მთავარი დაიჯესტი არის კი დასავლეთში ე.წ. დამოუკიდებელი პრესა?

არის კი დასავლეთში ე.წ. დამოუკიდებელი პრესა?

დასრულდა “გლობალიზაცია სოროსის სახელმძღვანელოების მიხედვით”

544
გააზიარეთ
ტრამპი

ბრიტანეთის ფინანსური ჟურნალისტიკის ფლაგმანი Financial Timesის ექსპერტები მიკროეკონომიკური პარამეტრებითა და საფინანსო მონაცემების გაანალიზების დიდოსტატები არიან, პოლიტიკაზე კი იმ შემთხვევაში წერენ, როცა, რედაქციის აზრით, კონკრეტულმა პოლიტიკურმა სიახლემ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თითოეული ბანკირის, ბიზნესმენის, ტრეიდერისა თუ ფინანსისტის ცხოვრებაზე.

Financial Times -მა სწორედ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე დღის წინათ, როდესაც დაწერა, რომ “დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა სურთ”. თუმცა არაფერი უთქვამს, როგორ აპირებენ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები იმ მსოფლიო წესრიგის დემონტაჟს (ბრიტანული პრესის ვერსიით), რომელსაც აშშ-ის პოლიტიკური ელიტის რამდენიმე თაობა ქმნიდა.

ახლა კი ვიმსჯელოთ საკითხზე, არის თუ არა დასავლეთში .. დამოუკიდებელი პრესა და ექსპერტთა თანამეგობრობა.

Financial Times -ის სტატიის პარალელურად, თითქმის სინქრონულად, სპეციალურმა პოლიტიკურმა პორტალმა Politico-მ გამოაქვეყნა მასალა სათაურით _ “ტრამპის მიერ პუტინისკენ გადადგმული შემხვედრი ნაბიჯი განამტკიცებს ახალ მსოფლიო წესრიგს”, მასში წერია თითქმის იგივე, რაც ტექსტში “ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის” შესახებ. მასალაში მთავარ გმირებად კვლავ ფიგურირებენ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი, რომლებმაც არა მხოლოდ ამერიკული მსოფლიო წესრიგის დემონტაჟი შეძლეს (უკვე ამერიკელი ჟურნალისტების ვერსიით), არამედ შექმნეს რაღაც ახალი, რომელიც ძალიან არ მოსწონს ამერიკელი ექსპერტების თანამეგობრობას. ამ ორი მასალის გამოქვეყნებისთანავე, საზოგადოებამ იხილა გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის Brookings Institution-ის, ანალოგიური შინაარსის ალარმისტელი (შემაშფოთებელი, საგანგაშო) მოხსენებაც.

ჟურნალ The Economist-ის შეფასებით, Brookings Institution -ი აშშ-ში ყველაზე პრესტიჟული ანალიტიკური ცენტრია და, როდესაც პატივსაცემი სტრუქტურა აქვეყნებს მასალას სათაურით: გავანადგუროთ მსოფლიოს ლიბერალური წესრიგი. ტრამპი, პუტინი და საფრთხეში მყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი”, ბევრს უჩნდება ეჭვი, რომ დასავლურ მედიურ და ექსპერტულ საზოგადოებაში აქტიურად იყენებენ ე.წ. დახურულ დირექტივებს, “ტექნიკურ დავალებებს”, რომლებსაც ადგენს ისეთი გავლენიანი პირი, რომ მის გამოყენებაზე უარს ვერავინ ამბობს. სურათის კიდევ უფრო ნათლად წარმოსაჩენად შეიძლება გავიხსენიოთ მსოფლიო პრესის რამდენიმე მასალა: ძირის გამოთხრის ოსტატები: ტრამპსა და პუტინს განზრახული აქვთ არსებული მსოფლიო წესრიგის დანგრევა _ ეს არის კანადის წამყვანი გაზეთის _ Globe and mail-ის სტატიის სათაური. “ტრამპი მსოფლიო წესრიგის რეორგანიზაციას ცდილობს” _ იუწყება ბრიტანული The Guardian-ი, მაგრამ ტექსტში საყვედურებია გამოთქმული, როგორც ტრამპის, ისე პუტინის მიმართ.

სიის გაგრძელება შეიძლება, განსაკუთრებით, თუ მასში ჩავრთავთ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც თეზისი მსოფლიოს წესრიგის განადგურებისა და მისი ანტილიბერალური მსოფლიო წესრიგით შეცვლის შესახებ სათაურში კი არ არის გამოტანილი, არამედ, უბრალოდ ციტირებულია ან მოხსენიებული სტატიის ტექსტში ან სიუჟეტებში ისეთი ტელეკომპანიებისა, როგორიც არის სიენენ”-.

ამერიკული პოლიტიკური ელიტის ძალიან გავლენიანი სეგმენტი შეუპოვრად იყენებს თითქმის ყველა მედიურ თუ საექსპერტო რესურსს და ცდილობს დასავლურ აუდიტორიამდე მიიტანოს გარკვეული აზრი, რომელიც პუტინისა და ტრამპის მძაფრიმხილებებისგამო ზენაციონალურ ელიტას ეგზისტენციურ შიშს ჰგვრის.

პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის მიმართ წაყენებული ბრალდებებიდან შეიძლება საინტერესო მოზაიკა ავაწყოთ “მტკივნეული წერტილებისა”, რომლებზეც დაჭერა გავლენიანი მედიასაშუალებებისა და საექსპერტო ცენტრების ასეთ ნეგატიურ რეაქციას იწვევს. მაგალითად, მათ ძალიან აშფოთებთ ის ფაქტი, რომ ზემოჩამოთვლილი ლიდერები მხარს უჭერენ შეუზღუდავ ნაციონალურ სუვერენიტეტს, არადა, “მსოფლიო წესრიგი”, რომლის დემონტაჟსაც ეწევიან, ნებისმიერი სახელმწიფოს შეზღუდულ სუვერენიტეტს ითვალისწინებს, მათ შორის, აშშ-ის. უფრო მეტიც, სახელმწიფოების სუვერენიტეტი იზღუდებოდა და იზღუდება არა მხოლოდ რაღაც საერთაშორისო შეთანხმებებით, ან გაეროს გადაწყვეტილებებით, არამედ გავლენიანი არაკომერციული ორგანიზაციების არავისგან არჩეულ ხელმძღვანელთა კოჰორტის, ჯორჯ სოროსის მსგავსი პოლიტიკური აქტივისტოლიგარქების მიერ, აგრეთვე, ისეთი სტრუქტურების მიერ, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი _ ჩამოთვლილთაგან ყველას შეეძლო და ახლაც შეუძლია სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა, და მათთვის ხელის შეშლის მცდელობის შემთხვევაში ქვეყნებსა ან კონკრეტულ პოლიტიკოსებსცივილიზებული სამყაროსჩარჩოებს მიღმა ტოვებდნენ _ ასეთ შემთხვევაში ისინი განწირული იყვნენფერადი რევოლუციების ან ფიზიკური განადგურებისთვის”. პუტინს, ტრამპსა და სი ძინპიანს, აგრეთვე, ადანაშაულებენ პოლიტიკურ რეალიზმში.

ძველი მსოფლიო წესრიგის მომხრეებისთვის მნიშვნელოვანია თავი იგრძნონ ზენაციონალური პოლიტიკური გავლენის ყველაზე ძლიერ ჯგუფად. საკმარისია ნახოთ ჯორჯ სოროსის, ჰილარი კლინტონისა და თვით ბილ გეიტსის გამოსვლების იდეოლოგიური “შიგთავსი”, რომ მწვავედ იგრძნობთ მათ სურვილს, თავი დააყენონ არა მხოლოდ ზენაციონალურ ელიტაზე მაღლა, არამედ იყვნენ “პროგრესორების” რაღაც კასტა, რომელიც რკინის ხელით წაიყვანს არაგონიერ ხალხებს საყოველთაო ბედნიერებისკენ ლიბერალური “პროგრესორების” ხელმძღვანელობით, რომელთა იდეოლოგიაშიც, სინამდვილეში, არაფერი აღარ დარჩა ნამდვილი ლიბერალიზმისგან.

როდესაც ტრამპი ან პუტინი საჯაროდ ლაპარაკობენ ისეთი ფენომენის არსებობაზე, როგორიც არისნაციონალური ინტერესებიდა მზადყოფნაზე, მოლაპარაკებები გამართონ მათთან, ვისთანაც აქვთ იდეოლოგიური განსხვავება, ისინი ანგრევენ სწორედ ამპროგრესორულჩარჩოს, რომელშიც მოაქციეს მსოფლიოს პოლიტიკური სისტემა ცივი ომის დასრულების შემდეგ.

განრისხებული “პროგრესორების” ტექსტებში გვხვდება მწარე საყვედურები აშშ-ის პრეზიდენტისადმი, რომელმაც თავისი მოქმედებებით ყველას დაანახვა, რომ მსოფლიოს ნეოლიბერალური წესრიგი ჩაფლავდა მის სამშობლოშიც კი _ ვაშინგტონში.

სხვათა შორის, პრაგმატული ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ ლიბერალურ-პროგრესორული მსოფლიო წესრიგის აღსასრულს. 16 ივლისის ჰელსინკის შეხვედრამდე პროფესორი ჰალ ბრენდსი (სააგენტო “ბლუმბერგის” კოლუმნიტი და ავტორი შესანიშნავი წიგნისა “ამერიკული სტრატეგია ტრამპის ეპოქაში”) ნაღვლიანად ამბობდა:

ამერიკული სტრატეგიის ახალი მიზანი არ იქნება კონკურენტი დიდი სახელმწიფოების ინტეგრაცია მსოფლიო გლობალურ წესრიგში. მიზანი იქნება დაცვა არსებული საერთაშორისო სისტემისა, წარმატებულის, მაგრამ არასრულყოფილის. ამ დასკვნის გათვითცნობიერება რთულია, იმიტომ, რომ სრულიად ეწინააღდეგება იმ ოპტიმიზმს, რომელიც დამახასიათებელი იყო იმ ეპოქისთვის, რომელიც დადგა ცივი ომის დასრულების შემდეგ”.

დასკვნა მართლაც მწარეა, მაგრამ არა მათთვის, ვისაც ძალიან მოსწონს “გლობალიზაცია სოროსის სახელმძღვანელოების მიხედვით” ან “ისტორიის დასასრული ფკუიამას მიხედვით”, დანარჩენი დედამიწელებისთვის ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია. ისტორიის დასასრული, რომელზეც ბევრს ჩაგვჩიჩინებდნენ, დასრულდა მხოლოდ “ლიბერალური მსოფლიო წესრიგის” კრახით. თუმცა წინ ბევრი საინტერესო რამ გველის.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here