მთავარი მსოფლიო ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობა შეჩერდა

ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობა შეჩერდა

1517
გააზიარეთ
ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობა შეჩერდა

ამერიკულ ბირჟებზე აქციების ინდექსი დაცემას განაგრძობს. კერძოდ, ვაჭრობის დაწყებისთანავე, S&P 500-ის ინდექსი 7%-ით დაეცა, რამაც 15 წუთით შეაჩერა პროცესი. ამ პერიოდში კი Dow Jonesის ინდექსი 7,29%-ით შემცირდა, NASDAQ Compositeის კი _ 6,86%-ით.

აღსანიშნავია, რომ ბირჟებზე ინდექსის დაცემა ზედიზედ მესამედ მოხდა. სამი დღის განმავლოაბში Dow Jones-ის ინდექსი 11,48%-ით შემცირდა, NASDAQ Composite-ის კი _ 11,43%-ით. კრიზისი კორონავირუსის გავრცელების ფონზე ხდება, რომელსაც OPEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების, ფაქტობრივად, ჩაშლა დაემატა. შედეგად, ნავთობის ფასი კვლავ იკლებს. შესაბამისად, ნავთობკომპანიების აქციების ფასიც მცირდება. კერძოდ, Occidental Petroleum-ის აქციები 43%-ით შემცირდა, ConocoPhillips-ის _ 30%-ით, Exxon Mobile-ის _ 8,9% -ით, Chevron -ის _ 10,6%-ით. Baker Hughe-ის – 15 %-ით.

ინდექსი შემცირდა აზიისა და ევროპის ბაზრებზე: იაპონური Nikkei-ის ინდექსი _ 5,07%-ით 19 698,76 პუნქტამდე შემცირდა, ჰონგ-კონგის Hang Seng-ის _ 4,23%-ით 25 040,46 პუნქტამდე. ამასთანავე, გერმანულმა DAX-მა 7,83% დაკარგა, ბრიტანულმა FTSE-მ კი _ 8,4%.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here