Home რუბრიკები პოლიტიკა ანტისემიტიზმი რუსოფობიამ ჩაანაცვლა

ანტისემიტიზმი რუსოფობიამ ჩაანაცვლა

1592
აქცია

მიზანთროპმა ადოლფ ჰიტლერმა ყველაფერი ცუდის საწყისად, რაც ქრისტეს აქეთ ხდებოდა იმჟამინდელ გერმანიასა და, საერთოდ, მსოფლიოში, იუდეველნი გამოაცხადა და ანტისემიტური დროშით ე.წ. კუდიანებზე ნადირობაც დაიწყო. რითაც დამთავრდა ჰიტლერული საფარი, ცნობილია _ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაზის კამერებში 6 მილიონ ებრაელს მოუსწრაფეს სიცოცხლე, ხოლო შემდეგ დიდმა საბჭოეთმა სტალინის მეთაურობით საკუთარ ბუნაგში გაანადგურა არა მხოლოდ ებრაელების, არამედ კაცობრიობის უბოროტესი მტერი _ ფაშიზმი და იმავე სტალინის რკინისებურმა ნებამ მრავალი საუკუნის განმავლობაში დევნილ ებრაელებს საკუთარი სახელმწიფო შეუქმნა…

ის, რაც დღეს დასავლეთში და, კონკრეტულად, აშშ-ში ხდება, ძალიან ჰგავს XX საუკუნის 30-იან წლებში ფაშისტურ გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს. მას შემდეგ, რაც, საზოგადოდ, დასავლეთმა ლიბერალური დემოკრატიის რეჟიმები დაამყარა (გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე) მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ნეოლიბერალური მსოფლიოს ბაირახტარმა აშშ-მა ახლა რუსი ერის მიმართ დაიწყო “დემოკრატიული საფარი” ერთადერთი მიზნით: რუსები, ებრაელთა მსგავსად, გამოაცხადონ, კაცობრიობის მტრებად, მაგრამ, მსოფლიოს (მათ შორის, ქართველ) ლიბერასტთა სამწუხაროდ, დღევანდელ და გასული საუკუნის მოვლენებს შორის მსგავსება აქ მთავრდება. რუსი ერი, ებრაელთა მსგავსად, უქომაგო, უსამშობლო დევნილი კი არა, ხმელეთის 1/6-ზე გადაჭიმული უზარმაზარი ბირთვული იმპერიის ბატონ-პატრონია და, თუნდაც მხოლოდ აქედან გამომდინარე, შეუძლებელია რუსების დადაღვა ებრაელებივით, მით უმეტეს, გენოციდი.

2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლის შემდეგ რუსეთის დემონიზაციის მიზნით დღემდე მიმდინარეობს დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) მიერ გამოუცხადებელი “ცივი” თუ “ცხელი” ომები:

საინფორმაციო _ რუს ჰაკერებს აბრალებენ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას; ბრიტანეთის რეფერენდუმზე, ე.წ. ბრექსიტზე გავლენას; მოლდოვის, ფინეთისა და ჩეხეთის, საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნებში ჩარევას, რომლებშიც ან პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტებმა გაიმარჯვეს, ან ნეოკონსერვატორებმა. მათ ელექტორატის ისეთი მხარდაჭერა მოიპოვეს, რომ ფრანგმა თუ გერმანელმა ლიბერასტებმა ვერ შეძლეს აღმასრულებელი ხელისუფლებების ერთპიროვნულად ჩამოყალიბება და ა.შ.

სპორტული ომი _ რუსეთისთვის ჯერ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების უფლების წართმევა სცადს. ეს რომ არ გამოუვიდათ, ლამის მთელი ოლიმპიური ნაკრები დასაჯეს და მათ, ვისაც არ შეეხო დოპინგსანქციები, ეროვნული კოსტიუმებისა და ჰიმნის გარეშე მოუწევს სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობა. უდავოა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა სპორტული ფედერაცია, მათ შორის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ვაშინგტონიდან იმართება.

დიპლომატიური _ როდესაც უკვე კოჭლმა იხვმა, ანუ თეთრი სახლიდან დღე-დღეზე წამსვლელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, საახალწლოდ რამდენიმე ათეული დიპლომატი გააძევა ამერიკიდან და რუსეთის ფედერაციის კუთვნილ შენობა-ნაგებობებს, პრაქტიკულად, კონფისკაცია უყვეს;

ეკონომიკური სანქციები და ა.შ. ეს, რაც შეეხება ცივ ომებს…

სირიაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ქმედებებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული “ცხელი ომი”, რადგან ისლამისტი ტერორისტების უკან აშშ-ის სპეცსამსახურები (და მათი ფინანსები) რომ დგას, არახალი ამბავია.

