მთავარი პოლიტიკა ამ უხეირო ლექსების გარდა, რას გაუკეთებთ თქვენ საქართველოს?!

ამ უხეირო ლექსების გარდა, რას გაუკეთებთ თქვენ საქართველოს?!

1266
გააზიარეთ
ლაშა ბუღაძე, ლევან ბერძენიშვილი

ბოლო თვეების აშკარა და კაშკაშავარსკვლავიტელეკომპანიარუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რომ არის და, ფაქტობრივად, ყველა თემა მის გარშემო ტრიალებს, ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ გპირდებით, ამჯერად მხოლოდ ერთხელ, შესავალში ვახსენებთ ამ უზრდელ და უთავმოყვარეო არსებას და ისიც მხოლოდ ჩვენი დღევანდელი სტატიიის კონტექსტში.

“აქცენტების” მორიგ საცირკო გამოშვებაში, სადაც ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე, ტრადიციულად, ერთმანეთს უმტკიცებდნენ, სახელისუფლო კრიზისი აშკარაა, ბიძინა ივანიშვილი ისტერიკაშია, ქვეყანა იქცევა, ციდან ცეცხლის წვიმა მოდის, თამარ ჩუგოშვილი ვლადიმერ პუტინის გარე ბიძაშვილია, ხოლო “ქართული ოცნება” თავის გადასარჩენად სატანისტურ რიტუალებს ატარებსო, ნიკა გვარამიამ წამოისროლა ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომელიც მოჰყვა ტელესივრცეში ახლახან გამოჩენილ საარჩევნო-სარეკლამო ვიდეორგოლს, რომელშიც ცნობილი პიროვნებები წარმოთქვამენ ერთადერთ სიტყვას: “ორმოცდარვა”. აი, ამ ვიდეორგოლზე საუბრისას “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა და, ამასთანავე, ყველა შოუს ჟიურის წევრმა და წამყვანმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიდეორგოლში გადაღებული ადამიანები სულაც არ არიან ქართველი საზოგადოების წინაშე რამე დამსახურების მქონენი. ესენი არიან დაბალი დონის ვითომ კულტურის მოღვაწენი და ვითომ ხელოვანები, ხოლო ნამდვილი შემოქმედი ადამიანები და ნამდვილი სახელოვნებო ელიტა ისაა, რომელიც ამ დღეებში ფრანკფურტში წარმოადგენდა საქართველოს, და ისინი სულაც არ უჭერენ მხარს სალომე ზურაბიშვილს, ამიტომ მათ დღევანდელი ხელისუფლება ჩაგრავს და ავიწროებს (დავაზუსტებ: მე ნიკა გვარამიას ამ აზრის შინაარსი გადმოვეცი). აი, სწორედ ამან მიბიძგა, დამეწერა დღევანდელი სტატია იმ გამოჩენილ ქართველ ლიტერატორებზე”, რომელთა ფრანკფურტში გაგზავნასა დაკეკლუცობასსახელმწიფომ რამდენიმე მილიონი ლარი დაახარჯა (ჯერ ზუსტი რაოდენობა ოფიციალურად არ დაუსახელებიათ: ზოგი 28 მილიონს ასახელებს, ზოგიც _ 15 მილიონს, თუმცა არც 15 მილიონია მიზერული თანხა).

არ შევუდგები იმის განხილვას, რა დონის ლიტერატურული “შედევრები” დაწერა იმ 70-მდე ქართველმა “მწერალმა” თუ “პოეტმა”, რომლებიც ქართულმა სახელმწიფომ მსოფლიოს წინაშე ქართული ლიტერატურის წარმოსაჩენად მიავლინა. ვინმემ რომ არ მითხრას _ “შარზე ხარო”, იმასაც დავძენ, რომ, ქართული ხელოვნება ფრანკფურტის ფესტივალზე კარგი კუთხითაც იყო წარმოჩენილი, რაც, ძირითადად, ქართული თეატრის გამოსვლებსა და კინოსტუდიის პავილიონში აისახა, ძალიან საინტერესო ფორმით იყო წარმოჩენილი ქართული დიაფილმები. აი, რაც შეეხება მწერლობასა და პოეზიას, აქ რა დომხალიც არის, საზოგადოდ, ქართულ სინამდვილეში, ზუსტად იგივე დომხალი ხდებოდა ფრანკფურტშიც. პირდაპირ ვთქვათ: ლიტერატურულ პრემიასაბასსულისჩამდგმელებმა და ქართველი საზოგადოებისთვის უკვე საოცრად ოდიოზურმა პიროვნებებმა პრივატიზება, თუ გნებავთ, ოკუპაცია გაუკეთეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და, თუ ამ უნიჭოთა კლანს რამე არ ასიამოვნა, ვერც ერთი ქართველი ავტორი, არათუსაბაზე” , ვერსად ვეღარ გაჭაჭანდება. “საბა” კერძო პირების მიერ დაარსებული და დაფინანსებული პრემიაა, ამიტომაც, ჯანდაბას, იქ, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაარსებულ და დაფინანსებულწინანდლის პრემიასაცკი უკვე იგივეგველეშაპიდაეპატრონა და 2018 წელს განსხვავებასაც თითქმის ვერ ნახავდითსაბასადაწინანდლისჟიურს შორის.

