ენაზე წაიკითხეთ სასამართლო დადგენილების დედანი). გამოდის, რომ აშშ-ის ელჩი საკუთარი ინიციატივით აგრძელებს აშშ-ის ისტორიაში უპრეცედენტო, 4–წლიან სამარცხვინო კამპანიას, როდესაც ცილი დასწამეს თავად აშშ-ის პრეზიდენტს?!

არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ ჩამოიხსნა ნიღაბი ამერიკის ელჩმა?

შემდგომ თქვენ აკეთებთ არანაკლებ იდუმალ და წინააღმდეგობრივ განცხადებას: ”ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს სხვა პარტნიორები ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს ხალხის ცნობიერების ასამაღლებლად, რათა მათ (მოქალაქეებმა – რედ.) შეძლონ (ამოიცნონ -რედ.) და მიხვდნენ – რა არის დეზინფორმაცია და ტყუილი! პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან მოსახლეობას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს ოქტომბრის არჩევნების შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილება დაშინების გარეშე”.

აქაც ჩნდება რამდენიმე კითხვა, მაგალითად:

რატომ უწინ არაფერი ვიცოდით აშშისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების პროგრამების შესახებ ქართველი ხალხის ცნობიერებაზე ზემოქმედების შესახებ და ამის შესახებ მხოლოდ დღეს აშშ ელჩის განცხადებიდან შეიტყვეთ?!

ხომ არ წარმოადგენს ეს პროგრამები უხეშ ჩარევას სახელმწიფოს საშინაო საქმეებში?

ხომ არ არის ეს პროგრამები უკანონო, მოქალაქეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით?

ხომ არ წარმოადგენს ეს პროგრამები უცხოურ პროპაგანდასა და უცხოურ ჩარევას არჩევნებში, თუ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს მხოლოდ რუსულრბილ ძალასდაჰიბრიდულ ომს“?!

ვინ ახორციელებს ამ პროგრამებსლუგარის ლაბორატორია, ტელეკომპანიამთავარი არხი“, პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობათუ სხვები? რატომ არ გამოცხადდა ტენდერი ამ დიდბიუჯეტიან პროგრამებზე, იქნებ საქინფორმს რომელიმე მათგანი მოეგო?

დაასახელეთ თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ეს პროგრამები დაეხმარა ქართველ ხალხს რუსული დეზინფორმაციისა და სიცრუის გამომჟღავნებაში, რადგან თქვენ გარდა ეს არავინ იცის. ნუთუ არ გაინტერესებთსად მიდის ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული?

როგორ შეიძლება დაევალოს პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობის პოლიტგანათლება, როდესაც პოლიტიკური პარტიები ეღთმანეთთან ბრძოლაში თავად ახდენენ მოსახლეობის დეზინფორმირებას ფანტასტიკური ფეიკებით?! განა მთელ მსოფლიოში მოსახლეობის ინფორმირება მედიის (და არა პოლიტიკური პარტიების!) პრეროგატივა არ არის?

მოუთმენლად ველი თქვენს პასუხებს დასმულ კითხვებზე, პატივისცემით

საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 7 სექტემბერი

საქართველო, თბილისი

http://saqinform.ge/

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here