თითქმის ანალოგიური ვითარებაა უკრაინაშიც _ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ-შეიარაღებული ბანდერელი ნაციონალისტების მიერ დონბას-ლუგანსკში წარმოებული საომარი მოქმედებებიც აშშ-რუსეთს შორის მიმდინარე ლოკალური “ცხელი ომია”.

და ეს ყველაფერი პირადად ვლადიმერ პუტინის, ე.ი. რუსეთის საწინააღმდეგოდ ხდება, მაგრამ პუტინი, ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის სასიხარულოდ, უალტერნატივოდ გაიმარჯვებს ა.წ. 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში და, სულ ცოტა, კიდევ 6 წლის განმავლობაში დასავლეთი (წაიკითხე, აშშ) მისთვის იმ მწარე რეალობის წინაშე იდგება, რომელსაც ჰქვია: “ვამბობთ პუტინი _ ვგულისხმობთ რუსეთს და ვამბობთ რუსეთი _ ვგულისხმობთ პუტინს”.

ეს კი, თავის მხრივ, ნათელს ჰფენს, ერთი შეხედვით, პარადოქსს _ მიუხედავად ბარაკ ობამას ხმამაღალი განცხადებისა, რომ რუსეთის ეკონომიკა ნაფლეთებად აქცია, რის გამოც რუსეთის მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა გაუარესდა, იანკების მოლოდინი არ გამართლდა და რუსები არათუ წითელ მოედანზე გაცვივდნენ იაფი ძეხვისა და პუტინის გადადგომის მოთხოვნით, არამედ მოხდა ის, რაც არა ერთხელ მომხდარა ამ ქვეყნის ისტორიაში _ რუსეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უფრო მეტად შეიკრა და დაირაზმა ვლადიმერ პუტინის გარშემო, რომლის რეიტინგმა, მით უმეტეს, დედარუსეთთან ყირიმის მიერთების შემდეგ, 80%-ს გადააჭარბა და ეკონომიკამაც ჯერჯერობით მცირედ, მაგრამ მაინც დაიწყო განვითარება.

ასე მოხდა ნაპოლეონის შემოსევისას, როდესაც არ გამართლდა უზურპატორის იმედი _ რუსებს ბატონყმობიდან გათავისუფლებას დავპირდები და ისინიც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძოლებენო. რუსი გლეხობა არათუ აჯანყდა მჩაგვრელი “ბარინების” წინააღმდეგ, არამედ სწორედ გლეხებით დაკომპლექტებულმა დენის დავიდოვისა თუ ატამან პლატოვის პარტიზანულმა რაზმებმა ლომის წილი შეიტანეს ნაპოლეონის უძლეველი არმიის ძლევაში; ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც კერძო საკუთრებასა და ქრისტიანული ზარების რეკვას დანატრებული რუსები არათუ სტალინის წინააღმდეგ აჯანყდნენ, არამედ გენერალისიმუსის მეთაურობით ბერლინში “დაუმთავრეს” საქმე გერმანელებს.

ზემორე თქმულის მიუხედავად, მაინც ბოლომდე არ არის გასაგები რუსეთის, პუტინის დემონიზაციის ნამდვილი მიზეზი. ამის გარკვევას კი ახლა შევეცდებით:

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამას წინათ საჯაროდ განაცხადა _ აშშ-რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი რუსეთის მიერ ლიბერალური ფასეულობების აღიარება-მიღებაზე უარის თქმააო. ზუსტ ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსობრივად ნამდვილად ეს ბრძანა აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა.

თანამედროვე დასავლეთის მთავარი ღირებულება, რომ ევროატლანტიკური სივრცის ტოტალური ლგბტ-ზაციაა, ანუ არა სქესს, ეს თავის დროზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სახელმწიფო დეპარტამენტის იმჟამინდელმა მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადეს, რაც კიდევ რამდენიმე არას გულისხმობს: არა სამშობლოს, არა ისტორიას, არა ღმერთს, არა ოჯახის ინსტიტუტს, არა ზნეობას და ეს არა ლამის უსასრულოდ შეიძლება ჩამოვთვალოთ, რადგან ნეოლიბერალური იდეოლოგია ყველაფერ იმას უარყოფს, რითაც დღემდე მოვიდა კულტურული კაცობრიობა…

აი რა განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლმა, მადამ ნიკი ჰეილიმ 2 თებერვალს:

“რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის! თუმცა არსებობს თემები, რომლებზეც შეიძლება ვითანამშრომლოთ და ვითანამშრომლებთ კიდეც, მაგრამ რუსეთი ჩვენი მეგობარი ვერ გახდება, სანამ რუსეთის მთავრობა საკუთარ ფასეულობებს (კონსერვატიულ-ტრადიციულს _ დ. მ.) მისდევს და, სანამ საერთაშორისო არენაზე ისე იქცევა, როგორც დღეს”…

მშვენიერი ქალბატონის ეს განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ ე.წ. ლიბერალური ფასეულობების მიმართ ჩვენი “სტრატეგიული მოკავშირე” აშშ-ის დამოკიდებულება სისტემური ხასიათისაა, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებაში დემოკრატი ვირები იქნებიან თუ რესპუბლიკელი სპილოები.

