მთავარი პოლიტიკა ანგლოსაქსებმა ამერიკაში ლიბერალური დიქტატურა დაამყარეს

ანგლოსაქსებმა ამერიკაში ლიბერალური დიქტატურა დაამყარეს

418
გააზიარეთ
ჯო ბაიდენი ფიცს დებს

საქართველო და მსოფლიოსწინა ნომერი მკითხველმა 20 იანვარს იხილა _ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს და, აქედან გამომდინარე, თქვენი მონამორჩილი იმ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაშიარ არსებობს ლიბერალზე უფრო მძვინვარე მხეციიმაზე საუბარს, როგორ, რა სცენარით ჩაატარებდა აშშ ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისსაზეიმოცერემონიას, მხოლოდ ვარაუდებით თუ შევძლებდი. ერთადერთი, რისი დანამდვილებით თქმა 20 იანვრამდეც შეიძლებოდა, იყო ის, რომ, რაც უნდა ეღონათ წარსულში თეთრი სახლის მიერ სხვადასხვა მიზეზსაბაბთა გამო საზეიმო ღონისძიებათა ჩატარებაში გამოცდილ ავტორებს, რეჟისორებს, ერთი სიტყვით, “ცერემონმაისტერებს” (თუ ასე თქმა უპრიანია), 20 იანვარს ვერავითარი ნამდვილი ზეიმი, როგორც ასეთი, ვეღარ გაიმართებოდა. ამიტომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვარაუდებზე უნდა ამეგო ჩემიავი მუსაიფი”…

წინა წერილი “არ არსებობს ლიბერალზე უფრო მძვინვარე მხეცი”, ძირითადად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და უეჭველ ფაქტებზე დაყრდნობით ავაგე. მოვლენებსა და ფაქტებზე, რომლებსაც შაპიტოს ცირკი დავარქვი _ ცირკი, საზოგადოდ, მხიარულების, სიცილ-ხარხარის სინონიმია, მაგრამ, რაც ზემოთ ხსენებულ შაპიტოს ცირკში ხდებოდა, სამწუხაროდ, სატირალი იყო და არა სასაცილო. დიახ, სამწუხაროდ, რადგან შაპიტოს არენაზე გამართული პოლიტიკური კლოუნადა, ადრე თუ გვიან, ჩვენამდეც მოაღწევს, ჩვენზეც იქონიებს ნეგატიურ გავლენას. მე, უწინარესად, ეს მადარდებს, ამაზე ვფიქრობ და ვწუხვარ, თორემ ლიბერასტი ანგლოსაქსები წყალსაც წაუღია…

რომელ ზეიმზე შეიძლება საუბარი, როცა თეთრი სახლის ირგვლივ 1 კილომეტრის (!) რადიუსით 3 მეტრის სიმაღლის ფოლადის ღობე შემოავლეს, რომელსაც შიგნიდან 35 ათასი გვარდიელი იცავდა. სამხედროების ეს რაოდენობა გაცილებით მეტია აშშ-ის მიერ ერაყში, ავღანეთსა თუ სირიაში გაგზავნილი სამხედროების საერთო რაოდენობაზე.

წარსულში ჩატარებულ ინაუგურაციებზე, ყოველთვის, სულ ცოტა, 200 ათასი მიწვეული თუ მიუწვეველი სტუმრით ივსებოდა თეთრი სახლის წინა მოედანი, რომელიც წელს სიმბოლურად აშშ-ის 200 ათასი დროშით გადაავსეს _ ვერაფერს იტყვი, დიდებული ანტურაჟის ფონზე შეასრულა აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი ლედი გაგამ

აშშ-ის “ხანგრძლივ” ისტორიაში პირველი და, აქედან გამომდინარე, უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი არ დაესწრო მისი შემცვლელის ინაუგურაციას და თავად არ შეუძღვა მემკვიდრეს ოვალურ კაბინეტში; ასევე ისტორიაში პირველად ჯერ კიდევ პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა არ დაპატიჟა ტრადიციულ ლანჩზე მომავალი პირველი ლედი.

დონალდ და მელანია ტრამპები დილაუთენია უკანასკნელად ავიდნენ ჯერ პრეზიდენტის ვერტმფრენში, შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავის, .. ბორტი #1-ის ტრაპზე და ხაზგასმული დემონსტრაციულობით განერიდნენსაზეიმო ცერემონიას”, რომელსაც ერთმა ენაკვიმატმა ჟურნალისტმა, ჯო ბაიდენის თეთრ სახლში საზეიმო შესვლა კი არა, თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის საპროტესტო გამოსვლა უწოდა.

