Home ახალი ამბები საქართველო ანტიაზერბაიჯანული იატაქვეშეთი თბილისში – დესტაბილიზაციის კერა აზერბაიჯანში

ანტიაზერბაიჯანული იატაქვეშეთი თბილისში – დესტაბილიზაციის კერა აზერბაიჯანში

1111

აზერბაიჯანული გამოცემა “Day.az” სტატიას სათაურით :” ანტიაზერბაიჯანული იატაქვეშეთი თბილისში, ხროვამ გაქცევა დაიწყო”, თბილისში მოქმედ, კარგად ორგანიზებულ ანტიაზერბაიჯანულ დაჯგუფებაზე წერს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ყველაფერი იღონოს, რათა არ დაუშავს დესტაბილიზაციის მოწყობა აზერბაიჯანში:

– ” თბილისში მოქმედებს კარგად დაფინანსებული ანტიაზერბაიჯანული მიწისქვეშეთის განშტოება, რომელის მიზანი სამოქალაქო ომის, ქაოსის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაა აზერბაიჯანში .

მათი სურვილია აზერბაიჯანში სამოქალაქო დაპირისპირების და ძმათამკვლელი სამოქალაქო ომის გამოწვევა.

მათი ოცნებაა – აზერბაიჯანის ადვილად მართვადი, დამჯერე ქვეყანად ქცევა.

სახელმწიფოდ, რომლის მართვას ქვეყნიდან გაქცეულ პოლიტიკური მარგინალები შეძლებენ.

ამის მაგალითია ,მთელი ის ქარიშხალი, რაც წვრილი “ინკასატორის” დაკავებამ გამოიწვია, რომელსაც მხოლოდ ფულადი თანხა შემოჰქონდა თბილისიდან.

ავფგან მუხტარლი მხოლოდ ლიფსიტაა, დიდ ბინძურ და სახიფათო თამაშში, რაც ბაქოს წინააღმდეგ მძვინვარებს.

ის მხოლოდ ჭანჭიკია იმ დიდი მექანიზმის, რასაც თბილისში მოღვაწე აზერბაიჯანისადმი მტრულად განწყობილი უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურებად ქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები- “Freedom House”, “People in Need”, “Human Rights Watch”, “National Democratic Institute” ეწევიან.

თუმც, ჭანჭიკის ჩავარდნამაც კი, მარგინალების ხროვის სამომავლო ქმედებებში გარკვეული კორექტირება გამოიწვია.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ისინი მოვალენი არიან მიიღონ ზომები ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის გამოსავლენად , რომლის მიზანი აზერბაიჯანში ბუნტის და დესტაბილიზაციის გამოწვევაა, ” – წერს გამოცემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here