Home ახალი ამბები მსოფლიო ანატოლი პეშკო: უკრაინას ხურდა ფულად გადააქცევენ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებისას

ანატოლი პეშკო: უკრაინას ხურდა ფულად გადააქცევენ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებისას

1490
ანატოლი პეშკო

ანატოლი პეშკო: უკრაინას ხურდა ფულად გადააქცევენ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებისას

კიევში განაცხადეს, რომ უკრაინელებს სასიხარულო არაფერი აქვთ

უკრაინამ არც რაიმე იმედები არ უნდა დაამყაროს და არც ილუზიები არ უნდა შეიქმნას ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელ შეხვედრაზე. რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს _ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს 16 ივლისს ჰელსინკში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის საკითხზე ბევრად მნიშვნელოვან თემებზე ექნებათ სალაპარაკო. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა ანატოლი პეშკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პეშკოს აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, უკრაინაზე არ იფიქროს, მაგრამ, თუკი მართლაც იქნება პუტინსა და ტრამპს შორის უკრაინაზე საუბარი, “უკრაინას ხურდა ფულად გადააქცევენ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებისას”, რათა შეძლონ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. ამიტომ არ ღირს, უკრაინელებს ამ შეხვედრის დიდი იმედი ჰქონდეთ. “ასე რომ, უკრაინელებს სასიხარულო არაფერი გაქვთ,

ნუ უჯერებთ უკრაინულ მასმედიას,” _ განაცხადა ანატოლი პეშკომ პრესკონფერენციაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here