მთავარი პოლიტიკა “ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე…”

“ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე…”

567
გააზიარეთ
“ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე...”

ერთადერთი, მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ძალა თუ პარტია _ აი იარლიყები თუ ტიტულები, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიქართულ ოცნებასთანჭიდილში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ მიიწებაერთიან ნაციონალურ მოძრაობადწოდებულმა პარტიამ.

თუმცა ეს იარლიყები თუ ტიტულები თვითონ კი არ მიიწებეს ნაცებმა, ჩვენმა “მეგობარმა” დასავლეთმა (წაიკითხე, აშშ) მიაწება და ქართველთა სისხლსა და ცრემლში გათხვრილ და, აქედან გამომდინარე, ქართველთა საძულველ მიშნაც ფაშისტებსჩვენმა მეგობრებმაყალბი 40% დაუწერეს და სოლიდური წარმომადგენლობით დასვეს პარლამენტში, სადაცქართულ ოცნებას” “ნაცმოძრაობასთან.. კოჰაბიტაცია აიძულეს. ზემოთ ნახსენები გამანადგურებელი მარცხი მთავარი ოპოზიციური ძალის ტიტულითა თუ იარლიყით შეუცვალეს ქართველთმოძულე მიშნაცებს ჩვენმამეგობრებმადა ამ ამაზრზენი სურათის ფონზე ვცხოვრობთ ბოლო 7 წელიწადია. ერთადერთი განსხვავება ნაცების 9 წელიწადსა და ქოცების 7 წელიწადს შორის არის ის, რომ ქუჩებში აღარ გვხოცავენ და ციხეებში აღარ გვაწამებ-გვაუპატიურებენ. ეს ნამდვილად არ არის ცოტა _ არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც გავიმეორებ: ვერავინ და ვერაფერი ვერ მათქმევინებს იმას, რომ ნაცების 9 წელი ქოცების 7-ს სჯობდა, მაგრამ, რომ იტყვიან, ყველაფერს აქვს დასასრული _ ქოცების მუდმივმა აპელირებამიმ” 9 წელიწადზე ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებზეიმუშავა”. მომავალ არჩევნებზე მხოლოდთორემ მიშა მოვააღარ გაჭრის ამომრჩევლის მოსაზიდად. ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის განმავლობაში ქოცებმა დაგვიმტკიცეს, რომ “ქართული ოცნება”, საგარეო თუ საშინაო მიმართულებით, სულაც არ ყოფილა ქართველთა ოცნება და აქედან გამომდინარეა ქოცების რეიტინგის კატასტროფული დაცემაც.

ქართველი საზოგადოების ერთადერთი ნუგეში ამკატასტროფისმიმართ არის ის, რომ, მიუხედავად ნაცებისადმი ჩვენი დასავლეთელიმეგობრებისაშკარა თუ ფარული მხარდაჭერისა, ქოცების რეიტინგის დაცემა, საბედნიეროდ, არ ნიშნავს ნაცების რეიტინგის ავტომატურ მატებას _ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი “ევროპული საქართველო”, დიდი ხანია, პოლიტიკური პარტიები კი არა, ლიბერასტული დასავლეთიდან (აშშ) დაფინანსებულ-მართული სექტებია და მათი რეალური რეიტინგი, ერთად თუ ცალ-ცალკე, “ქართული ოცნების” რეიტინგზე გაცილებით ნაკლებია. რაც შეეხება ოპოზიციურობაზე პრეტენზიის მქონე სხვა პარტიებს: მათი საარჩევნო “მიღწევები”, როგორც წესი, დიდი-დიდი ორი პროცენტია ხოლმე და ნულოვანი ბარიერის პირობებში 2-3 სადეპუტატო მანდატს, ალბათ, აიღებენ. ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაზე, რომელის ერთ-ერთი ვარსკვლავი ვინმე მაჭუტაძეა, ხოლო პრიმადონა _ “პუბლიცისტკა” თაკო ჩარკვიანი, ლაპარაკიც არ ღირს. როგორც ცნობილია, მომავალ არჩევნებზე ბლოკების შექმნა გამორიცხულია და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციიდან ე.წ. პარავოზის გარეშე დარჩენილი პარტიები რა ჩიტსაც დაიჭერენ, ვნახავთ…

“ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე...”

ამთავითვე ადვილი სავარაუდოა, რომ ქოცები აბსოლუტური უმრავლესობით ვეღარ შევლენ პარლამენტში, მაგრამ, დიდი ალბათობით, უბრალო უმრავლესობას შეინარჩუნებენ. აქედან გამომდინარე, დანარჩენ სუბიექტთა შორის ბრძოლა მეორე ადგილისთვის, გნებავთ ნაცების მიერ მითვისებული მთავარი ოპოზიციური პარტიის იარლიყისთვის გაჩაღდება…

აღსანიშნავია, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” თავისი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში პირველმა დაიწყო ე.წ. რეალპოლიტიკის კეთება და, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკური ელიტის რუსოფობიისა, რუს პარლამენტარებთან გამართა მოლაპარაკებები, რომლებსაც უკვე ამ ზაფხულს უნდა მოეტანა პირველი რეალური შედეგი რუსეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სახით. მაგრამ სწორედ მთავარი რუსოფობიური ძალების (“ნაცმოძრაობისა” და მისი განშტოების _ “ევროპული საქართველოს”) მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად, რომელიც ე.წ. გავრილოვის ღამის სახელით შევიდა ისტორიაში, “პატრიოტთა ალიანსის” ზემოთ ხსენებული შრომა წყალში გადაიყარა…

რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვის საქმეს ემსახურებოდა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გამართული ე.წ. მაკეინის ფონდის სემინარი თუ კონფერენცია, რომელზეც მიიწვიეს აშშ-ის ყოფილი მაღალი თანამდებობების პირები და დღეს პრეზიდენტ ტრამპის არათუ, უბრალოდ, ოპოზიცია, არამედ გაცხადებული მტრები: მეთიუ ბრაიზა _ გიგა ბოკერიას ძმაკაცი, რომლის საქართველოში მუშაობისას საშინელებები ხდებოდა; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი “გამპრავებელი” ჯონ ტეფტი, ვიღაც ექსპერტი დევიდ კრამერი და ნატოს ყოფილი გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. სწორედ რასმუსენმა “შემოაგდო” ნატოში საქართველოს ინტეგრაციის ახალი სქემა, რომელიც, პრაქტიკულად, სოხუმ-ცხინვალზე სამუდამო უარის თქმას ნიშნავს…

ზემოჩამოთვლილ ადამიანებს მოქმედ რუსოფობ პოლიტიკოსებთან ერთად მასპინძლობდნენ ისეთი “გუშინდელნიც”, როგორებიც არიან ალექსი პეტრიაშვილი და დავით ბერძენიშვილი. ხოლო გიგა ბოკერია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში, რომ ამის შემხედვარეს ეჭვი შემეპარა პრემიერ გიორგი გახარიას დაპირებაში, რომ ნაციონალებს დაამთავრებს…

ერთადერთი, ვინც “დაავიწყდათ”, “პატრიოტთა ალიანსის” გენმდივანი და პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც, მისივე თქმით, სულაც არ დარდობდა იქ არმიწვევას და არც მივიდოდა, რომ არა გიგა ბოკერიას ტყუილებით გაჯერებული ხანგრძლივი მონოლოგი “პატრიოტთა ალიანსის” პრორუსულობის შესახებ. ბევრს არ გავაგრძელებ ინციდენტზე ლაპარაკს, რომელიც კონფერენციაზე მოხდა, რადგან ის ამაზრზენი კადრები სრულიად საქართველომ იხილა, მაგრამ ვიტყვი: უკაცრავად და, ვინ მიგდია ვიღაც ექსპერტი დევიდ კრამერი, რომელსაც დაავიწყდა, რომ სტუმარი იყო და არა მასპინძელი; თუმცა, რა დაავიწყდებოდა, რაც არ იცოდა, იანკები ხომ, როგორც წესი, სტუმრად კი არა, მასპინძლად გრძნობენ თავს და უფრო მეტიც, დირექტორობენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში?! ჰოდა, ეს ნაძირალა ჯერ ხელით შეეხო, პარლამენტის ვიცესპიკერობას თავი რომ დავანებოთ, პირველ რიგში, ქალს და მისი გათრევა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მოითხოვა დარბაზიდან. მაგრამ ამაზე სამწუხარო იყო ის, რომ ვერც ერთმა იქ მყოფმა ქართველმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედა ქალბატონის დასაცავად ხმის ამოღება. აშშ-ის ელჩები, საერთოდ, “ცარსკი ნამესტნიკებად” მიიჩნევენ თავს, მაგრამ რომელი მეფის ნაცვალი ან ცეკას მდივანი მისცემდა თავს იმის უფლებას, რასაც ამერიკის ელჩები აძლევენ?..

ერთმა ბალტიისპირელმა ისიც კი გაბედა, რომ ირმა ინაშვილს დაემუქრა _ მოგიწევთ ბოკერიას შეყვარებაო…

თუმცა, ერთი სასიამოვნო რამ მაინც მომხდარა _ ქალბატონ ირმას ნაამბობის მიხედვით, მას ამ შეხლა-შემოხლის დროს ვიღაც უცნობმა ქართულად მიმართა: ქალბატონო ირმა, ეგენი (ბრაიზები, კრამერები ტეფტები _ დ.მ.) არ არიან ამერიკა, ნამდვილი ამერიკა თქვენი მეგობარიაო. სამწუხაროდ, ქალბატონმა ირმამ არ გაამხილა იმ ქართველის ვინაობა. მითხრა მხოლოდ ის, რომ ის კაცი პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი ყოფილა და ამ სკანდალის შესახებ აუცილებლად მოახსენებს დონალდ ტრამპს.

15 სექტემბერს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ დაძახილზე, სულ ცოტა, 15 ათასი მომიტინგე მივიდა აშშ-ის საელჩოდ წოდებულ ქაჯეთის ციხესავით მიუდგომელ კრაზანების ბუდესთან.

ვიდექი ამ ხნის კაცი მომიტინგეთა შორის და სიჭაბუკე მახსენდებოდა _ როგორ “აფანატებდა” საბჭოთა “ჯოჯოხეთში” მცხოვრები ჩემი თაობა “თავისუფალ ამერიკაზე” და ყველაფერ ამერიკულზე, რომელსაც სანუკვარი made in USA ეწერა. ახლა კი ვუსმენდი “პატრიოტთა” მოთხოვნების ჩამონათვალს: შეწყვიტეთ მწამებლების _ სააკაშვილ-ბოკერიების მხარდაჭერა! არ გვინდა ნატო, გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა! გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან! არ გვინდა ლგბტ და ა.შ. ამ ყველაფრის შემხედვარეს უკვდავი აკაკის სიტყვები გამახსენდა; “ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე”…

იანკებო! ჩვენში იტყვიან, ეს ერთი და სხვა მრავალიო და ამიტომ გახსოვდეთ: საქართველო არც პანამაა და მით უმეტეს, გრენადა. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც თქვენს სახელმწიფოზე უფროსი მუხა თუ კაკალი ყოველი მეორე გლეხის ეზოში დგას.

დავით მხეიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here