Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკული მედია: ვაშინგტონის წინააღმდეგ მუშაობდა ყველა, ერთგული ლონდონელი ბანკირების გარდა, იმიტომ, რომ...

ამერიკული მედია: ვაშინგტონის წინააღმდეგ მუშაობდა ყველა, ერთგული ლონდონელი ბანკირების გარდა, იმიტომ, რომ “მსოფლიო ჰეგემონის” უწინდებური შიში აღარ აქვთ

3313
ამერიკული მედია: ვაშინგტონის წინააღმდეგ მუშაობდა ყველა, ერთგული ლონდონელი ბანკირების გარდა, იმიტომ, რომ “მსოფლიო ჰეგემონის” უწინდებური შიში აღარ აქვთ

ამერიკელი ექსპერტები და ჟურნალისტები კვლავ ცდილობენ ვენესუელაში აშშის დამარცხების მიზეზებში გარკვევას: ვაშინგტონის თავმოყვარეობისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ვენესუელის პრეზიდენტად აღიარებული ხუან გუაიდოს ჩაფლავება.

“დამარცხება აშშ-ის უკანა ეზოში” _ სახელდობრ, ამ რანგში განიხილავენ ოკეანისგაღმელი ექსპერტები სამხრეთ ამერიკას, რაც ორმაგად მტკივნეულია.

კარაკასში ამერიკის მთავარი პრობლემა უკვე იდენტიფიცირებულია, მაგრამ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journa -ის ჟურნალისტები უფრო შორს წავიდნენ და გამოარკვიეს საშინელი რამ: ვენესუელაში ვაშინგტონის გეგმების წინააღმდეგ მუშაობდა კოალიცია ქვეყნებისა, რომელთაგან ზოგიერთი ფორმალურად ითვლება აშშ-ის ერთგულ მოკავშირედ. საფინანსო ჟურნალების დიაგნოზი გამოიყურება, როგორცვაშინგტონელი ქორებისმიერ შემუშავებული საგარეო პოლიტიკის განაჩენი.

როგორ გააცურა პუტინმა ტრამპი ვენესუელაში? ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ გათვალა, როგორ მხარდაჭერას მიიღებდა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო რუსეთისა და კუბისგან, აგრეთვე, აშშის მოკავშირეებისგან”, _ წერენ ანალიტიკოსები, რომლებმაც გულდასმით შეისწავლეს, როგორ შეძლო ვენესუელის ლეგიტიმურმა მთავრობამ დასავლური სამყაროს მახრჩობელა ეკონომიკური სანქციებისა და დიპლომატიური წნეხისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ვაშინგტონისთვის მოულოდნელი ვენესუელელი ძალოვანების მადუროსადმი ერთგულების გარდა, “ფერადი რევოლუციისა” და ეკონომიკური კოლაფსისგან კარაკასის გადარჩენის ფორმულა, Wall Street Journal-ის ვერსიის თანახმად, რამდენიმე საკვანძო ინგრედიენტს შეიცავს: რუსეთის მხარდაჭერა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის ორგანიზებაში, კუბის დახმარება სპეცსამსახურების მუშაობის ორგანიზებაში, თურქეთის მზადყოფნა, ემუშავა ფინანსურ შუამავლად და ამერიკის ორი აზიელი მოკავშირის სურვილი, ეყიდა ვენესუელის ნავთობი, სანქციებისა და აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის მრისხანების მიუხედავად.

რთულია განსაზღვრო, სად მთავრდება საფინანსო და სასაქონლო ნაკადების რეალური ანალიზი და სად იწყება გააფთრებული ანტირუსული და სხვა პროპაგანდა, მაგრამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას: ოკეანისგაღმური საინფორმაციო ველის მეინსტრიმულ სეგმენტში ამიერიდან იქნება ვერსია, რომ ვაშინგტონის წინააღმდეგ მუშაობს ყველა, ერთგული ლონდონელი ბანკირების გარდა, რომლებმაც ვენესუელის ოქროს მარაგი გაყინეს.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ვენესუელური კრიზისი არ არის “სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი”, მაგრამ, თურქეთისთვის ან ინდოეთისთვის, აქედან გამომდინარე, ამერიკელები შეიძლება მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ ძალისხმევას სამხრეთ ამერიკის მიმართულებით უპირისპირდება მოკავშირეების საბოტაჟი, არა იმიტომ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ “მსოფლიო ჰეგემონის” მიმართ ისეთი შიში აღარ აქვთ, როგორიც ადრე ჰქონდათ.

