Home სხვადასხვა დაიჯესტი ანაკონდას მარყუჟი _ უკრაინის მიმართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები მკაცრდება

ანაკონდას მარყუჟი _ უკრაინის მიმართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები მკაცრდება

უკრაინას ვალს მიწის გაყიდვით გაასტუმრებინებენ

1159
ანაკონდას მარყუჟი _ უკრაინის მიმართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები მკაცრდება

პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის ტიტანური ძალისხმევა, როგორმე მიეღოთ კანონიბანკების მუშაობის რეგულირების მექანიზმების სრულყოფისთვის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ”, წარმატებით დასრულდა. კანონი მიიღეს 13 მაისს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კატეგორიული მოთხოვნა შესრულებულია. უკრაინის ხელისუფლებას გაუჩნდა იმედი, რომ კიევში დაიწყება დოლარების წვიმა კრედიტების სახით.

27 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებდა 8 მილიარდ დოლარს, მაგრამ თავისი განცხადება 7 აპრილს შეასწორა: კიევს პირველ ტრანშს 1,75-2 მლრდ დოლარის ოდენობით გადაურიცხავენ პარლამენტში კენჭისყრის წარმატებით დასრულებიდან 15 დღის შემდეგო. 8 მაისს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება 2020-2021 წლებში “უცვლელი იქნება და ის 5 მლრდ დოლარს შეადგენს”. 12 მაისს უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა დააზუსტა, რომ ბანკების შესახებ კანონის მიღების შემდეგ უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებდა 5 მლრდ დოლარს “18 თვის ვადით”. ეს ნიშნავს, რომ კრედიტორებმა დაკარგეს ნდობა უკრაინის მიმართ და გაფართოებული დაფინანსების სამწლიანი პროგრამა მოკლევადიან Standbyით შეცვალეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ სჯერა, რომ უკრაინელი შეგირდები მართებულად განახორციელებენ რეკომენდებულ რეფორმებს, ამიტომ, როგორც ჩანს, მათ დოლარების კაბალაში მოაქცევენ.

კიევს არ აქვს სანდო ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გეგმებზე და ვერ აცნობიერებს, რომ ფონდის მოთხოვნები მხოლოდ გამკაცრდება. 29 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში _ რონ ვან როდენმა ქვეყნის ხელისუფლება გააფრთხილა, ხელი არ ეხლოთ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსთვის. არადა, უზენაეს რადას სურდა, ცვლილებები შეეტანა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში და პოსტიდან გაეთავისუფლებინა მისი ხელმძღვანელი არტემ სიტნიკი.

ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შეამცირებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას, განხილული იქნება, როგორც უარი ადრინდელი ვალდებულებების შესრულებაზე და შესწორებებს შეიტანს უკრაინასთან თანამშრომლობის ნებისმიერ პროგრამაში”, _ აღნიშნა როდენმა.

ანალიტიკოსი ვიქტორ სკარშევსკი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2015 წლიდან უკრაინაში შეიქმნა 6 ანტიკორუფციული ორგანო, რომელთა შესანახადაც 6 წლის განმავლობაში დაიხარჯა 10,7 მლრდ გრივნა (400 მლნ დოლარი), მაგრამ კორუფცია არ შემცირებულა. “ვფიქრობ, უკრაინის მოქალაქეებს ძალიან ძვირი უჯდებათ ეს ანტიკორუფციული ცირკი”, _ ამბობს სკარშევსკი.

კანონ “ანტიკოლომოისკის” კენჭისყრის წინ რადაში მივიდა ზელენსკი (ნიღბით, მაგრამ უჰალსტუხოდ) და დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, “რომელმაც უნდა დაიცვას უკრაინის ეკონომიკა”. ოპოზიციამ, პარტია “ბატკოვშჩინას” წარმომადგენელთა სახით, საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა. იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს კოლომოისკის “პრივატბანკთან”, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და კონსტიტუციის 11 მუხლს. ეს კანონი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს უკრაინის ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელობას, რომელმაც 6 წლის განმავლობაში 105 ბანკი გაანადგურა. მათი მიზანი, ვინც ეს კანონი დაწერა, არის ის, რომ ქვეყანაში დარჩეს მხოლოდ 10-15 ბანკი და უკრაინაში შემოვიდნენ უცხოური (დასავლური) საბანკო დაწესებულებები. პოლიტოლოგ კოსტ ბონდარენკოს თქმით, “ამ კანონს უკრაინის საბანკო სისტემა გაჰყავს უკრაინის სასამართლო სისტემიდან”. ასეთი ვითარება, მისი აზრით, უკვე იყო ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში დაუკრაინა ამ სახელმწიფოების რიგებს შეავსებს”.

