Home რუბრიკები პოლიტიკა აპარტეიდი უკუღმა თუ კულტურული კაცობრიობის დასასრულის დასაწყისი?

აპარტეიდი უკუღმა თუ კულტურული კაცობრიობის დასასრულის დასაწყისი?

1742
ამერიკაში თეთრკანიანი ფეხსაცმელზე კოცნის შავკანიანს

ამ ერთი კვირის განმავლობაში, რაცაღარ შევხვედრივართ”, იმდენი რამ მოხდა საქართველოსა თუ უცხოეთში, რომ მკითხველი უეჭველად ირწმუნებს, სათაური საკუთარი ინტელექტით იაფფასიანი კეკლუცობიდან კი არა, იქიდან მომდინარეობს, რასაც დიდმა ქართველმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმაერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდებაუწოდა. ჩემი მხრივ კი, გავკადნიერდები და დიდი ქართველი მწერლის ნათქვამ გენიალურ ფრაზას 1923 წელს პარიზში ემიგრირებული სიმონიკა ბერეჟიანის ჯიგრის დამწველი ფრაზით გავამდიდრებ: “თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო”…

ვიცი, ზემოხსნებული დიდი ქართველების ფჩხილადაც არ ღირს ჩემი “შემოქმედება”, მაგრამ იმაში მაინც ვარ დარწმუნებული, რომ მეც მათნაირად მესმის (მხოლოდ მესმის და ამით მთავრდება ჩვენი მსგავსება), რა არის ის, “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება” _ მრავალტანჯული, “ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმული” სამშობლო ჩვენი, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, რომელიც ჩვენმა გმირმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის განმავლობაში ხმალთა კვეთებით, ავად თუ კარგად, ჩვენამდე მოიტანეს; დროთა განმავლობაში შაგრენის ტყავივით დაპატარავებული, მაგრამ მაინც ჩვენი სამყოფი, მართლმადიდებელი, ე.ი., ეროვნული თვითმყოფადობაშენარჩუნებული საქართველო, რომელსაც ხმლით მოსულმა მტერმა ვერაფერი დააკლო, მაგრამ უღირსი შთამომავლობის (ანუ ჩვენი) ხელში გადაგვარების გზაზე დგას…

დაინტერესებულ და ყურადღებიან მკითხველს უთუოდ ემახსოვრება “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებული სტატია სათაურით “ანტისემიტიზმი რუსოფობიამ ჩაანაცვლა”. სტატიის ლაიტმოტივი იყო ის, რომ ადოლფ ჰიტლერის იდეოლოგიის მიხედვით, ყველაფერი, რაც ცუდი ხდებოდა გერმანიასა და, საერთოდ, მსოფლიოში, ებრაელების ბრალი იყო. ახლა ებრაელები რუსებმა ჩაანაცვლეს და ყველაფერი რუსების ბრალია, ოღონდ, თუ უქომაგო ებრაელებს გაზის კამერებში ხოცავდნენ, ზესახელმწიფო სსრკ-სა და მის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციას უბატონოდ ხმას ვერ სცემდა და სცემს “დემოკრატიული დასავლეთი”… პუტინის რუსეთს ვგულისხმობ, თორემ სსრკ-ის ნგრევის პროცესი, რომელიც გორბაჩოვმა დაიწყო, წარმატებით გრძელდებოდა ელცინის რუსეთში და რომ არა, მართლაც ღვთით მოვლენილი ვლადიმერ პუტინი, დღეს რუსეთი, სრულიად ლიბერასტულ დასავლეთთან ერთად, ერთი დიდი ლგბტ ბორდელი იქნებოდა.

ჰიტლერის ანტისემიტიზმისა არ იყოს, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ მეც ანტილგბტ ვირუსი შემეყარა, რადგან სტატიას ვერ იპოვით ჩემს “შემოქმედებაში”, რომელშიც გაკვრით მაინც არ ვახსენებ ლგბტ სექტას, როგორც ყოველივე ბოროტების სათავეს…

მეორე დიდი შოკი 2014 წელს მიიღეს მსოფლიოს მმართველმა ნეოლიბერასტებმა (პირველი დიდი შოკი 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე მიიღო დასავლეთმა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გეოპოლიტიკაში დაბრუნება ამცნო მსოფლიოს), როდესაც რომელიღაც დასავლელი ჟურნალისტის აშკარა პროვოკაციულ შეკითხვაზე, რატომ არ არის რუსეთში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება დაშვებული, რუსეთის პრეზიდენტმა მშვიდი ტონით განაცხადა, რომ ოჯახი ქალისა და კაცის ერთობაა და რუსეთში სხვა ვარიანტები არც კი განიხილებაო. უფრო მეტიც, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ერთხმად მიიღო კანონი არასრულწლოვანთა შორის გეიპროპაგანდის 99 წლით (იუმორის გრძნობაც ჭარბად ჰქონიათ ოკუპანტებს) აკრძალვის შესახებ, რაც, ჰომოსექსუალთა ქორწინებების აკრძალვასთან ერთად, თავისთავად ნიშნავს, რომ რუსეთში “უწყინარი” გეიაღლუმებიც არასოდეს გაიმართება.

