მთავარი პოლიტიკა ამერიკის მიერ გადმოგდებული სატყუარა, რომელსაც თუ გადავყლაპავთ, სირიას დავემსგავსებით

ამერიკის მიერ გადმოგდებული სატყუარა, რომელსაც თუ გადავყლაპავთ, სირიას დავემსგავსებით

1305
გააზიარეთ
ამერიკის მიერ გადმოგდებული სატყუარა, რომელსაც თუ გადავყლაპავთ, სირიას დავემსგავსებით

აგერ უკვე 30- წელს ვითვლით, რაც პირველად ითქვა (მიტინგზე), რომ საქართველოს ხსნა ნატოში ინტეგრაციაა. ისე როგორ იქნებოდა, საბჭოთა კავშირის ნამსხვრევებში მოყოლილი რესპუბლიკები ამერიკასა და ევროპას არდაეთრიათდა ამიტომ დაპირების მოფიქრებაც კი არ დასჭირდათ. უბრალოდ, აქ ნათქვამი ხელზე დაიხვიეს: თურმე ქართველებს ყველაზე მეტად ნატოში შესვლა სურთო, და საკენკს, სახელად NATO/OTAN, ყოველწლიურად ზუსტად იმ დოზით გვიყრიდნენ, რამდენიც საჭირო იყო. ჩვენც აღფრთოვანებულები ვიკვებებოდით, სანამ ჯერმაპზე უკეთესიარ დაგვიყარეს საკენკად და შემდეგ, როცა საფრანგეთის პრეზიდენტყოფილმა ნიკოლა სარკოზიმ არ თქვა: რა ნატო, თქვენ ხომ არგძმარავთო”?!

ჰო, სარკოზი იყო პირველი, ვინც ხმამაღლა აღიარა, _ გამორიცხეთ საქართველოს ნატოში გაწევრებაო და ის მაშინვე არასერიოზულ კაცად გამოაცხადეს. სარკოზის არასერიოზულობა რომ დავიჯეროთ, ისიც უნდა დავიჯეროთ, რომ საფრანგეთის ჯერ ფინანსთა და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, ბოლოს კი ქვეყნის პრეზიდენტი თურმე მასხარა ყოფილა. ჰო, 65-მილიონიანი საფრანგეთის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის, პრეზიდენტი ყოფილა მასხარა. გჯერათ?!

ჰოდა, ამერიკელებმა და ევროპელებმაც არ დაიჯერეს, რომ ამას შევჭამდით და ამიტომ აუცილებელი შეიქნა რაღაც ახლის მოფიქრება, ისეთის, ნატოს საწინააღმდეგო ტალღას რომ ჩააქრობდა. შეიძლება ტალღა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, მოსახლეობის უმრავლესობას რეალურად რომ აღარ სჯერა ნატოში შესვლის პერსპექტივის და ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს, ცხადზე ცხადია. შედეგად, რამდენიმე დღის წინათ მივიღეთ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, საქართველოში ხელისუფლებისა თუ ოპოზიციისთვის ყოველთვის სასურველი სტუმრის, ანდერს ფოგ რასმუსენის, განცხადება, რომელმაც ყველანაირი კითხვის ნიშანი მოხსნა და მივედით დასკვნამდე: ნატო არა, კვახი!

და მაინც, რა თქვა რასმუსენმა ისეთი, რომ ამგვარი დასკვნის საფუძველი გვაქვს?

ერთმნიშვნელოვნად პრობლემურია, გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები გქონდეს რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ისმის კითხვა: როგორ შეიძლება ამის გადაწყვეტა? ვფიქრობ, უნდა განიხილოთ საქართველოს შიგნით, მოისურვებდით, ასეთ შემთხვევაში დათანხმებოდით ისეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა? ნატოში კი ზუსტად იმავე საკითხზე უნდა დავფიქრდეთ. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი _ გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. გერმანია ნატოს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი _ ნატოს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ, როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, ნატოს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს. რა თქმა უნდა, ამის განხილვა საკამათოა საქართველოშიც და ნატოშიც, მაგრამ მგონია, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. რადგანაც, თუ ასე არ ვიზამთ, პრეზიდენტ პუტინს დე ფაქტო ვეტოს უფლებას გადავცემთ, რომელიც მუდამ შეძლებს, საქართველოს, უკრაინისა და სხვა მეზობელი ქვეყნების ნატოში გაწევრება აღკვეთოს კონფლიქტების გამწვავებითა და შენარჩუნებით”, _ განაცხადა რასმუსენმა.