The Wall Street Journal-ი გეოპოლიტიკური მოთამაშეების მიმართ ბრალდებების (დაუდასტურებელი) საკმაოდ გრძელ სიას აქვეყნებს.

The Wall Street Journalის ანალიზით, რომელიც გაკეთდა IMPORT GENIUSის მონაცემების ბაზაზე, თითქმის ნახევარი დაუმუშავებელი ნავთობისა, რომელიც ამერიკის მიერ სანქციების დაწესებიდან 9 თვის შემდეგ ვენესუელიდან იქნა ექსპორტირებული ინდოეთში, შეიძინა ინდოეთრუსეთის ერთობლივმა საწარმომ რუსულ გიგანტროსნეფტთანერთად.

ვენესუელის სავაჭრო ანგარიშების მიხედვით, 2018 წელს გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა “ოქროს სანქციების” დაწესების შემდეგ ვენესუელიდან გაიტანეს დაახლოებით მილიარდი დოლარის ოქრო, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელთა თქმით კი _ გაცილებით მეტი. ისინი ეფუძნებოდნენ იმ ადამიანების ჩვენებებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ვენესუელის ოქრო ისევე ტოვებდა ქვეყანას, როგორც სხვა სახელმწიფოების (კოლუმბიის, უგანდის) ოქრო.

აშშში თურქეთის საელჩო უარყოფს ვენესუელასთან ნავთობით ან ოქროთი ვაჭრობას აშშის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით. “ეს არის არა ფაქტები, არამედ ვარაუდები და ჭორები”, _ განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა.

აშშ-ში რუსეთის საელჩომ კი თავი შეიკავა კომენტარისგან, ისევე, როგორც ინდოეთისა და გაერთიანებული არაბული საამიროების წარმომადგენლებმა.

ისე ჩანდა, რომ ამერიკის პრობლემების მოსაგვარებლად არის ერთი უბრალო გადაწყვეტილება: დაწესდეს სანქციები ყველა იმ ქვეყნისა და კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან აშშ-ს ვენესუელის “დახრჩობაში”, და ვაშინგტონს ყველაფერი გამოუვა. სახელმწიფო დეპარტამენტისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ექსპერტები, როგორც ჩანს, ძალიან დაეჭვდნენ “სანქციების ხელკეტის” ეფექტიანობაში, რომელიც უკვე აღარ მუშაობს, როგორც საგარეო-პოლიტიკური ჯადოსნური ჯოხი. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში ვენესუელის ყველა პარტნიორის წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრი სანქციების დაწესების მომხრეები არიან (და ეს გასაკვირი არ არის), ასეთი მიდგომის მოწინააღმდეგენი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე, რომელიც უარს ამბობს ანალოგიური შეზღუდვების დაწესებაზე, არაფერი გამოვა. მეტიც, წნეხში მოქცევა ამერიკის იმ მოკავშირეებისა, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის ზურგს უკან ყიდულობენ ვენესუელურ ნავთობს და გამოდიან კარაკასის ფინანსურ შუამავლებად, დასრულდება იმით, რომ დაზარალდება აშშ-ის ინტერესები სხვა რეგიონებში, მაგალითად, ირანსა და ახლო აღმოსავლეთში.

The Wall Street Journa-ის წყაროების დასკვნებით, ძალიან სახალისო სურათი იქმნება: მაგალითად, ინდოეთზე ზემოქმედება, იმისათვის, რომ მან ნავთობი არ იყიდოს ირანისგან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ იმის გაკეთება, რომ ინდოეთმა ნავთობი არ შეიძინოს არც ირანისგან და არც ვენესუელისგან, უკვე არა! ანალოგიური პრობლემებია სხვა სახელმწიფოებთანაც, რომლებსაც აშშ-ისადმი ლოიალურ პარტნიორებად მიიჩნევენ. ამჟამად ეს ლოიალურობა, ძირითადად, დეკლარაციის დონეზეა.