ლევან ბერძენიშვილისა და მის მიერ დამოძღვრილი “მოლიბერასტო”, თანაც ქართველი საზოგადოებისთვის ძირითადად უცხო პერსონების შლიგინი იყო ფრანკფურტშიც, ძალიან მცირე გამონაკლისის (მაგალითად, აკა მორჩილაძის) გარდა. ვინაიდან ხელოვნებისა და განსაკუთრებით კი პოეზიის შეფასება უმადური საქმეა და აქ ნებისმიერი უგემოვნო ტუტუცი “გემოვნებაზე არ დავობენო” აგიყვირდება, მოდი, უფრო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპექტებზე გადავიტანოთ ყურადღება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მთავარი მოვლენა ამ მხრივ ჩვენი “მოხეტიალე რაინდის”, ყოფილი პრეზიდენტის (“რუსთავი 2”-ისთვის _ “საქართველოს მესამე პრეზიდენტის”) _ მიხეილ სააკაშვილის მივარდნა იყო.

მან, როგორც სჩვევია, აუქროლ-ჩამოუქროლა იქაურობას, ბესიკ ხარანაულთან და რამდენიმე ასე თუ ისე ღირებულ მწერალ-პოეტთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო; ლევან ბერძენიშვილს უთხრა: არ ხარ შენ რუსეთის აგენტი, ბოდიში, რომ დაგაბრალეო, და იქიდან გაქრა.

სააკაშვილის ესჩამოქროლებაც”, ალბათ, არ იყო შემთხვევითი, რადგან ამას მოჰყვა ფრანკფურტში მყოფი ქართველიფლაგმანიმწერლების _ ლაშა ბუღაძისა და რატი ამაღლობელის მხრიდან ქართული სახელმწიფოსა და არსებული ხელისუფლების იმისთანა ლანძღვაგინება, მტერსა და ავს არ გაეგონება. თურმე, ნუ იტყვით და, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მწერლებსა და პოეტებს დევნის.

დაახლოებით ისეთივე შთაბეჭდილება დამრჩა, საბჭოთადროინდელი გაჯეჯილებული მწერალპოეტები რომ ყვებიან: კომუნისტები და საბჭოთა სისტემა გვდევნიდაო, და დიად ეროვნულ მოღვაწეებად მოაქვთ თავი; ან მათი შვილები რომ ყვებიან, როგორ ავიწროებდნენ მათ მამებსა და პაპებს საბჭოთა ოფიციოზის წარმომადგენლები. არადა, მათი მამები მთელი ცხოვრება ამ სფეროში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ. როგორც ჩანს, ტრადიცია გრძელდება და ამჯერად უკვე ცოცხალმა და მოქმედმა “მწერალ-პოეტებმა” გადაწყვიტეს, აღარ დაელოდონ, “რას იტყვის მათზე შთამომავლობა” და თვითონ შეუტიეს სახელმწიფოს.

ესჩაგრულიხალხი დღეს საქართველოში გამოსცემს წიგნებს, იღებს პრემიებს, მიდის საერთაშორისო ღონისძიებებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით და იქ ლაპარაკობს, რომ ეს სახელმწიფო მათ ჩაგრავს და დევნის. მაგალითისთვის ლაშა ბუღაძემ მოიყვანა პოეტად მიჩნეული ზვიად რატიანის შემთხვევა, როდესაც ამ “პოეტს” პოლიციასთან მოუვიდა შეხლა-შემოხლა. რატიანისა და მისი მხარდამჭერების ვერსიით, ზვიად რატიანს პოლიციამ იმის გამო სცემა, “წითელი კურტკა რატომ გაცვიაო!” (ციტატაა!), ხოლო მოგვიანებით პოლიციის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი და მოქალაქეების ჩვენებები ადასტურებდა, რომ ზვიად რატიანი იყო გალეშილი მთვრალი და აგინებდა პოლიციასაც, მინისტრსაც, ბიძინასაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, პატრიარქსაც კი. მოკლედ, ამ გაწამაწიის მიზეზი ჩვენ ან ერთი გვეგონა, ან მეორე; მაგრამ სინამდვილეში ამ ყოველივეს, როგორც ჩანს, სულ სხვა მიზეზი ჰქონია _ “რუსთავი 2”- ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ბატონმა “პოეტმა” მორცხვად აღნიშნა, რომ ის უკვე გერმანიაში იმყოფება და ახლობლების დახმარებით მოიპოვა 1-წლიანი თავშესაფარი ავსტრიაში, მერე კი ნახავს, რა იქნება. აბა, ახლა დამაჯერეთ ვინმემ, რომ მთელი ეს ცირკი ბატონმა “პოეტმა” სწორედ ამ მიზნით არ მოაწყო. ანუ, პოეტებსა და მწერლებს ჩვენი სახელმწიფო კი არ ჩაგრავს, არამედ მათ სურთ, უზრუნველად და უშრომელად იცხოვრონ სადმე უცხოეთში და სპეციალურად აწყობენ ასეთ წარმოდგენებს, რათა შემდეგ 1-წლიანი ან უფრი ხანგრძლივი თავშესაფარი მიიღონ, მათი მოძმეები კი გამოდიან საერთაშორისო ღონისძიებებზე, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონებით არიან წასული და სახელს უტეხენ სამშობლოს. ვერაფერს იტყვი. ილიას, აკაკის, ვაჟას გზის, საქმისა და საქციელისღირსეულიგაგრძელებაა.