პირველ რიგში, ის ვთქვათ, რომ საქართველოსა და გერმანიის შედარება უადგილოა. ჯერ ერთი, გერმანია სხვა განზომილება და მასშტაბები იყო; მეორე _ საბჭოთა კავშირი, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო, არ იყო ამ გაერთიანების წინააღმდეგი და მეტიც: ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძის სახით გერმანიის გაერთიანების საქმეში აქტიურად მონაწილეობდა.

რეალურად, ეს არის ამერიკის მიერ გადმოგდებული სატყუარა, რომელსაც, თუ გადავყლაპავთ, შემდეგ ფორმულირებას მივიღებთ: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგი წავა იმისა, რომ ქვეყანა ნატოში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე შევიდეს. ამასთანავე, არსებობს უდიდესი საფრთხე იმისა, რომ სწორედ საქართველოს მეშვეობით ევროპამ და ამერიკამ რუსეთის პროვოცირება მოახდინონ.

გეტყვით როგორ: თუ ნატოში ამ პირობებით მიგვიღებენ, ეს ორგანიზაცია მოინდომებს საქართველოში სარაკეტო დანადგარების განთავსებას, მიზეზად კი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებას დაასახელებს. როგორ გგონიათ, საით იქნება მიშვერილი ეს დანადგარები? _ სწორია, რუსეთისკენ.

როგორ გგონიათ, ზედ საზღვართან არსებულ სარაკეტო დანადგარებს როგორ შეხედავს რუსეთის ფედერაცია: არ მოითხოვს რუსი მოსახლეობა ამ დანადგარებისგან დაცვას და მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერ დროს შეიძლება კვერი დაუკრას ევროპისა და ამერიკის ლიდერებს და ეს დანადგარი ერთ, არც თუ მშვენიერ დღეს, გაისროლოს? რა მოხდება შემდეგ? _ “არაფერი განსაკუთრებული”, საქართველო დაემსგავსება სირიას, რეგიონს, რომელშიც დღემდე ომია და ერთი შენობაც არ არის დარჩენილი, ჭურვი არ ჰქონდეს მოხვედრილი. მერე რიგრიგობით დაგვბომბავენ კოალიციური ჯარები, _ აქაოდა, ტერორისტებს ვებრძვითო; თურქეთი აჭარას დაიკავებს იმ საბაბით, რომ საზღვრები უნდა გაამაგროს; იქით სომხეთი იზრუნებს თავის საზღვრებზე; აქეთ _ აზერბაიჯანი და საქართველო ზუსტად ისე დარჩება მხოლოდ ფურცელზე, როგორც დღეს სირიაა დარჩენილი. მერე ევროპა იმაზე იმსჯელებს, საქართველოდან წასული ლტოლვილები მიიღოს თუ არა და რა რაოდენობით, აჭამოს თუ არ აჭამოსდა დაგვერქმევა ყოფილი ქვეყანა და ყოფილი ერი.

