Home რუბრიკები პოლიტიკა არა ლგბტ პროპაგანდას! არა ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას! არა საქართველოს კოლონიზაციას!

არა ლგბტ პროპაგანდას! არა ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას! არა საქართველოს კოლონიზაციას!

4093
იან კელი

დაახლოებით ორი წლის წინათ რუსეთიდან ტურისტები სტუმრობდნენ საქართველოს. ერთერთ რესტორანში შემთხვევით შევხვდით და ათას რამეზე ვისაუბრეთ. შემდეგ ჭაჭამ თავისი გაიტანა და რუსები უფრო გაიხსნენ. მერე იყო, რომ ვუთხარი, ამერიკა და ევროპა სანქციებს რომ გიწესებენ, პუტინზე ხომ არ ბრაზდებითმეთქი, ერთმა მათგანმა ამღვრეული თვალებით შემომხედა და მითხრა: “ტოლკო კარტოშკუ ბუდემ ჟრატ, ნო პუტინ ნაშ პრეზიდენტ, ნასტოიაში პატრიოტ გეროი…”

ალალად გეტყვით: ძალიან შემშურდა იმ კაცის, თავისი ქვეყნის პრეზიდენტი ასე რომ უყვარს. და ასეა რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ისინი აღიარებენ, რომ სანქციების გამო უჭირთ, მაგრამ აღიარებენ იმასაც, რომ ქვეყნის გადასარჩენად და საზღვრების შესანარჩუნებლად ახლა აუცილებელია ლგბტ თემის წარმომადგენელთა პარპაშის აღკვეთა, სექტების დაბლოკვა და აგრესიული საგარეო პოლიტიკა. შესაბამისად, პუტინმა კარგად იცის, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს და ამიტომ მოლაპარაკებებსა თუ გადაწყვეტილებების მიღებისას თამამი და თავისუფალია.

ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევით, რომ, ბოლო ერთი კვირაა, ე.წ. ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ერჩიან. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა “პატრიოტული” გრძნობები წარმოაჩინა _ გარდა იმისა, რომ ათასი ჯურის უცხოელისთვის აპირებს სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვას და მიგრაციის გამკაცრებას, ნარკოდანაშაულსაც სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა.

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ის თაობა, რომელიც ბოლოს მოუღებს ოპიოიდურ ეპიდემიას. ეს ეპიდემია ეროვნული ჯანდაცვის საგანგაშო მდგომარეობას იწვევს. მსგავსი რამ აქამდე არავის უნახავს. როგორც ამერიკელები, ჩვენ ამას ასე გაგრძელების საშუალებას ვერ მივცემთ. დროა, ჩვენი თემი გავათავისუფლოთ ამ ნარკომანიისგან. ასე არასდროს ყოფილა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ის თაობა, რომელიც ბოლოს მოუღებს ოპიოიდურ ეპიდემიას. ჩვენ ამას შევძლებთ. ამერიკაში ჰეროინის 90% შემოდის სამხრეთი საზღვრიდან, სადაც ჩვენ ავაშენებთ კედელს, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. ყველა ადამიანმა, რომელიც აქ, ამერიკაში, ნარკოტიკებს უკანონოდ ყიდულობთ, უნდა იცოდეთ, რომ საკუთარი მომავლით რისკავთ, ოჯახებსა და საკუთარ სიცოცხლესაც კი სასწორზე დებთ. არალეგალური ნარკოტიკის მოხმარება უმსხვერპლო დანაშაული არაა. ამაში არაფერია აღსაფრთოვანებელი, პოზიტიური, გასაგიჟებელი ან აღსაწერი”, _ განაცხადა ტრამპმა.

