Home რუბრიკები პოლიტიკა ანტიაზერბაიჯანული ბუდე საქართველოში უნდა მოიშალოს

ანტიაზერბაიჯანული ბუდე საქართველოში უნდა მოიშალოს

979
აფგან მუხტარლი

ისტერიკა, რომელიც საქართველოში ატყდა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხტარლის დაპატიმრების შემდეგ, არ ცხრება. ლიბერალურმა მასმედიამ (საქართველოში კი მასმედიის უდიდესი ნაწილი ლიბერალურდასავლური შეფერილობისაა) ერთხმად და ერთად გადააქცია ვინმე ჟურნალისტ მუხტარლის თემა დაუძველებელ სიახლედ.

მთავრობა, როგორც ყოველთვის, თავის მართლების რეჟიმშია აგრესიული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, და, რა თქმა უნდა, “ნაციონალური” ოპოზიციის წინაშე. სწორედ ეს “ოპოზიცია” გუშინ და გუშინწინ ფეხით თელავდა ადამიანის უფლებებს, ახლა კი მუხტარლის შემთხვევის გამო ადამიანის უფლებების შელახვაზე ხმაურობენ.

4 მაისს აზერბაიჯანულ მასმედიაში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ეინულა ფატულაევის სტატია (Азербайджанское подполье в Тбилиси: явки, деньги, инструкции), რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი იატაკქვეშა აზერბაიჯანული ოპოზიციის მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე. აზერბაიჯანელი ჟურნალისტისადმი პატივისცემის მიუხედავად, მას არ შეეძლო, ოპოზიციურ იატაკქვეშეთთან დაკავშირებული ასეთი დეტალების ცოდნა. არ არის საჭირო დიდი ექსპერტობა, რათა სტატიის წაკითხვის შემდეგ მიხვდე, რომ სტატია ეფუძნება სპეციალური სამსახურების მიერ მიწოდებულ ფაქტობრივ მონაცემებს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში საუბარია აზერბაიჯანის სპეცსამსახურებზე, რომლებიც ვერ დასხდებიან გულ-ხელდაკრეფილნი და თბილისში ჩაბუდებული არასისტემური ოპოზიციის შესახებ დაზვერვითი ხასიათის ინფორმაციას შეაგროვებენ. აზერბაიჯანმა ამ სტატიის მეშვეობით საქართველოსმესიჯიგამოუგზავნა, რომ ბაქოში ძალიან უკმაყოფილო არიან საქართველოს ხელისუფლების, სულ მცირე, უმოქმედობით ანტისამთავრობო ძალების მიმართ, რომლებიც აზერბაიჯანიდან გამოიქცნენ და ამ სახელმწიფოში ხელისუფლების წინააღმდეგ დესტაბილიზაციას ამზადებენ.

როგორც ჩანს, ეს მესიჯი საქართველოს შესაბამის სტრუქტურებში სწორად გაიგეს და სტატიის ერთ-ერთი ფიგურანტი, აფგან მუხტარლი, აზერბაიჯანის სამართალდამცველთა ხელში აღმოჩნდა. მას ბრალი ედება კონკრეტულ სამართალდარღვევებში, ამასთანავე, არ არსებობდა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე ჩატარებული სპეცოპერაციის არც ერთ ეტაპზე. დიახ, ეს იყო სპეცოპერაცია მეზობელი სახელმწიფოს ეჭვმიტანილი მოქალაქის დაკავებისა. არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომელი სტრუქტურა მონაწილეობდა ამ ოპერაციაში და როგორ იყო განხორციელებული ტექნიკური თვალსაზრისით _ სპეცსამსახურები შექმნილია ასეთი ტიპის ოპერაციების ჩასატარებლადაც. ვინც დღეს კანონზე აპელირებს, უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, განხორციელდეს კანონიერი არასაჯარო ქმედებები თვით სასამართლოს გვერდის ავლით. საქმე ხომ საქართველოს მოქალაქეს არ ეხება. საქართველოში არ არის კანონი, რომელიც სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილ უცხოელებს ხელშეუხებლობის გარანტიას მისცემს.

საქართველოს ხელისუფლებამ სხვა კანონები დაარღვია, კერძოდ, საიმიგრაციო: მთავრობა, პოლიტიკური მოტივებით, თვალს ხუჭავს უცხო სახელმწიფოების მოქალაქეების საქართველოში უვადოდ ყოფნაზე, თანაც ისეთებზე, რომლებიც, შესაძლოა, რამეს აშავებენ. ჩვენი ქვეყანა, უკვე დიდი ხანია, გადაიქცა სანავარდო მინდვრად სხვადასხვა ჯურის საეჭვო ელემენტებისთვის ახლო აღმოსავლეთიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, ასევე, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მაგრამ დესტრუქციული ძალების მხარდაჭერა ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი აზერბაიჯანიდან უკვე ჩვენიმეოცნებეხელისუფლების ნოვაციაა.

