Home ახალი ამბები მსოფლიო არალეგალი მიგრანტების ევროპაში გადაყვანის გამო უკრაინელები პოლონეთში დააპატიმრეს

არალეგალი მიგრანტების ევროპაში გადაყვანის გამო უკრაინელები პოლონეთში დააპატიმრეს

1345
მიგრანტები

ეს ინფორმაცია პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა გაავრცელა.

უკრაინელებს ბანგლადეშელი ლტოლვილები მანქანების საბარგულებში ჰყავდათ გამოკეტილი და საზღვარზე გადაჰყავდათ. დადგინდა, რომ მიზანი დასავლეთ ევროპაში მათი ჩაყვანა იყო. ამ საეჭვო მოგზაურობის “ბილეთები” ბანგლადეშელებს 6-დან 13 ათასამდე ევრო დაუჯდათ. ცნობილია ისიც, რომ უკანონო გადაყვანის ორ ორგანიზატორს უნგრეთის პასპორტებიც ჰქონდათ.

სასამართლომ უკრაინის მოქალაქეები სამი თვით დააპატიმრა საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით. ბანგლადეშელები ლტოლვილთა სპეციალურ მიმღებში მოათავსეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here