Home რუბრიკები პოლიტიკა ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას” სილა გააწნა

ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას” სილა გააწნა

2896
ქართული ოცნება

აცნობიერებს თუ არაქართული ოცნებისლიდერი, როგორ გამოიყურება მას შემდეგ, რაც დააანონსა ზურაბიშვილის გამარჯვება პირველივე ტურში?

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა ფორმალურად პირველი ადგილი დაიკავა, საქართველოში არავინ დავობს იმაზე, რომქართულმა ოცნებამმტკივნეული მარცხი განიცადა, მათ შორის, მთელ რიგ საკვანძო ოლქებში, მაშინ, როდესაცნაცმოძრაობისადაევროპული საქართველოსტანდემმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. სააკაშვილის მხარდამჭერებმა ირწმუნეს, რომ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგონ.

რა ბანალურიც უნდა იყოს, ამქვეყნად ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის შეუსრულებელ დაპირებებს, პოლიტიკურ შეცდომებს, შერჩევით სამართალს, კორუფციას, ნეპოტიზმს და ა.შ. დღეს “ქართული ოცნება” იმკის იმას, რაც ბოლო წლების განმავლობაში დათესა.

სალომე ზურაბიშვილის ცუდი შედეგის მიზეზი არა მხოლოდ კანდიდატის ზოგადი სისუსტეა, არამედ ის, რომ იმ ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა, რომელმაც ივანიშვილის პარტიას 2012-17 წლებში ზედიზედ ხუთი გამარჯვება მოუტანა, “ქართულ ოცნებასმხარდაჭერაზე უარი უთხრა. ამასთანავე, ზურაბიშვილის კამპანია ძალიან ცუდად დაიგეგმა _ ის ეფუძნებოდა არა კარგ სტრატეგიულ იდეას, არამედოცნებისხელთ არსებული ჭარბი რესურსის შაბლონურ გამოყენებას, მაგრამ პლაკატების სიმრავლე ან ცალკე აღებული სახელისუფლო ბერკეტები არჩევნების მოგებისათვის არასაკმარისია, კოლექტიური ინტელექტის დეფიციტს ის ვერ შეავსებს.

ძნელი სათქმელია, კონკრეტულად როდის დაიწყო მმართველი პარტიის დეგრადაცია, რომელმაც ის ამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა, მაგრამ ერთგვარ რუბიკონად, ალბათ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩავთვალოთ. როდესაც “ქართული ოცნება” აბსოლუტურთან მიახლოებულ ძალაუფლებას მიეკარა, ცნობილი ალგორითმის თანახმად, დაიწყო მისი “აბსოლუტური გარყვნის” პროცესიც. მნიშვნელოვანი როლი სუბიექტურმა ფაქტორებმაც შეასრულეს, უპირველესად, საკადრო პოლიტიკაში _ მხოლოდ 2018 წელს აღმოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ცუდი პრემიერმინისტრია, იმ პერიოდში მმართველი პარტია და სრულიად საქართველო უკვე ცხოვრობდა რეჟიმში “კრიზისიდან კრიზისამდე”.

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომქართულმა ოცნებამ,” ამომრჩევლების დაკვეთის შესაბამისად, დანაშაულებრივი სისტემის დანგრევის ნაცვლად, გადაწყვიტა, ის საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა და საბოლოოდ მის მძევლად იქცა. ეს მსოფლიო პოლიტიკასა და დრამატურგიაში კარგად ნაცნობი სიუჟეტია _ რაინდი, რომელიც ურჩხულს კლავს, ურჩხული თვითონ ხდება. უამრავი კეთილმოსურნე აფრთხილებდა ივანიშვილს, რომ მისი პარტია სწორედ ასეთ ფინალამდე მივიდოდა, მაგრამ ის არც მათ, არც ნეიტრალურ ექსპერტებს არ უსმენდა. ვის უსმენდა? ალბათ, ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს ან იქნებ გიორგი კვირიკაშვილსა და ალექსანდრე ჯეჯელავას?

