Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკულ სერიალში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოაჩინეს

ამერიკულ სერიალში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოაჩინეს

2179
სერიალი

სტრატეგიული პარტნიორიმოგვიწოდებს, უარი ვთქვათ აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთზე, “ისტორიულმა მეგობარმაკი პომპეზურად აღნიშნა ართვინის გათავისუფლება ქართველი ოკუპანტებისგან

მას შემდეგ, რაც ენდიაის კვლევამ დაადასტურა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, “სტრატეგიულმა პარტნიორებმაამერიკული გავლენიანი კვლევითი ცენტრის, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტჰერიტეიჯ ფაუნდეიშენისექსპერტ ლუკ კოფის პირით დაიწყეს ლაპარაკი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთისგარეშე საქართველოს შესვლაზე, თანაც, ლუკ კოფის თქმით, “საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სიხარულით მიიღებენ ნატოს წევრობის ამ კომპრომისულ ვარიანტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ”…

საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორის” ინტერესს, ოღონდ საქართველოში თავისი სამხედრო ბაზები განალაგოს და აფხაზეთიცა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჭირსაც წაუღია, ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა, რომელშიც საუბარია აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გამართვაზე.

“მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც”, _ ნათქვამია კვირიკაშვილის მიმართვაში.

სწორედ აფხაზებსა და ოსებთან, აგრეთვე, რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგის გამართვამ შეაშფოთა საქართველოს “უპირველესი მეგობარი” და “სტრატეგიული პარტნიორი”, აგრეთე, მისთვის ფინიასავით თვალებში შემყურე ე.წ. პოლიტელიტა და ატყდა აურზაური.

აფხაზეთი
აფხაზეთი

კვირიკაშვილის მიმართვას გამოეხმაურნენ ამერიკელი ექსპერტები და განაცხადეს, რომ პირდაპირი დიალოგის გამართვით ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და უზბეკეთში _ ჯონ ჰერბსტმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები არალეგიტიმური ფორმირებებია. ლეგიტიმური ერთეულის მხრიდან არალეგიტიმურ ფორმირებებთან შეხვედრა კი, როგორც წესი, არალეგიტიმურ მხარეს მხოლოდ აძლიერებს. საქართველო დიდ რისკზე მიდის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსის მინიჭებით. ამისთვის მთავრობას ძალიან კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს. საქართველო დელიკატური პრობლემის წინაშე დგას”.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში _ კენეტ იალოვიცი კი ამბობს, რომ, პირდაპირი დიალოგის დაწყების ნაცვლად, თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებთან ხალხთაშორისი არაოფიციალური ურთიერთობა უნდა გააღრმავოს. მისი აზრით, ოფიციალური კონტაქტის რისკი აღიარების ნიშანია.

ამერიკელი “ექსპერტების” დამოძღვრას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირ დიალოგზე უარი უნდა თქვას, უსწრებდა ამერიკელი “მეგობრების” პროპაგანდისტული აქტი _ პოპულარულ ამერიკულ კინოსერიალში აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად მოხსენიება.

აი ინფორმაცია, რომელიც imedinews.ge-მ გაავრცელა 21 მარტს და რომელზეც ე.წ. პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს კრინტი არ დაუძრავთ.

ამერიკულ სერიალში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აჩვენეს”.

CBS-ის პოპულარულ სერიალში Madam Secretary, მეოთხე სეზონის მე-14 სერიის ეპიცენტრში აფხაზეთი მოხვდა, თუმცა ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ისე მოიხსენიეს. სერიალი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ისტორიას მოგვითხრობს და ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს. ერთ-ერთი სერიის სიუჟეტი კეტ სანდოვალის (სარა რამირესი) გარშემო ვითარდება, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ გეებს უსაფრთხო თავშესაფრის მოძებნაში ეხმარება. სერიაში ნაჩვენებია, როგორი შიშით უწევთ ცხოვრება სოხუმში მცხოვრებ ჰომოსექსუალებს და როგორ სასტიკად ექცევა მათ პოლიცია. ამ კონკრეტულ სერიას, რომელსაც Refugee ჰქვია, პირდაპირ ეთერში 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა”.

ამა წლის 7 მარტს „ისტორიულ მეგობარ“ თურქეთში პომპეზურად აღნიშნეს „ქართველი ოკიპანტებისგან“ ართვინის გათავისუფლების 97-ე წლისთავი
ამა წლის 7 მარტს „ისტორიულ მეგობარ“ თურქეთში პომპეზურად აღნიშნეს „ქართველი ოკიპანტებისგან“ ართვინის გათავისუფლების 97-ე წლისთავი

“სტრატეგიული პარტნიორი” უკვე დაუფარავად მოგვიწოდებს, უარი ვთქვათ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე და შევიდეთ ნატოში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგება სურს და სულაც არ ანაღვლებს, რომ რუსეთის, ამ უდიდესი ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყნის, სამიზნეში აღმოვჩნდებით.

თურქეთმა კი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, “საქართველოს ისტორიულმა მეგობარმა”, 7 მარტს პომპეზურად აღნიშნა “ქართველი ოკუპანტებისგან” ართვინის გათავისუფლების 97-ე წლისთავი.

აი ასე _ “სტრატეგიული პარტნიორი” მოგვიწოდებს, უარი ვთქვათ აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთზე” და მისი ინტერესების დასაცავად ამ ტერიტორიების გარეშე შევიდეთ ნატოში; “საქართველოს ისტორიული” მეგობარი კი, რომელიც დიდგორის ველზე დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების აღნიშვნას გვიკრძალავს და რომელსაც ძირძველი ქართული მიწები დღესაც მიტაცებული აქვს, ოკუპანტებს გვიწოდებს.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here