ერთერთ ვენესუელელ დისიდენტს, რომელიც ამჟამად საგარეოპოლიტიკურგონებრივ ცენტრშიმუშაობს, ტყუილად არ დაუჩივლია ჟურნალისტებთან იმაზე, რომრეჟიმის შეცვლა სამხედრო ძალის გამოუყენებლად რთულია”, _ და თუმცა ტრამპმა არაერთხელ ნართაულად მიუთითა ამ სამხრეთამერიკული პრობლემის სამხედრო ძალით მოგვარებაზე, სამხედრო ინტერვენციის რეალურად დაწყების შანსი ძალიან ცოტაა. ბევრი სირთულეა, როგორც იმიჯური, ასევე სამხედრო ხასიათის (მაგალითად, პარტიზანული ომი ვენესუელის ჯუნგლებში), თუმცა The Wall Street Journaის ანალიზი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ოღონდ _ აშშის ოპონენტებისთვის.

განსაცვიფრებელია, რომ ამერიკული მედიასივრცის საუკეთესო ფინანსური და პოლიტიკური სფეროს ანალიტიკოსები ვერ ამჩნევენ კარაკასში პროამერიკული პუტჩის ჩაფლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს და დიდია ალბათობა იმისა, რომ ვაშინგტონელი პოლიტიკოსები მზად არ არიან, აღიარონ თავიანთი მთავარი პრობლემა.

სოციალური ქსელების დახმარებით პოლიტიკისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ტექნოლოგიებიფერადი რევოლუციებისორგანიზაციის საქმეში ისეთი ეფექტიანი იყო, რომ მედიასივრცესა და სოციალურ ქსელებში დომინირება საკვანძო და დიდწილად საკმარის პირობად ჩაითვალა ვაშინგტონისთვის მიუღებელი ნებისმიერი ხელისუფლების დასამხობად. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ვენესუელის შემთხვევაში. მედიისა და სოცქსელების აზრით, ხუან გუაიდოს ყველაფერი კარგად აქვს, მისი სელფები და ფოტოები მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი მიტინგის ფონზე, რომლებიც სააგენტო Reutersმა გამოაქვეყნა, მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომელიც რატომღაც არავის აშფოთებს: ეს ფოტოები არის მადრიდში გამართულ მიტინგზე გადაღებული და არა კარაკასში. ეს ძალიან უცნაური პოლიტიკურიგამარჯვებაა”.

სააგენტო “ბლუმბერგმა” გაავრცელა ინფორმაცია (თავის წყაროებზე დაყრდნობით), რომ ვენესუელის მთავრობა გასაყიდად ამზადებს ნავთობის მოპოვების პროექტებს იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან ვენესუელაში სამუშაოდ, ე.ი., რუსეთის, იტალიისა და არგენტინის კომპანიებისთვის. თუ ეს მართლაც ასე მოხდება, გამოვა, რომ ვენესუელის ნავთობის ხელში ჩაგდების მიზნით ვაშინგტონის ძალისხმევა და “ფერად რევოლუციაში” ჩადებული ყველა ინვესტიცია დასრულდა ვაშინგტონისთვის გასაოცარი და დამამცირებელი შედეგით: ამერიკელები ნავთობს ხელში ვერ ჩაიგდებენ. სამაგიეროდ, სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია გაიხაროს ვენესუელის ყალბი პრეზიდენტის აბსოლუტურად უსარგებლო სელფებითა და ათასობით “ლაიქით”. თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, “ფერადი რევოლუციების” მოწყობის ამერიკის მცდელობებზე “ანტიხალხური დიქტატორები” ბევრს იცინებენ.

Ria.ruზე გამოქვეყნებული ივანე დანილოვის წერილის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here