ანგლოსაქსებმა ამერიკაში ლიბერალური დიქტატურა დაამყარეს

დონალდ ტრამპმა ბოლო მომენტამდე, არც ე.წ. შავი ჩემოდანი გადასცა ახალ მთავარსარდალს. რის გამოც ჯო ბაიდენისთვის შექმნეს ბირთვული შეტევის ახალი კოდი, რომლის “წაკითხვა”, დიდი ალბათობით, გაუჭირდება ჯოს _ კაცს საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების სახელები ვერ დაუმახსოვრებია და…

რაც შეეხება ახალ პირველ ლედის _ ჯილ ბაიდენს, ღმერთს მადლობა უნდა შესწიროს, რომ მელანია ტრამპმა ტრადიცია დაარღვია, თორემ ყოფილი პირველი ლედის (რომელსაც უკვე 21-ე საუკუნის ჯეკი კენედის უწოდებენ) ფონზე ახალი პირველი ლედი იაფფასიანი სასტუმროს მოსამსახურე ქალივით გამოჩნდებოდა.

მოკლედ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დონალდ ტრამპმა ზემოხსენებულიუსაქციელობით”, პრაქტიკულად, ჩაამწარა ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტება, რითაც, ჟარგონით თუ ვიტყვით, პატარააბაროტიაუღო დემოკრატებს, რომლებმაც, თავის მხრივ, ტრამპს პრეზიდენტობა ჩაამწარეს _ მას ხომ 4 წლის განმავლობაში პრეზიდენტად, პრაქტიკულად, არც კი უმუშავია, რადგან ნიადაგ იმის მტკიცებაში გაატარა 4 წელიწადი, რომ პუტინის აგენტი არ იყო.

ტრამპს უტევდა მთელი ლიბერალური მასმედია (თუმცა სხვანაირი არსებობს?), ტელევიზია და პრესა, სოციალური ქსელები: “ტვიტერი”, “ფეისბუკი”, “იუთუბი” და ა.შ. შოუბიზნესი, ლგბტ-თა სამოთხე ჰოლივუდი, საკუთარი პარტიაც კი… და რისთვის, რატომ? იმიტომ, რომ დონალდ ტრამპი ჯონ კენედის შემდეგ აშშ-ის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც თანამედროვე დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ის “წმიდათაწმინდა” ღირებულებას _ ლიბერალიზმს, ე.ი., აშშ-ის მმართველ სისტემას დაუპირისპირდა, სისტემას, რომელიც მსოფლიოს ჩრდილოვანი მმართველია.

დონალდ ტრამპი აშშის ისტორიაში ჯონ კენედის შემდეგ მეორე კათოლიკე პრეზიდენტია. კენედი დალასში მოკლეს უამრავი ადამიანის თვალწინ, ხოლო ტრამპის მორალურ მკვლელობას, მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებით, გამალებით ამზადებს აშშის, პრაქტიკულად, ერთპარტიული ხელისუფლება.

წინა წერილში ნათქვამს გავიმეორებ: დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ის, რომ ვაშინგტონის ბიუროკრატიულ პოლიტიკურ ჭაობს ამოაშრობდა, მაგრამ მოხდა პირიქით _ ვაშინგტონის კორუფცირებულმა პოლიტიკურმა ჭაობმა ჩაითრია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი…

მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, პატარა იმედი იმისა, რომ ყველა და ყველაფერი არ გალიბერასტდება, ჯერ კიდევ არსებობს _ გვირაბის ბოლოს სინათლის პატარა სხივი სჩანს და ამ სხივს ის 75 მილიონი ამამრჩეველი ჰქვია, რომელმაც დონალდ ტრამპს მისცა ხმა.

75 მილიონი(!) _ ეს არის ე.წ. ერთსართულიანი, კბილებამდე შეიარაღებული ამერიკა. ეს არის აშშ-ის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი, რომელსაც ღმერთი სწამს (ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანი კათოლიკეა, მორმონი, მართლმადიდებელი, პროტესტანტი თუ სხვა სარწმუნოების მიმდევარი) და არა ლგბტ-სატანისტები.

