Home სხვადასხვა დაიჯესტი ანტიოქიის ეკლესიის სინოდმა ბართოლომეოსს ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა კრების ჩატარება სთხოვა

ანტიოქიის ეკლესიის სინოდმა ბართოლომეოსს ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა კრების ჩატარება სთხოვა

987
ანტიოქიის ეკლესია

ანტიოქიის მართმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსს სთხოვა, სასწრაფოდ ჩაატაროს ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა კრება მართლმადიდებელ სამყაროში ცვლილებებზე სამსჯელოდ, კერძოდ, ახალი ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ და ერთობლივად გამოიტანონ გადაწყვეტილება ამ საკითხზე.

ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდმა გამოაქვეყნა განცხადება, მე-10 რიგითი და მე-11 რიგგარეშე სხდომების შედეგებზე. ეს სესიები ამა წლის 3-დან 6 ოქტომბრამდე გაიმართა ლიბანში, ბალამანდის მონასტერში ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის _ იოანე X-ის ხელმძღვანელობით.

წმინდა სინოდმა შეშფოთება გამოხატა მართმადიდებელი ეკლესიების გეოგრაფიის შეცვლის გამოდა აღნიშნა, რომისტორიის ცალმხრივად გადახედვა ხელს არ უწყობს მართლმადიდებლობის ერთიანობას, პირიქით _ აღვივებს სიძულვილს და იწვევს განხეთქილებას ერთი ეკლესიის შვილებს შორის”. ანტიოქიის ეკლესიაში უარყოფენ ახალი ეკლესიის დამკვიდრების პრინციპს არსებული საპატრიარქოების ან ავტოკეფალიური ეკლესიების კანონიკურ საზღვრებში, როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის მეთოდს, ანუ როგორც Iპსო Fაცტო-ს (დე ფაქტოს) მართლმადიდებელ სამყაროში.

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვეს, რომ ცალკეული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მიღების პრობლემის გადაწყვეტა მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიისა და ყველა ეკლესიას შორის ადრე მიღწეული კონსენსუსის პრინციპებით უნდა მოხდეს”, რაც ნიშნავს შეთანხმებას დედაეკლესიასთან, ანუ შეთანხმებას ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

“ანტიოქიის ეკლესია აფრთხილებს მართლმადიდებელ სამყაროს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია საერთაშორისო პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმის სახიფათო გზას ადგას”, _ ნათქვამია ანტიოქიის ეკლესიის სინოდის განცხადებაში.

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია  სთხოვს მის უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქს, სასწრაფოდ მოიწვიოს ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა კრება, რათა გაიმართოს მსჯელობა მართლმადიდებელ სამყაროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, _ ნათქვამია დოკუმენტში, _ ახალი ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე და საერთო გადაწყვეტილების გამოსატანად მანამდე, სანამ მიღებული იქნება ფინალური რეზოლუცია ამ საკითხზე”.

სინოდის იერარქებმა ხაზი გაუსვეს “სულიერი ამაღლების მნიშვნელობას ამ ისტორიულ პერიოდში და ეკლესიებში ერთიანობისა და მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას”.

სასულიერო პირებმა ყველას მოუწოდეს, “არ ჩავარდნენ პოლიტიკურ ორმოში”. ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლებმა ყველას შეახსენეს, რომ “პოლიტიკური ხაფანგები ასუსტებს მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელთა ერთობას მსოფლიოში”.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here