ამ განცხადებამ ლიბერალები ხომ გააბრაზა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუში-უფროსმაც განაცხადა, ტრამპი არასწორად იქცევაო. თურმე ამერიკელ ლიბერალებს ისიც არ მოსწონთ, რომ ქვეყნის პირველმა პირმა სახალხოდ განაცხადა, _ არ მესმის იმ კაცების, რომლებიც ამდენი ლამაზი ქალის გარემოცვაში, თვალს მამაკაცების უკანალს აყოლებენო. რა გამოდის?! ამერიკის პრეზიდენტს არ მოსწონს ლგბტ ტიპები, არ მოსწონს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, არ მოსწონს ის, რომ მის ქვეყანაში ათასი ჯურის ადამიანი ჩადის. ახლა ჩვენი გაზეთის ნებისმიერ ნომერს გადახედეთ და ნახავთ, რომ ჩვენც მხოლოდ ამას ვამბობთ _ არ მოგვწონს ლგბტ პროპაგანდა, არ მოგვწონს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და არ მოგვწონს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ათასი ჯურის ადამიანები ჩამოდიან და ქართველებთან შედარებით პრივილეგიურ მდგომარეობაში არიან. რა გამოდის? _ საქართველოში არსებული ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები ათასგვარ ფობიაში გვდებენ ბრალს და ანალოგიური ფობიებით ყოფილა შეპყრობილი ამერიკის პრეზიდენტიც, ხომ? იმ ამერიკის, რომლის ელჩის სიტყვაზე სწორება აქვს ხელისუფლებასა და ოპოზიციას; იმ ამერიკის, რომელიც ათასგვარ დაფინანსებას გვთავაზობს იმის განსახორციელებლად, რაც თურმე თვითონ არ უნდა, იმიტომ, რომ ცუდია. ანუ ამერიკა გვეუბნება, ნაგავი ჩემი ქვეყნიდან გამაქვს და, თუ შეიძლება, თქვენს ქვეყანაში დავყრიო. და ამ ყველაფერს დემოკრატიის სახელით კვერს ვუკრავთ და ვამბობთ, რომ, რადგან ამერიკას უნდა, კარგია.

გასულ კვირას ტელევიზიებმა და არასამთავრობოებმა ერთხმად გადაწყვიტეს გურამ კაშიას დაცვა. უფრო ზუსტად კი იმ საქციელის გამართლება, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჩაიდინა _ ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი სამკლავური გაიკეთა. რეალურად, კაშიამ თავი იმართლა: ეს კლუბის გადაწყვეტილება იყო, ჩემი ნებით არ გამიკეთებიაო, მაგრამ არასამთავრობოებმა და ტელევიზიებმა ხმაური ატეხეს: შეეშვით ბიჭს, სწორად მოიქცაო. და პროტესტი ფეხბურთის ფედერაციასთან, პროტესტი ტელეკომპანიასთან, საზოგადოდ, გულშემატკივრების პროტესტი უკვე საქილიკო გახდა. პოლიციამ ქუჩაში გამოსული ადამიანების ნაწილი ცემა, ნაწილი დაიჭირა, ანუ ლგბტ თემის დამცველთა მოწოდებებიგააპრავადა ახლა ტელევიზიები თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანებს, რომლებიც ლგბტ თემს მხარს არ უჭერენ, ეთერი აღარ დავუთმოთო. რა გამოდის? ტელევიზიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ, ვინც აპროტესტებს არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას, სატელევიზიო ეთერს არ გააკარონ და ჰომოსექსუალები, ბისექსუალები, ლესბოსელები და კიდევ ვინ იცის, რისი და ვისი მიმდევრები, სხვადასხვა შოუში დასვან და დითირამბები უძღვნან, აქაოდა, რა კარგები და საყვარლები ხართო მეტიც, ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა ისიც თქვა, გავა ათი წელი და ამ ყველაფერზე გაგვეცინება, რადგან ლგბტ თემის წარმომადგენლები ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათ არსებობას მივეჩვევით როგორც ქუჩაში, ისე ოჯახშიო…