საქართველოში მოქმედი, დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებული ასოების (არასამთავრობო ორგანიზაციების) მეცადინეობით, დიდი ალბათობით, საქართველოშიც დაუშვებენ ჯემალასა და ჯუმბერას ქორწინებას, მაგრამ ხმელეთის 1/6-ზე გადაჭიმული სახელმწიფოს პრეზიდენტს, რომ იტყვიან, “ძალაც შესწევს ქადილისა” და მსოფლიო პედერასტული დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს…

ეს ყველაფერი, ვიმეორებ, 2014 წლამდე ხდებოდა და ზოგიერთ ავტორიტეტულ პოლიტოლოგ-ექსპერტთა აზრით, რუსეთისთვის უკრაინაში შექმნილი პრობლემების ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მიზეზი ლგბტ სექტის წინააღმდეგ მიმართული დემარშია, სექტის, რომლის წარმომადგენლებიც უმრავლესობაა ბევრი ქვეყნის სახელისუფლო ვერტიკალში.

მიუხედავად ამისა, რუსეთმა მაინც იხეირა და სამუდამოდ მიიერთა ყირიმი, რომელიც, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, მას შემდეგ, რაც ეკატერინე დიდის ფავორიტმა გრაფმა პოტიომკინმა 1783 წელს ყირიმელ თათრებს წაართვა, ეს ნახევარკუნძული შემოქმედებითი კერა იყო _ მხოლოდ პუშკინის “ბახჩისარაის შადრევანი” რად ღირს, რომ არაფერი ვთქვათ დოსტოევსკიზე, აივაზოვსკიზე, ჩეხოვსა და სხვებზე, რომელთა შემოქმედების გარეშე წარმოუდგენელა დიდი რუსული კულტურა (ისე, ცნობისთვის: იმ წლებში, როდესაც ყირიმში რუსული კულტურის შედევრებს ქმნიდნენ, ამ ნახევარკუნძულის მთავარი პოლიცმაისტერი იყო “რუსეთის მონა”, ქართველი დუმბაძე).

ამიტომაც პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის თემა სამუდამოდ დახურულად გამოაცხადა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფოს ლიდერი ყირიმის თემაზე მოჩვენებითაც კი ვერ ბედავს პუტინთან ლაპარაკს. მსოფლიოს თანამეგობრობაცმოსკოვის კეთილი ნების გარეშე ისევე ვეღარასოდეს იხილავს კიევის იურისდიქციაში ყირიმსა და დონბასლუგანსკს, როგორც თბილისის იურისდიქციაში _ სოხუმცხინვალს. ეს ჩემი მხრიდან კოლაბორაციონიზმი კი არა, ფაქტების ანალიზის შედეგია. ეს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, განსაკუთრებით _ რუსოფობიით მოწამლულ, გაუნათლებელ, ურაპატრიოტ ახალგაზრდობას, რომლებიც, საბედნიეროდ, თუგავრილოვის ღამისწლისთავის აღნიშვნის კადრებით ვიმსჯელებთ, არც ისე ბევრნი ყოფილან.

ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორები” უკრაინა-საქართველოს შესახებ მხოლოდ მოჩვენებით “ბაზრობენ” გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, აშშ-ის კონგრეს-სენატში _ მოკლედ, მსოფლიოს ყველა მაღალი ტრიბუნიდან. ასეთი ყასიდად ლაპარაკის ბრალია ის, რა დღეშიც არის “დასავლეთის მეგობარი” საქართველო. ხსენებულმა ორგანიზაციებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლინობის მხარდამჭერი იმდენი რეზოლუცია-განცხადება მიიღეს, რომ, თუ გამოგვიგზავნიან, ტუალეტის ქაღალდის პრობლემას მაინც გადავჭრით, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში აქა-იქ იჩინა თავი. იმ პროცესებზეც უნდა ვთქვათ, რომლებსაც აპარტეიდი უკუღმა დავარქვი… აი, როგორ განმარტავს ამ სიტყვას ლექსიკონი:

აპარტეიდი _ რასობრივი დისკრიმნაციის ყველაზე სასტიკი ფორმა, რომელიც რასობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთაში გამოიხატება. სამხრეთაფრიკულ აპარტეიდს საბოლოოდ 1994 წელს მოეღო ბოლო, როდესაც პრეზიდენტმა დე კლერკმა პირველი თავისუფალი არჩევნები ჩაატარა, რომლის შედეგად იგი ამ პოსტზე ნელსონ მანდელამ შეცვალა.

