Home სხვადასხვა დაიჯესტი ამძუვნებელი მასწავლებელი ქალი

ამძუვნებელი მასწავლებელი ქალი

1325
სომერ ოდომს

29 წლის ახალგაზრდა ქალს, სომერ ოდომს, ლუიზიანის შტატის ლეიკ-ჩარლზის აკადემიის ორ არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებისთვის 14 წლით თავისუფლება აღუკვეთეს, იუწყება Daily  Star.

ბიჭებიდან ერთი 13 წლისა იყო, მეორე _ 14-ის. გამოძიება 2015 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთის დედამ პოლიციას მასწავლებლის უზნეო ქცევის შესახებ აცნობა. გაირკვა, რომ ამძუვნებულმა ქალმა ორალური სექსი ერთ-ერთ ბიჭთან უშუალოდ საკლასო ოთახში გააჩაღა.

მეორე ბიჭის დედამ კი სასამართლოზე განაცხადა, რომ მისმა შვილმა ისეთი მორალური ტრავმა მიიღო, რომ, მესამე წელია, ფსიქოთერაპევტთან დაჰყავთ სამკურნალოდ.

“თქვენ შეურაცხყოფდით მათ ფიზიკურად და მორალურად. თქვენი ქცევით გაანადგურეთ ჩვენი ბიჭები. სირცხვილისა და ბრალის ტვირთი ახლა თქვენ დაგაწვათ, რათა სრულად შეიგრძნოთ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე”, _ მიმართა ამ ქალბატონმა სასამართლო სხდომაზე “სექსუალურად გააქტიურებულ” მასწავლებელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here