ყველაზე სასაცილო და ამავე დროს სატირალი, ისაა, რომ მეორე ტურში “ანტინაციონალი” ამომრჩევლების სანიმუშო მობილიზებისა და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, “ქართული ოცნების” ლიდერები, დიდი ალბათობით, ჩათვლიან, რომ პრობლემა მოგვარებულია და წამითაც არ დაფიქრდებიან მის სისტემურ ხასიათზე, რაც მომავალში გარანტირებულ კრახამდე მიიყვანს. საინტერესოა, რა შეიძლება გააკეთოს ასეთ სიტუაციაში “ქართული ოცნების” “ძველმა”, 2012 წლის ამომრჩეველმა: ყოველივე თქმულის მიუხედავად, მმართველი პარტიის გადარჩენა სცადოს თუ შეეგუოს ნაციონალების მცოცავ რევანშს, რომლის პირველი ეტაპი გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება გახდება? ამ ადამიანების ნაწილი ბოლო დღეებში შეშფოთებული ჩანდა და მეორე ტურში ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავდა, თუმცა მეორე ნაწილი აპირებს, “ივანიშვილის დასჯა” განაგრძოს. თუქართული ოცნებისაქტიური მხარდამჭერების რაოდენობის კლება ამავე ტემპით გაგრძელდება, ვაშაძისა და ბაქრაძის თითქმის 50% შეიძლება 70%-ად გადაიქცეს.

პირველად 2012 წლის შემდეგ ნაციონალებმა ირწმუნეს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი აქვთ და ამ გარემოებას მოვლენათა შემდგომი განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მით უმეტეს, რომოცნებისაქტივისა და ამომრჩევლების დიდი ნაწილი დღეს დაბნეულია და არ იცის, რა თქვას. რაც მთავარია, ვაშაძის 50%-თან მიახლოებული შედეგი მეორე ტურის შემდეგ (თუ მას ზურაბიშვილი მოიგებს) შესაძლებლობას მისცემს “ნაცმოძრაობის” ლიდერებს, არა მხოლოდ ისაუბრონ დარღვევებზე, არამედ “ვარდების რევოლუცია 2”-ის აგორება სცადონ. დღეს ამისთვის გაცილებით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა, ვიდრე ადრე.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: 2012 წლის შემდეგ “ნაცმოძრაობა”, ფაქტობრივად, იზოლაციაში იმყოფებოდა. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა, აშკარა სატელიტების გარდა, ერიდებოდა არათუ ალიანსს, არამედ ზედმეტ კონტაქტს მასთან. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კი რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს ვაშაძეს დაუჭერს. ერთი შეხედვით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს პარტია, განსაკუთრებით დაშლის შემდეგ, ძალზე სუსტია, მაგრამ აქ მთავარია პრინციპი _ პარტია, რომელიც 2012-16 წლებში მმართველ კოალიციაში შედიოდა, მხარსნაცმოძრაობისკანდიდატს დაუჭერს. სხვამცირე პარტიებიხედავენ, რომ ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია. კიდევ რამდენიმე მსგავსი ნაბიჯი და ადრე წარმოუდგენელი ალიანსინაცმოძრაობასთანმათთვის შეიძლება მისაღები გახდეს, ხოლო მისი იზოლაცია ისტორიას ჩაბარდება. შემდეგ, სავარაუდოდ, გაჩნდებაგაერთიანებული ოპოზიცია” (ოღონდ რეალური და არა დღევანდელი მულაჟი) და მალე იზოლაციაში თვითონქართული ოცნებააღმოჩნდება, ისევე, როგორცნაცმოძრაობათავის დროზე.

მეორე ტურში ზურაბიშვილმა რომც გაიმარჯვოს, ლიდერების პოლიტიკური იმპოტენცია აუცილებლად მიიყვანს “ქართულ ოცნებას” მორიგ კრიზისამდე 2020 წლის არჩევნებზე, ან უფრო ადრე. სინამდვილეში, “ქართული ოცნებათანდათან კარგავს ხელისუფლებას და კონტროლს საზოგადოებრივ აზრზე და, შესაძლოა, მისი ლიდერები, განსაკუთრებით კი მათიახალგაზრდულსაპარლამენტონაწილი, ამას ვერ აცნობიერებენ. რეალურად, დღის წესრიგში უკვე დგას როგორც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის, ისე მმართველი პარტიის დაშლის საკითხი. ზოგს ჰგონია, რომ ივანიშვილი ამ კრიზისსაცგადააგორებს”. ისინი, სავარაუდოდ, ვერ აცნობიერებენ პრობლემის სისტემურ ხასიათს.

