Home სხვადასხვა დაიჯესტი ანგელა მერკელი: ქვეყნებმა ეროვნული სუვერენიტეტი ევროკავშირს უნდა გადასცენ

ანგელა მერკელი: ქვეყნებმა ეროვნული სუვერენიტეტი ევროკავშირს უნდა გადასცენ

2854
ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც) თვლის, რომ ევროკავშირის მთავარი მიზანი საკუთარი უფლებამოსილების გაფართოებაა და ამისათვის ევროპის ქვეყნები დათმობებზე უნდა წავიდნენ, _ იუწყება გერმანული გაზეთი Die Welt.

“ეროვნული სახელმწიფოები ვალდებული არიან, დაუთმონ საკუთარი სუვერენიტეტი ევროკავშირს და ამის თაობაზე გადაწყვეტილებები ეროვნულმა პარლამენტებმა მიიღონ. მათ ეს მკაცრად ორგანიზებული ფორმით უნდა გააკეთონ”, _ ბრძანა  მერკელმა ა.წ. 20 ნოემბერს, როცა სიტყვით გამოდიოდა კონრად ადენაუერის ფონდის შეკრებაზე. ამ შეკრების თემა იყო “პარლამენტარიზმი გლობალიზაციასა და ეროვნულ სუვერენიტეტს შორის”.

რამდენიმე დღით ადრე მერკელს გამოსვლა ჰქონდა ბუნდესტაგში, რომლის დროსაც მკაცრად დაგმო ეროვნული მისწრაფებები და უშურველად აქო ყოველგვარი შეღავათები მიგრანტებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here