აი, ამ დღიდანაა შურისმგებლური აპარტეიდი უკუღმა, ანუ, როდესაც თეთრკანიანი მოსახლეობა, ბურები, განიცდიდნენ დაკანონებულ შურისძიებას, სასამართლო თუ სხვა დავებში საკმარისი იყო, პირს შავი ფერის კანი ჰქონოდა და გამარჯვებული იყო. თეთრების მასობრივი მკვლელობებიც გახშირდა, ამიტომაც დაიწყეს თეთრკანიანებმა ქვეყნიდან გაქცევა. წერა-კითხვის უცოდინარი შავკანიანების ხელში დარჩენილი ერთ დროს აყვავებული ეკონომიკა, ძირითადად, სოფლის მეურნეობა, ლამის სრულიად დაინგრა.

სხვათა შორის, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში განიხილებოდა საქართველოში ბურების ჩამოსახლება, რაც, სხვა ჯიშის მიგრანტებისგან განსხვავებით, ქართველი კაცისთვის მიუღებელი არ იყო _ ისინი ქრისტიანები მაინც არიან, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა. ალბათ, “ატკატიეცოტავათ ნაცებს და ქართველისთვის მიუღებელი ჯიშჯილაგით გაავსეს საქართველო.

ახლა _ რამდენიმე სიტყვა დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 75 წლისთავის და ამ თარიღთან დაკავშირებული ვლადიმერ პუტინის შესანიშნავი წერილის შესახებ.

დიდ სამამულო ომში გამარჯვება საკრალურ, ლამის რელიგიის რანგში აიყვანეს რუსებმა და მართებულადაც _ გამარჯვებულის სულისკვეთებით იზრდებიან სამშობლოს პატრიოტები. ხსენებული სტატია ისეთი მასშტაბური და საინტერესოა, რომ ცალკე წერილის წერის სურვილი აღმიძრა. ახლა კი მხოლოდ ერთს ვიტყვი…

თქვენო უმაღლესობავ, რუსეთის პრეზიდენტო! ევროპარლამენტის მიერ შარშან მიღებულ რეზოლუციას რომ აპროტესტებთ და სამართლიანადაც, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომი ვითომ სტალინმა და ჰიტლერმა დაიწყეს, დასავლეთში რატომ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ 1941 წლის 10 მაისს, ანუ სსრკ-ზე გერმანიის თავდასხმამდე 1 თვით ადრე, ადლოფ ჰიტლერის მარჯვენა ხელი _ რუდოლფ ჰესი რა მისიით გაფრინდა ლონდონში უინსტონ ჩერჩილთან?

ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი სანტერესო კითხვა, რომელზეც პასუხი ბრიტანეთის საიდუმლო არქივებშია და რომელთა გახსნასაც ითხოვთ, ამაშიც გეთანხმებით. ისიც დიდად საწყენია, რომ ფაშიზმზე გამარჯვების იუბილეზე აშშ-ის პრეზიდენტი ანტიჰიტლერულ კოალიციში გამარჯვების მთავარ ავტორს (როგორმე ამერიკული კონსერვების გარეშეც გავიმარჯვებდით) _ სსრკ-ს საერთოდ არ ახსენებს. ამას ისტორიის გაყალბებას უწოდებთ, მაგრამ იმაზე არ დაფიქრებულხართ, რომ დიდი სამამულო ომის ისტორიის გაყალბებას თვითონ უწყობთ ხელს, როდესაც არც ერთ საქებარ სიტყვას არ ძრავთ კაცზე, რომლის სახელითაც საბჭოეთის გმირები ტანკებს უვარდებოდნენ…

თუ არ გახსოვთ, ვინ არის ეს კაცი, შეგახსენებთ: გენერალისიმუსი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი _ სტალინი!

დავით მხეიძე

P.S. და მაინც, ბატონო პრეზიდენტო! იმას, რაც ახლა ამერიკაში და, საზოგადოდ, დასავლეთში ხდება ადამის მოდგმის დასასრულის დასაწყისი ჰქვია და კულტურულ კაცობრიობას თქვენი იმედი აქვს _ მსოფლიოს 1/6-ზე მაინც შეინარჩუნეთ ისეთი სამყარო, როგორიც ღმერთმა შექმნა; სადაც დედას _ დედიკოს, მამას _ მამიკოს, ბებიას ბებოს ეძახიან!..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here