მაგრამ ვინმე დაიჯერებს, რომ ამჟამინდელი ჩვენი ხელისუფლება დაინტერესებულია აზერბაიჯანის დესტაბილიზაციით და ილჰამ ალიევთან ურთიერთობის გაფუჭების რისკზე წავა? რა თქმა უნდა, ასეთი რამის წარმოდგენა რთულია, ამიტომ ლოგიკურად ჩნდება ეჭვი _ საქართველო, ფაქტობრივად, აიძულეს, მიეღო და ხელი დაეფარებინა ყველა ამ აზერბაიჯანელიოპოზიციონერისთვის”. ეს გავლენიანი ძალების მხრიდან მოხდა, მაგრამ ისინი არც რუსეთიდან, არც თურქეთიდან არ იმართებიან. ისევ და ისევდემოკრატიულ დასავლეთამდემივყავართ კვალს, რომელმაც უკვე მოასწრო მუხტარლის გამოშეშფოთებისგამოხატვა და საყვედურის თქმა ჩვენი შეშინებული ხელისუფლების მიმართ. თვით დასავლეთი კი ამ საკითხში დიპლომატიურ რიტორიკას იცავს, სამაგიეროდ მან ჯაჭვიდან ახსნა და საქართველოს მიუსია თავისი აგენტურა _ სწორედ ის, რომელიც ახლა ადამიანის უფლებების დარღვევაზე გაჰკივის და მუხტარლის ჯიუტად მოიხსენიებს ჟურნალისტად.

დასავლეთის აგენტურის საყურადღებოდ ვიტყვით: მუხტარლი მართლაც ჟურნალისტი რომ იყოს (არადა, მის არც ერთ ჟურნალისტურ ნაშრომზე _ რეპორტაჟი, სტატია, ინტერვიუ _ არფერია ცნობილი), ეს არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მისი იატაკქვეშა მოღვაწეობის საფარველად და გარანტად.

როდესაც ვამბობ, რომ აზერბაიჯანული იატაკქვეშეთის უკან დასავლეთი დგას, არ მაქვს მხედველობაში მხოლოდ ქართული ლიბერალური წრეების რეაქცია, რომლებიც ოფიციალურად ფინანსდებიან ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მიერ. ამას ამბობს აზერბაიჯანული იატაკქვეშეთის კიდევ ერთი ფიგურანტი, ექსპროკურორი ვიდადი ისკენდერლი. ახლახან, როდესაც ქართველმა ჟურნალისტმა მას ინტერვიუში ჰკითხა, აზერბაიჯანის დატოვებისას რატომ აირჩია მაინცდამაინც საქართველო, ისკენდერლიმ უპასუხა, რომ ასე ურჩიეს “საერთაშორისო ორგანიზაციებმა”. ისკენდერლი საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის 10 ივნისს და ხუთი დღის შემდეგ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ამასთანავე, მისთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოში მანამდე არ აღრიცხულა აზერბაიჯანის მოქალაქისადმი საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის შემთხვევა. გამოდის, რომ ისკენდერლი ან სულელია, ან ყველაფერს “საერთაშორისო ორგანიზაციების” რჩევებით აკეთებდა. სხვა შემთხვევაში იგი უფრო შორს, ევროპაში, გადავიდოდა, სადაც პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღების მეტი შანსია, თანაც იცხოვრებდა უფრო დაცულად და მშვიდად, მაგრამ არა _ დასავლეთს აზერბაიჯანული იატაკქვეშეთი აზერბაიჯანის გვერდით, საქართველოში სჭირდება!

ყველა პატრიოტს უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოში მოქმედი მასმედიისა და ორგანიზაციების უმეტობა, რომლებიც ახლა აზერბაიჯანისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, წარმოადგენს იმ მეხუთე კოლონას, რომელიც პირველი მიესალმება ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნებას, თუკი მას ასეთი შესაძლებლობა გაუჩნდეს. დასავლეთს არ მოსწონს ალიევი, იმიტომ, რომ მან შორს მოისროლა დასავლური სტრუქტურები, რომლებიც აზერბაიჯანის სუვერენიტეტის შეზღუდვას ცდილობდნენ. ამ მიზეზით საქართველოსაც არ აძლევენ შესაძლებლობას, მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ არის ატეხილი მუხტარლიზე ისტერიკა. მისი დამცველები არცთუ დიდი ხნის წინათ გაჰყვიროდნენ აზერბაიჯანთან მეგობრობაზე, რის გამოც თურმე არ შეიძლება რუსული “გაზპრომისაგან” შევისყიდოთ ბუნებრივი აირი, მაგრამ ახლა იმავე აზერბაიჯანს, ფაქტობრივად, შეურაცხყოფენ, როდესაც ამბობენ, რომ მუხტარლისა და სხვა სამართალდამრღვევებს იქ წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდებათ. ამასთანავე, ყველა ცნობა, რომლებსაც ისინი ავრცელებენ ამ ადამიანის “მოტაცებაზე”, მიღებული აქვთ მისგანვე, მისი ადვოკატის საშუალებით. აი ასეთი “დიქტატურაა” აზერბაიჯანში…

საქართველო დაინტერესებულია, თავის ტერიტორიაზე მოშალოს ანტიაზერბაიჯანული ბუდე, რომელიც მოეწყო ქართულაზერბაიჯანული ურთიერთობის გასაფუჭებლად და რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შემობრუნდება საქართველოს საწინააღმდეგოდ, როგორც ახალი რევოლუციური ინტერნაციონალი, “ვარდების”, “ნარინჯისფერიდა სხვა რევოლუციების ანალოგიით. დაე, იხმაურონ ადამიანის უფლებათა ფსევდოდამცველებმა _ საქართველო, უპირველეს ყოვლისა!

გულბაათ რცხილაძე,                                           

პოლიტოლოგიის დოქტორი, გერმანისტი, ... “ევრაზიის ინსტიტუტისდამაარსებელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here