ანალოგიური თვალსაზრისი აქვს პოლიტიკის ანალიზისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორ რუსლან ბორტნიკს. მისი თქმით, “საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისი, რათა უკრაინის გენპროკურორ რუსლან რიაბოშაპკასა და პრემიერმინისტრ ალექსეი გონჩარუკის გადადგომის შემდეგ აღადგინონ დასავლეთის დარღვეული გავლენა უკრაინის პოლიტიკურ და საფინანსო სისტემაზე.

მილიარდერი იგორ კოლომოისკი კანონს უწოდებს “ანტიუკრაინულს და სუვერენიტეტითა და კონსტიტუციით ვაჭრობას 30 ვერცხლისთვის”. კოლომოისკის აზრით, უკრაინამ აირჩია “გზა არსაით”.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის საცხოვრებელი ფონდის კავშირის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სკუბჩენკომ. მან განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ არის ხელოვნური სუნთქვის აპარატი, როგორც მას მიიჩნევს ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი. “უკრაინა ჯანმრთელია, მაგრამ ის იძულებით დააწვინეს ამ აპარატის ქვეშ და, სანამ ჩვენ პალატაში ვართ, საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჩვენი სახლიდან გააქვს ფასეულობები”, _ განაცხადა სკუბჩენკომ.

ზოგიერთმა უკრაინელმა ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა “კოვიდ-19”-თან ბრძოლის ფარგლებში გადაწყვიტა, სუბსიდიები მიეცა 25 ღარიბი ქვეყნისთვის, რათა “დაეფარა მათი სავალო ვალდებულებები ფონდის წინაშე მომავალი ექვსი თვის განმავლობაში პირველ ეტაპზე”. სიაში უკრაინა არ არის. მიზეზი მარტივია _ ქვეყანას ვალის გასტუმრება მიწით შეუძლია (მიწის გაყიდვის შესახებ კანონი უკვე მიღებულია).

უზენაესი რადას მიერ მიღებულ კანონში ბანკის შესახებ არის მუხლი, რომლის თანახმადაც, თუკი უკრაინის სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს უკრაინის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შესახებ, ეს არ აღადგენს ამ ბანკის სამართლებრივ სტატუსს და არ ითვალისწინებს სამართლებრივ უფლებებს, მიყენებული ზარალის ანაზღაურების გარდა”. ეს ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია, ნებისმიერს წაართვას ბანკი და, თუ სასამართლო შეცდომად ჩათვლის ვერდიქტს, ერთადერთი, რაც შეუძლია ბანკის ყოფილ მფლობელს, ეს არის მოთხოვნა კომპენსაციისა, თანხის, რომელიც კანონში მითითებული არ არის.

კანონი ბანკებისა და კანონი მიწის გაყიდვის შესახებ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მიწის შესახებ კანონში მითითებულია: “სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დასაკუთრების უფლება აქვთ ბანკებსაც, თუკი მიწა გირაოდ იქნება ჩადებული. ასეთი მიწის ნაკვეთები ბანკებს შეუძლიათ გაასხვისონ 2 წლის განმავლობაში მასზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან”.

დღეს მეპაიეთა საკუთრებაში არსებული საერთო მიწის ფართობი 28 მლნ ჰექტარია. ბევრ უკრაინელ ფერმერს არ აქვს სახსრები, გამოყენებული მიწა გამოისყიდოს დაბალ ფასშიც კი, ისინი მიწას ბანკებში ჩადებენ. და უკრაინის ეროვნულ ბანკს ხელს ვერავინ შეუშლის, ბანკის ლიკვიდაციის შემდეგ მიწა მიჰყიდოს “უკრაინულ” კომპანიას, რომლის უკანაც უცხოელი (დასავლელი) მფლობელები დგანან. როცა ათასობით ფერმერი და მიწის მეპაიე ჩასწვდება ამ ახალი კანონის არსს, ჩატარება დაპირებული რეფერენდუმისა საკითხზე _ მიეყიდოს თუ არა მიწა უცხოელებს, გვიან იქნება.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინაში არიდებს თავს ქართულ მართლმსაჯულებას და რომლის სიტყვაც არ აღიქმება უკრაინის მთავრობის პოზიციად, საკუთარი პერსონის გასაპიარებლად განაცხადა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here