ზემოთ უსახურ, პრაქტიკულად, ჩაშლილ ინაუგურაციაზე “ვიღადავეთ” (მომიტევეთ ამდენი ქალაქური ჟარგონი), მაგრამ საღადაოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მოსახლეობის უმრავლესობა გულის სიღრმეში (დიახ, გულის სიღრმეში, ფარულად, რადგან ხმამაღლა თქმა იმისა, რომ ლიბერასტებს არ თანაუგრძნობ, საფრთხის შემცველია, თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება დაგაპატიმრონ კიდეც) ტრადიციული, ნორმალური ფასეულობა-ღირებულებების მიმდევარია.

ბაიდენის გაპრეზიდენტებას მთელი ე.წ. ლიბერასტული დასავლეთი (სხვათა შორის, ჩვენშიც) მიესალმა. ლიბერასტები დასავლეთის სახელისუფლო წრეებში უმრავლესობაში არიან. საზოგადოების უმცირესობა მართავს უმრავლესობას, რაც პარადოქსია, მაგრამ, სამწუხაროდ, უეჭველი ფაქტი. აქედან გამომდინარე, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება ანგლოსაქსების მიერ ლიბერალური დიქტატურის ოფიციალურად დამყარებას ნიშნავს. აი ეს მქონდა მხედველობაში, როცა ზემოთ აგრესიული ნეოლიბერალიზმის “სიკეთეებზე” ვწერდი და ანგლოსაქსები წყალსაც წაუღია-მეთქი, გავლანძღე ჩვენი “სტრატეგიული მოკავშირეები”.

თავად განსაჯეთ _ მისტერ ჯომ ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე დონალდ ტრამპის ბრძანებულებათა გაუქმებას მიჰყო ხელი და პირველი, რაც გააუქმა, დონალდ ტრამპის მიერ აკრძალული, აშშის შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერთა მსახურების უფლების აღდგენა იყო. აქედან გამომდინარე, პენტაგონში, რომ იტყვიან, თავი ასტკივდათ _ საერთო ყაზარმებში განათავსონ ტრანსგენდერები, თუ მათთვის ახალი საძილე კორპუსები ააშენონ…

ეს ისე, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის აბსურდულობის საილუსტრაციოდ. თორემ, ასე იზამენ თუ ისე, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. მე ის მადარდებს, რომ იანკებს ქართველი ერის დამანგრეველი რჩევები (წაიკითხე, ბრძანება) ექნებათ, რომელთა შესრულებასაც აუცილებლად მოსთხოვენ თავიანთ მარიონეტ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ენთუზიაზმით აღასრულებს პატრონთა ნებას

ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და მეგონა, კაპიტოლიუმის შტურმით აღებისა და დარბევის შემდეგ ამერიკელები სხვებისთვის დემოკრატიის სწავლებაზე მთლად უარს თუ არ იტყოდნენ, მენტორულ ტონს ოდნავ მაინც შეარბილებდნენ, მაგრამ არა _ 23 იანვარს ალექსი ნავალნის მხარდამჭერებმა რუსეთის რამდენიმე ქალაქში აშკარად პროვოკაციული ხასიათის საპროტესტო აქციები მოაწყვეს და, ვინც ამის ამსახველ კადრებს უყურა, დამეთანხმება, რომ პოლიციელები მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მოსკოვში აშშ-ის საელჩომ რუსეთი ზედმეტი ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა, რის გამოც აშშ-ის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და უმკაცრესი ნოტა გადასცეს.

იანკები კაპიტოლიუმის დარბევაშიც რუსულ კვალს ეძებენ _ 6 იანვარს, ანუ მაშინ, როდესაც კაპიტოლიუმი შტურმით აიღეს და დაარბიეს, დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა მის “ხაზეინ” ვოვა პუტინსო, რაც სრული აბსურდია. თუმცა ეს სხვა თემაა, ისევე, როგორც გელენჯიკის სასახლე, და ამაზეც და საქართველოსთვის სხვა საჭირბოროტო თემებზე მომავალ ოთხშაბათს ვისაუბრებთ.

დავით მხეიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. batono davit , rogorc koveltvis 100% simartles cert!!
    sashinelebebi moelis msopli da sakartvelosac mat shorios prezident Trump-is gagdebit. es ikneba kvelaze mdzime dro, romlis dasackisad egret codebul “Covid-19” mivichnev. isic Trump-is gasagdebad shemoagores globalistebma!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here