მთავარი პოლიტიკა არაფერი გეშველებათ, მაგრამ მაინც მე უნდა ამირჩიოთო

არაფერი გეშველებათ, მაგრამ მაინც მე უნდა ამირჩიოთო

ბატონო ბიძინა, ერთი დაპირება მაინც დაგვისახელეთ, რომელიც შეასრულეთ!

563
გააზიარეთ
შვიდი კითხვა ესროლა „ინგა“ ლალიაშვილმა „მურტალოს“და შვიდივე ააცილა
შვიდი კითხვა ესროლა „ინგა“ ლალიაშვილმა „მურტალოს“და შვიდივე ააცილა

გასული კვირის მთავარი მოვლენა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ტელეკომპანიაიმედშიმივიდა და ნიკა ლალიაშვილის შეკითხვებს უპასუხა. “შვიდი კითხვა ესროლაინგალალიაშვილმამურტალოსდა შვიდივე ააცილა…” ნამდვილად ვერ გეტყვით, რაში დასჭირდა ან ერთს, ან მეორეს ამ შოუს დადგმა. სულ არ იყო საჭირო ჟურნალისტი, ივანიშვილს მარტივად შეეძლო, მონოლოგის რეჟიმში ესაუბრა და ზუსტად იგივე იქნებოდა, რაც ჟურნალისტის თანდასწრებითჟურნალისტის კი არა, ნიკა ლალიაშვილის თანდასწრებით.

ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, ივანიშვილმა ხმამაღლა და გამოთქმით რომ თქვა: ვერ გამახსენებთ ვერც ერთ დაპირებას, რომელიც ხალხს არ შევუსრულეო. და ლალიაშვილმაც ვერ გაახსენა”, ამიტომ ჩვენ შევეცდებით, გავახსენოთ, პრაქტიკულად, ყველა დაპირება, რომლებიც ვერ (არ!) შეასრულა. კარგი იქნება, თუ ბატონი ბიძინა ერთ დაპირებას მაინც გაგვახსენებს, რომელიც ღირებული იყო, თქვა და აასრულა.

მაშ ასე, დავიწყოთ 2012 წლიდან (ყველა დაპირებაქართლი ოცნებისოფიციალური პროგრამიდან არის ამოღებული):

*”ჩვენ მიერ შემუშავებული დასაქმების პოლიტიკის შედეგებს იგრძნობს თითოეული ადამიანი: იგი მოძებნის თავისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის სამუშაო ადგილს და შეძლებს საკუთარი ცოდნისა და უნარის რეალიზაციას; გაუჩნდება დამატებითი შემოსავლები და გაუმჯობესდება მისი სოციალური მდგომარეობა; შემცირდება მოსახლეობის მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ; შემცირდება სოციალური სიდუხჭირის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვი; გაუმჯობესდება დემოგრაფიული მაჩვენებლები…”

ივანიშვილის ინტერვიუდან კი გაირკვა, რომ კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი ადამიანები საქართველოში თურმე, უბრალოდ, აღარ გვყავს. მოსახლეობის მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ კი არ შემცირდა, გასამმაგდა და, როგორც ბატონი ბიძინა გვპირდება, ნახევარ საქართველოს კიდევ გაუშვებს ბედის საძებნელად ევროპის ქვეყნებში, რადგან საქართველოში უახლოეს ათ წელიწადში არაფერი გამოსწორდება, რომ შეუძლებელი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, და სპეციალისტები რომც გვყავდეს, აქ ვერ დასაქმდებიან. ადამიანი პირდაპირ ამბობს: 10 წელი არაფერი გვეშველება და მერე ვნახოთო. რაც მთავარია, იქვე ისიც თქვა, _ შემდეგ არჩევნებს მე მოვიგებო და როგორია? _ დაპირებაც ასეთი უნდა: არაფერი გეშველებათ, მაგრამ მაინც მე უნდა ამირჩიოთო.