ეს არის ამ შეთავაზების ყველაზე მძიმე, მაგრამ ყველაზე რეალური გაგრძელება. როგორც უნდა შევალამაზოთ, რამდენიც უნდა ვიდავოთ, ფაქტია, ასე მარტივად არაფერი მოხდება. უბრალოდ, ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერები კარგად ხვდებიან, 99%-იანი სიზუსტით, რომ გამორიცხულია, საქართველოს მოსახლეობამ ეს მოინდომოს, ამიტომ მომავალში მათ სათქმელი ექნებათ: თქვენთვის ნატოს კარი ღიაა, მაგრამ არ შემოდიხართო. უკვე იმას კი არ გვეტყვიან: აკაკუნებთ და არ გიღებენ, ღიაა და შემოსვლა არ გინდათო. ეს კარგად მოფიქრებული მახე, რომელშიც საქართველო უნდა გაებას, არ არის მხოლოდ იმისთვის, ჩვენი ქვეყანა რომ აღიგავოს პირისაგან მიწისა. რუსეთთან საომარად ყველაზე კარგი პოლიგონი სწორედ ჩვენი ტერიტორიაა. ამერიკელებმა კარგად იციან, რომ სხვა მეზობლებს ვერ ააბუნტებენ, ვერდააგოიმებენ”, ვერავინ გაბედავს, მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს მხოლოდ ამერიკის საამებლად ეომოს. ჰოდა, მათაც გადაწყვიტეს, რომ ასე აჯობებს და საქართველოსაც ყველაზე, ყველაზე მუხანათური სატყუარა გადმოუგდეს. ისე არ იფიქროთ, თითქოს ეს მხოლოდ ამერიკასა და ევროპას აძლევთ ხელს, ამ პროცესს ორივე ხელით მიესალმება თურქეთი და აკი თქვა კიდეც ამ განცხადების შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომ უახლოეს მომავალში ამერიკასთან საჰაერო რაკეტების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთო. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ “შინაურობაში” ჩვენი ბედი გადაწყვეტილი აქვთ და ახლა მხოლოდ შესაფერის დროს ელოდებიან, რათა ზარ-ზეიმით მიგვიღონ ნატოში და შემდეგ ასეთივე ზარ-ზეიმით დააყენონ სარაკეტო დანადგარები.

კარგად დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ამ 30 წლის განმავლობაში რაში და როგორ ვიგრძენით ნატოს დახმარება. ვერ გაიხსენეთ ხომ? ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ _ ჩვენ თუ დავეხმარეთ ორგანიზაციას, რომლის წევრებიც არ ვართ და ჯერჯერობით, ახალ ნათქვამს თუ არ ჩავთვლით, არც პერსპექტივა გვაქვს? დიახ, ქართველი ჯარისკაცები დღემდე მონაწილეობენ ნატოს მისიებში, იბრძვიან და სიცოცხლეს წირავენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ალბათ, მხოლოდ იმ ჯარისკაცების ოჯახის წევრებს ახსოვთ, რომ შვილები, ძმები, მამები ცხელ წერტილებში ჰყავთ გაშვებული, თორემ ჩვენ ისე შევეგუეთ ამ ყველაფერს, თითქოს ასეც უნდა იყოს; თითქოს ჩვენი დასაცავია მშვიდობა სამხრეთ აფრიკასა და ავღანეთში, თითქოს ჩვენი ჯარისკაცები უნდა იყვნენ ყველგან მაშინ, როცა ყველა წამყვანი ევროპული ქვეყანა კონტიგენტს ამცირებს და ამცირებს სწორედ საქართველოს დარი სახელმწიფოების ხარჯზე. სწორედ ნატოში ინტეგრაციის დაპირებებით იწვევენ ნატოს არაწევრი ქვეყნების ჯარისკაცებს ცხელ წერტილებში, საკუთარი ქვეყნის მეომრები კი გაჰყავთ, იმიტომ, რომ მოსახლეობა ჯანყდება: სხვის ომში ჩვენს შვილებს რატომ ხოცავთო?! გესმით? ნატოს წევრი ქვეყნების მოსახლეობა სხვის ომს ეძახის ამ კოალიციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს და ჩვენ იქამდე მიგვიყვანეს, რომ ჩვენი ომი ჰქვია.

რომ გითხრათ, სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი არსებობს-მეთქი, მოგატყუებთ. ევროპა და ამერიკა გადამწყვეტ იერიშზე რომ არის გადმოსული, ცხადია. ისიც ცხადია, რომ საქართველო ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ და ჩვენი გავლით რუსეთზე დარტყმა სურთ. ანუ, ადრე ნათქვამი, რუსეთთან უკანასკნელ ქართველამდე ვიომებთო, ისევ ძალაში რჩება.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here