Home სხვადასხვა დაიჯესტი არა შეჯდა გეი ხესა…

არა შეჯდა გეი ხესა…

579
არა შეჯდა გეი ხესა...

უფრო ზუსტად, _ მოტოციკლეტს: შეჯდა და მოკლეს. ეს მოხდა კუნძულოვანი სახელმწიფოს _ პუერტორიკოს დედაქალაქ სანხუანში.

24 წლის პოპულარული რეპერი კევინ ფრეტი ჰომოსექსუალად იყო აღიარებული. უცნობმა პირებმა ის დაცხრილეს არატრადიციული ორიენტაციის პოპულარიზაციის გამო. უბედურს 2019 წლის 10 იანვარს ესროლეს, როცა მოტოციკლით მგზავრობდა. ეს ინფორმაცია გაავრცელა ბი-ბი-სიმ.

ჟურნალისტები წერენ, რომ ლათინოამერიკელი რეპერი არ მალავდა კაცებისადმი ლტოლვას, აქტიურად გამოდიოდა ლგბტ-თემის დასაცავად. ფრედის სადებიუტო კლიპი “ვარ ისეთი, როგორიც ვარ” “იუთუბიზე” 500 ათასმა მნახველმა გააზიარა.

8 ტყვია დაახალეს საწყალს ბარძაყსა და თავში. პოლიცია ცდილობს ბოროტმოქმედთა დადგენას. გეიაქტივისტები, როგორც პრესა იუწყება, ფრიად შეაშფოთა ამ ტრაგედიამ: 2019 წელს სან-ხუანში, ამ პატარა კუნძულოვან სახელმწიფოში, უკვე 22 ადამიანი მოკლეს.

“იგი ებრძოდა გეების სოციალურ უგულებელყოფას და ღიად ლაპარაკობდა თავის სექსუალურ ორიენტაციაზე იმ ქვეყანაში, რომელშიც დღემდე დასცინიან ჰომოსექსუალებს, დევნიან და კლავენ”, _ წერს ერთ-ერთი გეიაქტივისტი აშშ-დან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here