თავის დროზე მწერლობისა და პოეტობის დაბრალება მართლაც კარგი უშრომელი შემოსავლის წყარო იყო და, როგორც ჩანს, ეს ტრადიციად მოგვდევს, მაგრამ როდემდე?! დღეს ეს პოეტობა-მწერლობა გადაქცეულია “ლიბერასტი” და “კონსერვატორი” მწერლების საქიშპო არეალად და ხან ლიბერასტები გადაწონიან, ხან _ კონსერვატორები. ბოლო პერიოდში “ლიბერასტი” მწერლების სრული უპირატესობა აღინიშნება, მაგრამ ტრაგედია ეს კი არ არის, არამედ ის, რომ ვერავინ ბედავს, თქვას: სახელმწიფომ არც ერთი მათგანი არ უნდა დააფინანსოს, რადგან არ არსებობს არავითარი ობიექტური კრიტერიუმი იმის გასარკვევად, ვინ არის პოეტი და ვინ _ არა!

ამიტომაც, ჩვენი დღევანდელი წერილი არა ფრანკფურტში მყოფი მწერალპოეტებისლიტერატურულ ხარისხს”, არამედ მათი შუბლის ძარღვის გაწყვეტას მივუძღვენით. მე თუ მკითხავთ, საერთოდ, თუკი ოდესმე და სადმე შევკრებდი პოეტებს, მათ აუცილებლად გავუკრავდი თვალსაჩინო ადგილას დიდი ლადო ასათიანის სიტყვებს: “ამ უხეირო ლექსების გარდა, რას გავუკეთებთ ჩვენ საქართველოს?!” _ ჩვენ რას გავუკეთებთ სამშობლოსო, თორემ ის კი არა, ჩვენ რას გაგვიკეთებს სამშობლოო!

და, თუკი მაინც არ მოისვენებენ, იქნებ ისიც შემეხსენებინა, რომ დიდმა მოაზროვნე პლატონმა თავისი “იდეალური სახელმწიფოდან” საერთოდ განდევნა პოეტები, როგორც უმაქნისი, უსარგებლო, უაზროდ მოჯანყე და შარიანი ხალხი.

ყოველივე ამის გაანალიზებით, ანუ მიშას ფრანკფურტში ჩასვლისა და იქ წასული მწერალპოეტების გვარამიას მიერ დადებითად მოხსენიებით, ფაქტობრივად, ნათელია, რა კრიტერიუმით შეირჩნენ ისინი; ისიც აშკარაა, რომ მათ მიერ დაწერილი ლიტერატურულიშედევრებიარაფერ შუაშია. მთავარიალიბერასტულნაცურიღირებულებების ერთგულება. ზოგმა შეიძლება თქვას, _ არ ვარ ნაციო, მაგრამ იქ სააკაშვილის გამოჩენის არგაპროტესტება და მეტიც, მასთან სახეგაბადრული ფოტოების გადაღება უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს _ ქართული ლიტერატურა ჯერაც ამლიბერასტულნაცურჯგუფებს აქვთ პრივატიზებულოკუპირებული. მე კი თავს უფლებას მივცემ, ჩემი აზრი გამოვთქვა და ამით დავასრულო კიდეც: ჩემთვის ვინც არის დღეს თანამედროვე საქართველოში მართლა ძალიან კარგი პოეტი, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ყველა საქართველოში დატოვეს… როგორც ჩანს, მათი “დაჩაგვრის”, “დევნისა” და “შევიწროების” რიგი ჯერ არ დამდგარა…

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. უმაგრესი წერილია! ბრავო!! დიდი ხანია ველოდი ასეთ სიმართლეს, წლებია ველოდი!! ვერავინ ბედავდა! მე 30 წლის სტაჟის პოეტი ვარ, რომელიც არასოდეს არცერთ ამ ფსევდო-ლიტ-კონკურსებში არ ვიღებდი და არც ვიღებ მონაწილეობას და ეს სირცხვილადაც კი მიმაჩნია! მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია და არავის ვახვევ თავზე! თორემ ის, რასაც ამ სტატიის ავტორი წერს – რომ ეს ერთმნიშვნელოვნად კლანია და იქ არავის გააჭაჭანებენ, თუ არ უკმევ მათ… ეს ათას პროცენტიანია!! და საერთოდ, რა ფრანკფურტი? რის საქართველოს სახის წარმოჩენა? ვის აბოლებენ?… სირცხვილი იყო და მეტი არაფერი ეგ ღონისძიება!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here