Eritage Foundation-ის (აშშ-ის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის) საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ მასალაში ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი წერს: “ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება, მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, რუსეთთან ავტომატურ ომს გამოიწვევს. საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარული იქნებიან, დათანხმდნენ ნატოს წევრობას კომპრომისის საფუძველზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვასა და უსაფრთხოების გარანტიას გულისხმობს, დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება”. მასალაში აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე გავრცელდება ნატოს წესდების მეექვსე მუხლის შესწორება. ანალოგიური შესწორება მიიღეს 1951 წელს, როდესაც ალიანსს საბერძნეთი და თურქეთი შეუერთდნენ. “ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი ზომა, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება”…

ეს, როგორც იტყვიან, ინფორმაცია იმაზე დასაფიქრებლად, ვინ შეიძლება განიხილებოდეს “საქართველოს ოფიციალურ პირებში”, რომლებიც, ნატოში შესვლის სანაცვლოდ, მზად არიან, საქართველო გაყიდონ.

თუმცა რა, სამშობლოს გამყიდველთა სახელი ლეგიონია…

დავით მხეიძე

P.S. დღეს პუტინის რუსეთი და მისი მართლმადიდებელი ეკლესიაა ტრადიციული ღირებულებების უპირველესი დამცველი. თუნდაც მხოლოდ ამიტომ შეგვიძლია თქმა იმისა, რომ რუს ერთან სარწმუნოებრივი ერთობა და მათთან ძმური კავშირი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერეკლე მეორის დროს იყო, რადგან, თუ 200 წლის წინათ ფიზიკურ განადგურებასთან ერთად მხოლოდ გამაჰმადიანება გვემუქრებოდა, დღეს ისლამიზაციის საფრთხე ლგბტ-ზაციამ ჩაანაცვლა. დიახ, “მხოლოდ გამაჰმადიანება”, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მაჰმადიანი ქართველებიც არსებობენ, რომლებიც ქრისტიან ქართველებზე არანაკლებად ქართველობენ, ხოლო სოდომია სასიკვდილო ცოდვაა ყველა ტრადიციულ რელიგიაში. გასულ კვირაში პატრიარქ კირილეს თანდასწრებით რუსეთის პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო ზნეობრიობის საექსპერტო საბჭოს შექმნაზე.

ახლა მავანი ხლისტი თავისი მოკლე ჭკუით ნიშნს მოგვიგებს _ რუსეთში პედერასტების მეტი რა არისო?

ამ “ჩამჭრელი” კითხვის პასუხი მარტივია _ ამა თუ იმ საზოგადოების ზნეობრიობის დონე ლგბტ-თა რაოდენობით კი არ განისაზღვრება, არამედ იმ საზოგადოების დამოკიდებულებით სოდომიის მიმართ.

რუსეთის პარლამენტმა რამდენიმე წლის წინათ მიიღო კანონი და 99 წლით აკრძალა არასრულწლოვანებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, რაც გამორიცხავს გეიაღლუმების ჩატარებასა და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების რეგისტრაციას. ეს კანონი რომ კანონობს ამას წინათაც დამტკიცდა: რუსეთის ფედერაციის ორმა მამრმა მოქალაქემ კოპენჰაგენში გააფორმა ჰომოსექსუალური ქორწინება. ამის შემდეგ მოსკოვში შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ მათ პასპორტებში ოჯახური მდგომარეობის გვერდზე ქორწინების ოფიციალურად დამადასტურებელი ბეჭდები ჩაურტყა. ამის გამო იმ უწყების ხელმძღვანელობა კინწისკვრით გაყარეს სამსახურიდან “ველურმა რუსებმა”… ასეთი რამ ჩვენში რომ მოხდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?

ჩვენი “პრადვინუტი” ასოები და, საზოგადოდ, ლიბერასტები საზეიმო დახვედრას მოუწყობდნენ ახალდაქორწინებულ ჯემალას და შალიკოს, ხოლო პრეზიდენტი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში მიიღებდა ბედნიერ წყვილს ისე, როგორც მისმა კოლეგა ბარაკ ობამამ უმასპინძლა თეთრ სახლში კონჩიტა მარტინესს.

ფუი, ეშმაკს, არ აგვიხდეს!..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here