*”მშპის ზრდა თავისთავად არ განაპირობებს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ამიტომ ჩვენი პოლიტიკის განხორციელების შედეგად: საჯარო ფინანსების მართვაში დამკვიდრდება ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის თანამედროვე სტანდარტები; გაიზრდება სასოფლოსამეურნეო წარმოება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შრომითი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის სტაბილურ შემოსავალს, აგრეთვე, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას…”

სწორედ ზემოაღნიშნულ ინტერვიუში ივანიშვილმა ამაყად თქვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ ასეთი დიდი ოდენობის არასდროს ყოფილა, რაც საზოგადოების კეთილდღეობის გაზრდას განაპირობებსო. 2012 წელს კი პირდაპირ ამბობდა: რას ამბობთ, მშპ-ის ზრდა თავისთავად არ განაპირობებს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. იმავე 2012 წელს, ივანიშვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდას აანონსებდა, რაც არ შესრულდა.

იცით, რომ სახელმწიფოს უმუშევარ ადამიანთა ბანკი უნდა შეექმნა და, სანამ ისინი სამსახურს არ იშოვიდნენ, მათ დახმარებოდა? არ ვხუმრობთ, ზუსტად ასე ეწერა საარჩევნო პროგრამაში 2012 წელს:

*”ჩვენ განვახორციელებთ მცირე ბიზნესის დაწყებაში ოჯახის ჩაბმულობის მხარდამჭერ ღონისძიებებს; საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზაში გამოქვითვის სისტემის დანერგვას; მრავალშვილიანობის სტიმულირების სისტემურ და არა ერთჯერად შეღავათებს; მოქალაქეებისთვის თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალების მიცემას; საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაციასა და ოპტიმიზაციას; იგეგმება უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკის შექმნა, რათა შესაძლებელი გახდეს მათი გადამზადება და შესაბამისი სამუშაოს შეთავაზება; სახელმწიფოს მხრიდან უმუშევართა მხარდამჭერი ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდა…”

სიმართლე გითხრათ, ეს უმუშევართა ბანკი ჩვენც არ გვახსოვდა და, აბა, ბატონ ბიძინას საიდან ემახსოვრება, მით უმეტეს, როცა აღიარა, სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით, მაგრამ გადაგამზადებთ და ქვეყნიდან გაგიშვებთო?!

სოფლის მეურნეობაში ჩასადები მილიარდიანი ფონდი, ალბათ, თავიდანვე ისე სასაცილოდ ჩანდა, რომ ეს თემა აღარც განავრცეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტზე თქვეს, _ ეგ იყო სუბსიდიაო და მორჩა. არადა:

*”შეიქმნებასოფლის მეურნეობის განვითარების” 1-მილიარდიანი ფონდი. ფონდი დააფინანსებს სოფლის მეურნეობის პროგრამებს, თავისი ფულადი სახსრებით თანამონაწილეობას მოახდენს გლეხებისთვის (ფერმერებისათვის) შეღავათიანი კრედიტების გაცემის უზრუნველყოფაში, ასევე აგრარულ დაზღვევაში. აღნიშნულ ფონდში ფულადი სახსრების აკუმულირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსებისა და სხვა მოზიდული ინვესტიციების ხარჯზე…”

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, როგორ გგონიათ, რა აზრზე იყო 2012 წელს მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი?

*”საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება…”

როგორია? თურმე საქართველოს ურთიერთობა უნდა მოეგვარებინა როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან, რათა ჩვენი ქვეყანა საჯილდაო ქვა არ გამხდარიყო. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი კოლონია ვიყოთ და ნებისმიერ დროს, როცა კი ამის სურვილი გაუჩნდება ამერიკასა თუ ევროპას, რუსეთს საერთაშორისო ტრიბუნიდან დავარტყათ ან შიგნიდან ისე გავაღიზიანოთ, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი არ ჰქონდეთ და საერთაშორისო ფრენებიც აიკრძალოს, რაც კარგად მოვახერხეთ კიდეც. სხვათა შორის, მომავალი წლის გაზაფხულიდან ფრენების აღდგენაზეა საუბარი და სერიოზული ეჭვი გვაქვს, ამ პროცესს დასავლეთი ხელს აქტიურად შეუშლის და ზუსტად ისე ჩაერევა, როგორც მაგალითად, საარჩევნო კოდექსის შემუშავებაში ერევა.