ეს ტრაგიკომიკური ისტორია შეიძლება საშინელი ფინალით დაგვირგვინდეს. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უამრავმა ადამიანმა თავი არ დაზოგა, რეჟიმს დაუპირისპირდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ საფრთხეს უკავშირდებოდა, სამოქალაქო გმირობა გამოავლინა და ბოლოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას ჩააბარა, რომელიც მათ, რბილად რომ ვთქვათ, არადანიშნულებისამებრ მოიხმარეს. ყველა ამ ადამიანისთვის სააკაშვილის რეჟიმის შესაძლო რესტავრაცია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, თორემ “ოცნების” ლიდერშიპს პრობლემები, სავარაუდოდ, არ შეექმნება. ვანო ზარდიაშვილს რეინტეგრაცია “ნაცმოძრაობაში”, წესით, არ უნდა გაუჭირდეს და რეკომენდაციას, ალბათ, ირაკლი კობახიძესაც გაუწევს.

ისე, საინტერესო კია: ვის ან რისთვის დასჭირდა აშკარად არაადეკვატური სოციოლოგიური მონაცემები და ეგზიტპოლები, რომლებიც ზურაბიშვილის გამარჯვებაზე მიუთითებდა? “პირველად საქართველოს ისტორიაშინაციონალების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები რეალობასთან უფრო ახლოს იდგა. რისთვის დასჭირდათ ეს _ ივანიშვილს ატყუებდნენ თუ თავს იმშვიდებდნენ? აცნობიერებს თუ არაქართული ოცნებისლიდერი, როგორ გამოიყურება მას შემდეგ, რაც დააანონსა ზურაბიშვილის გამარჯვება პირველსავე ტურში?

“ქართული ოცნების” მთავარი ლოზუნგი მეორე ტურის წინ “ნაცმოძრაობის” რევანშის შეჩერება გახდება, რაც უკვე კარგად ჩანს ლიდერების კომენტარებსა და სოცქსელებში. მმართველობის 6 წლის განმავლობაში მან არ შექმნა არათუ გამაერთიანებელი იდეოლოგია, არამედ თუნდაც ერთი პოზიტიური იდეა, რომელიც მის ამომრჩევლებს შეაკავშირებდა და მხოლოდ სასიკვდილო საფრთხის მოგერიებისკენ მოუწოდებს. მაგრამ ამომრჩეველმა და, საზოგადოდ, ადამიანმა, არ შეიძლება მხოლოდ ამით იცხოვროს და პოლიტიკური პროცესი, ისევე, როგორც საკუთარი ცხოვრება, ომის ლოგიკას დაუქვემდებაროს. საზოგადოებას აინტერესებს ქვეყნის განვითარება, შენება, ეკონომიკური ზრდა; სურს, ხმა სწორედ ამას მისცეს და არა მხოლოდ მოწინააღმდეგის შეჩერებას.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ბირთვს 2012-ში და მომდევნო წლებში კონსერვატორი ამომრჩევლები წამოადგენდნენ. ისინი ძლიერ განაწყენდნენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გამო (შემდეგ კი საქმე ლამის მარიხუანის კულტივაციამდე მივიდა), აგრეთვე, მიგრაციის სფეროში რბილი პოლიტიკის გატარების გამო. სხვათა შორის, სააკაშვილმა იგრძნო ცვლილებები მათ განწყობაში და მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეროვნულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე საუბრობდა. ძნელი სათქმელია, რამდენად დაეხმარა ეს ვაშაძეს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ნიშაში “ქართულ ოცნებას” სერიოზული პრობლემები შეექმნა.

მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს მეორე ტურში, საქართველო, დიდი ალბათობით, 2012 წლის დღის წესრიგს დაუბრუნდება, რომლის უარყოფა ცოტა ხნის წინათ სავსებით შესაძლებელი ჩანდა _ ბიპოლარული დაყოფითა და საზოგადოების გახლეჩით. ამას ორი მსხვილი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება უზრუნველყოფს, რომლებიც ეკუთვნიან, უპირველესად, წარსულს და არა მომავალს ან თუნდაც აწმყოს. ალბათ, სწორედ ეს იქნება საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი და უაღრესად ტრაგიკული შედეგი.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here