ახლა მაინც ხომ ხვდებით, საით მივდივართ? ახლა მაინც ხომ ხვდებით, რა აქვთ ჩაფიქრებული ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს? ის, რაც თვითონ არ სურთ, ის, რამაც მიახვედრა, რომ ქვეყანას და ერს ღუპავს, ჩვენთან შემოაქვთ _ ნარკოტიკების ლიბერალიზაცია, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა შემწყნარებლობა, სხვადასხვა ჯურისა და ეროვნების ადამიანების მიღებამოფერება ამას ვერ გაუძლეს ქვეყნებმა, რომელთა მოსახლეობაც ათობით მილიონია და საქართველომ როგორ უნდა გაუძლოს, ქვეყანამ, რომელიც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და ერმა, რომელზეც ექსპერტები ამბობენ, თუ ასე გაგრძელდება, მისი გადაშენება გარდაუვალიაო? რეალურად, ქართველები კი არა, საქართველო აინტერესებთ, მიწებით, წყლით; ტერიტორია, სადაც ხალხს ჩაასახლებენ, უცხო ტომს, უცხო ჯურს და ბოლოს აღარავის ემახსოვრება, ვინ ცხოვრობდა აქ, რატომ ცხოვრობდა…

სურთ, საქართველო კოლონიად იქცეს, ისეთად, როგორებიც აქვთ აფრიკაში და სწორედ იმ კოლონიებიდან გვიგზავნიან ადამიანებს.

სხვათა შორის, საფრანგეთში არსებობს მოძრაობა, რომელიც ფრანგების, როგორც ერის, გადარჩენისთვის იბრძვის. ამ მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფრანგები ნელ-ნელა ქრებიან და სუფთა სისხლის ფრანგი სულ რამდენიმე ათასიღა დარჩა. მათივე თქმით, საფრანგეთი ამ მდგომარეობამდე აფრიკელებმა და ლიბერალებმა მიიყვანეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, გადაყლაპეს. საინტერესოა, რომ ამ ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში გაათმაგდა, ანუ ადამიანები ნელ-ნელა მიდიან იქით, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უთხრეს, რაღაც ისე არ არის, როგორც სჯეროდათ და, ხატოვნად თუ ვიტყვით, ერი თვითგამოფხიზლების ფაზაშია.

ჩვენ კი რუსეთს კვლავ ოკუპანტს ვეძახით, იმ რუსეთს, რომელიც მსოფლიოში, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანაა, მართლმადიდებლობის გაძლიერებასა და ლიბერალიზმის შემცირებაზე რომ ზრუნავს. კიდევ ვიმეორებთ: როცა ლიბერალიზმის შემცირებაზე დაიწყო დონალდ ტრამპმა ლაპარაკი, ყოფილი პრეზიდენტები აუჯანყდნენ. როგორც ვარაუდობენ, ტრამპს წინ ურთულესი პერიოდი ელის, რადგან, როცა მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას დაიწყებს, ქვეყანაში დემონსტრაციებს გამართავენ. სამაგიეროდ, ჩვენ თვალნათლივ დავინახავთ იმას, რომ იმას, რასაც ევროპა და ამერიკა გვთავაზობს და გვაძალებს, თვითონვე ებრძვიან. უფრო სწორად, ამ ყველაფერს ახლაც ვხედავთ, მაგრამ გვჯერა თუ არა, სხვა საქმეა.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ამ ყველაფრის ფონზე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა: ქვეყანა წინ მიდის, 500 ათასმა ადამიანმა უკიდურეს სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ კიდევ 700 ათასი კვლავ უკიდურეს გაჭირვებაშიაო, ანუ მოსახლეობის მესამედზე მეტი; ყოველ მესამეს პურის ფული არ აქვს და ამ დროს ლგბტ პირების დასაცავად მილიონები იხარჯება, სამინისტროები თვეში მილიონიან დანამატპრემიებს სცდებიან და ლარი კუპონის ფერს იღებს.

არ გრცხვენიათ, ბატონებო?!

2 COMMENTS

  1. Zalian kargi statiaa, ubralod ruseTi TviTonvea dainteresebuli Cveni eris daRupvaSi, imaze ara naklebad vidre amerika da evropa. amitom aris xalxi chumad da mimwyvdeuli kutxeshi. chveni mogalate da debili chinovnikebi ukve zgvars karga xania gacdnen. ar vici rodemde gagrzdeldeba mati tavashvebuleba, magram ufali mokitxavt da sad wavlen ar fiqroben magaze.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here