* რაც შეეხება ბენზინის ფასსა და იქიდან სააკაშვილის ჯიბეში წასულ ერთ ლარს, შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ერთი ბარელი ნავთობი დაახლოებით 118 დოლარი ღირდა, დღევანდელი ფასი კი 64 დოლარია ლონდონის ბირჟაზე, თორემ ნიუ-იორკის ბირჟაზე 58 დოლარი ღირს. ჰოდა, ბენზინი ორჯერ გაძვირდა, მაშინ, როცა მსოფლიოში მისი ფასი თითქმის ორჯერ შემცირდა. არადა, ივანიშვილი არა მხოლოდ საწვავზე, არამედ ენერგომატარებლებზეც გვპირდებოდა ფასის დაკლებას, რა თქმა უნდა, ისინიც გაძვირდა და მმართველი გუნდის უპირობო ლიდერმა ეს დაპირება თავის დროზე ერთ წინადადებაში “მოგუდა”: ფუჭი მოლოდინები გვქონდა და რაღაც კარგად ვერ დავიანგარიშეთო. კარგი, გასაგებია, რომ ენერგომატარებლების ფასი ვერ დაიანგარიშეთ, ნავთობზე რა ხდება? მსოფლიოში დაიკლო ფასმა, ნავთობკომპანიები ტირიან, _ ვკოტრდებით, ძალიან დაბალი ფასიაო და ჩვენთან პირიქით, იმატებს.

ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი აუცილებლად მოგვედავება, ჯანდაცვის რეფორმა ხომ განვახორციელეთო, მაგრამ ნურას უკაცრავად. პროგრამაში გარკვევით ეწერა, რომ სახელმწიფო ასი პროცენტით დააფინანსებდა მოქალაქეებს, მაგრამ ეს არ ყოფილა ასპროცენტიანი დაფინანსება და მომავალი წლიდან საერთოდ კატასტროფა გველის _ ახალმა მინისტრმა ისეთი პირობები წამოაყენა, კლინიკების დიდმა ნაწილმა დაგეგმილი ოპერაციები შეაჩერა და პაციენტებს ვერ ემსახურება. დემოგრაფიულ პრობლემაზე მუშაობა ცალკე თემაა, ცალკე მუხლი იყო მიძღვნილი და “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შობადობას ყოველწლიურად აჭარბებს სიკვდილიანობა. ესეც ფაქტია.

*”ჩვენი ხელისუფლება გადახედავს აქციზური საქონლის ნომენკლატურას და დაბეგრავს, ძირითადად, ფუფუნების საგნებს”, _ ესეც “ოცნების” დაპირებაა და ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტეს, რომ, მაგალთად, სიგარეტი ფუფუნების საგანია. სიგარეტს ვინ ჩივის, ფუფუნების საგანია უკვე პური და კარტოფილი, ის კარტოფილი, წინასაარჩევნოდ უშურველად რომ დაარიგეს და მომავალშიც დაარიგებენ. ყველაზე კარგად სწორედ ხელისუფლებამ იცის, რომ მოსახლეობის ხმისკენ სავალი გზა კუჭზე გადის და მოშიმშილე ერს კარტოფილითა და ხახვით ადვილად იტყუებს.

*”საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა ცალკეულ შემთხვევებში მაღალ დიაპაზონში ფიქსირდებოდა და იგი არ იყო დაკავშირებული ეროვნული ეკონომიკის განვითარების ხანგრძლივ სტრატეგიულ მიზნებთან. ეს ძირითადად გამოიხატებოდა იმით, რომ უცხოური კაპიტალის შემოდინებისა და მისი “შიმშილის” პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკი ცალმხრივი ან ორმხრივი ინტერვენციებით ცდილობდა ეროვნული ვალუტის მკვეთრი რყევების შემცირებას. საქართველოს მოსახლეობამ და მეწარმე სუბიექტებმა არაერთხელ განიცადეს ფულადი დანაკარგები ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ორმხრივი სავალუტო ინტერვენციების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა საქართველოში დამკვიდრდა, როგორც ძირითადი საგადამხდელო საშუალება, მან სრულფასოვნად მაინც ვერ შეიძინა დაგროვების ფუნქცია, რასაც თავისი მიზეზები აქვს. კერძოდ ის, რომ წლების განმავლობაში ფასები პერმანენტულად იზრდება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი დაცემა უცხოური ვალუტის მიმართ (.. მინიშოკები), რაც იწვევს ლარისადმი, როგორც დაგროვების საშუალებისადმი, მოსახლეობის უნდობლობას. ეროვნული ვალუტისადმი ნდობის დაბალ ხარისხზე მიგვანიშნებს ისიც, რომ კომერციული ბანკების მიერ ვადიან დეპოზიტებზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარით 17-18%-ს შეადგენს, იმ დროს, როდესაც უცხოური ვალუტით ანალოგიური ვადიანობის დეპოზიტებზე განაკვეთის ოდენობა 8-9%-ს არ აღემატება და ისიც წლიდან წლამდე მცირდება”, _ ეს კი ეროვნული ვალუტის გაიაფებისა და ბანკის პროცენტის დაწევის გეგმაა, რომელიც ასევე არ შესრულდა. ბატონო ბიძინა, ერთი დაპირება მაინც დაგვისახელეთ, რომელიც შეასრულეთ. სამართლიანობის აღდგენაზე, ხომ ხედავთ, შეგნებულად არაფერს ვამბობთ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. batono beso! ak daceril,sheusrulebel dapirebebis hamonatvali namdvilad scoria.kidev bevri ram gamogrhat magram,ramdeni partiaa sakartveloshi? 20 30 ti tu amat davumatebt ordjer mets gamova,atasobit magati mxardamheri, romlebic kvela camockebas dzirshive aterorebdnen da xels ushlidnen,isini arian kvelgan da kvelapershi.isini arian shemoparuli diversantebi,romlebic sackisshive apetkeben kvelapers,.tundac avigot is 140 belorusi,ise daariges da dakrodnen upragonod,soplistvis sargebeli ar moutaniat:nepotizmit darigebulni,exla txoven mat mimgebebs,kvela mitingze da demonstraciaze mosvlas.asea kvela speroshi.scoria rom bidzinam,ver uzrunvelko iseti kadrebis sherheva,romlebic SAXELMCIPOSADMI gasacev ZRUNVAS,piradi djibeze GAVLIT anxorcielebdnenda anxorcieleben,tanac rogori xelpasebit.mehveneba rom aseti totalurad gadacmuli nacebi,kveknis martvis 75% s,akontroleben. xoda gamodis bidzina donkixotivit,erti gansxvavebit,imas rom namdvilad xmali ehira,bidzinas XIS xmali ukavia rom aravin shemoakvdes xelze.

  2. სააკაშვილის უკან დაბრუნება ღმერთმა არა ქნას ეგ სისხლის კალოებს დააყენებს საქართველოში. ვიღაცას მისი უკან დასმა უნდა ჩვენთან ისეთი სუნი ასდის ამ უბინძურეს საქმეს. მედია ისე ყავთ მომართული როგორც ავტომატის ჯერი, ხომ ხედავდით ყველა არხებზე მაგ ე.წ თვითმარქვია ოპოზიციის მიტინგს რომ აჩვენებდნენ 24 საათი? თან აგრესიულად, გაფეტიშებულად, სიუჟეტის გადაჭარბებული სიმძაფფით. რატომ ვის უნდა და რად უნდა ეს. უკრაინაში კლოუნივით გაკიოდა და გააგდო ხალხმა ჩვენ კი იმასთან შედარებაც არ შეიძლება რაც ამ სადისტმა დაგვიშავა გთხოვთ ადამიანებო ნუ დააყენებინებთ სისხლის კალოებს სააკაშვილს საქართველოში ხელმეორედ თორემ ღმერთი არ გაპატიებთ ეშმაკის ხელმეორედ არჩევას ეს დაიმახსოვრეთ!!!!!!!!!თუ გაიყვანენ ნაციონალებს აქ ომი გარდაუვალი იქნება და გახდება სირია და დაიწყება მე 3 მსოფლიო ომი ეს უნდათ მაგათ და თამაშობენ რაღაცეებს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here