მთავარი პოლიტიკა ამერიკის ლიდერს საქართველოს დამოუკიდებლობა სულ “ტრამპზე” ჰკიდია

ამერიკის ლიდერს საქართველოს დამოუკიდებლობა სულ “ტრამპზე” ჰკიდია

გახშირდა უპასუხისმგებლო განცხადებები რუსეთის მიმართ და არ ფიქრობენ, ადრე თუ გვიან, პასუხს რომ მოგვთხოვენ

1062
გააზიარეთ
ამერიკის ლიდერს საქართველოს დამოუკიდებლობა სულ “ტრამპზე” ჰკიდია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღინიშნება. ასეა კონსტიტუციით, კალენდრით, კანონითჰოდა, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერს დამოუკიდებლობის დღე 23 მაისს მიულოცა. ერთი შეხედვით, ვითომ არაფერი, სამი დღე იქეთ, სამი აქეთ, რა პრობლემაა. სავარაუდოდ, ტრამპს უთხრეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოდისო და მანაც კალენდარს გახედა, მიხვდა, კვირას არ მეცლება, დასვენების დღეაო და მოვალეობა მოიხადა.

ამერიკელთა მოლოცვას საქართველოს მთავრობა ტაშით შეხვდა, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, პრემიერმა ბახტაძემ ტრამპს დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისის ნაცვლად 1 ივლისს რომ მიულოცოს? ჯერ ოპოზიცია ატეხს ერთ ამბავს,_ ხელისუფლებამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მთავარი მოკავშირის დამოუკიდებლობის დღე არ იცის (ამერიკის ისტორიის ცოდნა სავალდებულოც არის პოლიტიკოსებისთვის, ალბათ) და მერე ამერიკის საელჩო გამოგზავნიდა საპროტესტო ნოტას, ეს როგორ აკადრეთ ჩვენს დიად სახელმწიფოსო. შესაძლოა ამის გამო ბახტაძე მოეხსნათ კიდეც, მაგრამ არა, ბატონ მამუკას არ შეეშლება, მთავარია, 4 ივლისის დილას ისეთ დროს მიულოცოს ტრამპს, რომ მიმლოცველთა შორის მოწინავე ხუთეულში თუ არა, ათეულში მაინც იყოს.

რეალურად კი, მისტერ ტრამპმა ძალიან მარტივად მიგვანიშნა, არ მაინტერესებს არც თქვენი დამოუკიდებლობის დღე და არც ის, როდის მოგილოცავთო. ისიც ნუ გაგიკვირდებათ, ახალი წელი რომ ახლა მოგვილოცოს, მერე რა? ვინ გაუბედავს შეკამათებას, ვინ ეტყვის, ახალ წლამდე შორიაო? იმის შიში უფრო გვაქვს, ტრამპმა 23-ში მოგვილოცაო და დამოუკიდებლობის თარიღი შეცვალონ და 23-ში გადმოიტანონ, ან, საერთოდ, მოძრავ დღესასწაულად აქციონ და იმის მიხედვით გვაზეიმონ, როცა ამერიკის პრეზიდენტი გადაწყვეტს მოლოცვას.

პარალელურად, საინტერესო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა.

“რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში არის ის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება”, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ განცხადებაში რამდენიმე ფრაზაა საინტერესო. განსაკუთრებით ის, რომ თურმე დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში არის ის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს…” ქალბატონო სალომე, ზოგადად იმის თქმას, რომ “ყველა ევროპელი პარტნიორი” თურმე ამ დღეშია, იქნებ დაასახელოთ ერთი ევროპელი ლიდერი მაინც, რომელიც ან რუსეთში არ ჩადის მოლაპარაკებებზე, ან საერთაშორისო შეხვედრებზე არ ხვდება პუტინს, ან ხელს არ ართმევს, ან სახელმწიფოებს სავაჭრო დონეზე თანამშრომლობა არ აქვთ, ან საზღვარი აქვთ ჩაკეტილი… ვერ დაასახელებთ და იცით, რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი ლიდერი. ვერც ისეთ ლიდერს დამისახელებთ, რომელიც ასე კატეგორიული იქნება რუსეთის პირველი პირის მიმართ, რადგან ყველამ იცის ზომა და წონა და ისიც ყველამ იცის, რომ ამერიკისგან წაქეზებული რუსეთს ბრმად არ უნდა დაეჯახოს და არ უნდა შეასკდეს. მაგრამ ჩვენ არა, ჩვენ ხომ პირველები უნდა ვიყოთ რუსეთის ლანძღვაგინებაში და პირველები იმიტომ, რომ ამერიკას, რომლის ლიდერსაც ჩვენი დამოუკიდებლობა სულტრამპზეჰკიდია, ვასიამოვნოთ და თავი მოვუქონოთ.

ქალბატონო სალომე, თქვენ არ იყავით, აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის თაობაზე ხმამაღალი განცხადება რომ გააკეთეთ, კომისიაც რომ შექმენით და აზერბაიჯანში მოლაპარაკებაზეც ჩავიდა ეს კომისია? და რა მოხდა შემდეგ? მაშინ, როცა მოლაპარაკებების მაგიდას უსხდნენ ჩვენები, თქვენივე ფრთიანი ფრაზით თუ ვიტყვით, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, “სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო” და გათხარა კიდეც. რაღაც არ მოგვისმენია, ისეთივე მკაცრი ყოფილიყავით ილჰამ ალიევის მიმართ, როგორც რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ხართ. რატომ? სტრატეგიული პარტნიორია? და რაში გამოიხატება ეს პარტნიორობა? შეგახსენებთ, რომ საქართველოში წარმოებული, მაგალითად, ღვინის (და ბევრი სხვა პროდუქტის) ნახევარზე მეტი რუსეთის ბაზარზე გადის, აზერბაიჯანს კიდევ საქართველოს გაზისა და ნავთობის ბაზარი აქვს მონოპოლიზებული და მილიარდებს აკეთებს აქ. ვინ არის სტრატეგიული პარტნიორი _ ვინც თავის ბაზარს გიხსნის თუ ვინც შენი ბაზრის მონოპოლიზაციას ახდენს და თან ეროვნულ სულიერ სიწმინდეს გეცილება? მეტი რაღა უნდა ექნათ, მოლაპარაკების პირველივე დღეს არც შედეგს დაელოდნენ, არც შეთანხმებას, ისე დაიწყეს გზის გაყვანა და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგი უკვე იციან. იმიტომ ღობავენ და გაჰყავთ გზა, რომ ზუსტად იციან, რა მოხდება, რაზე დაგითანხმებენ და რაზე მოგაწერინებენ ხელს. თქვენ თუ სხვა შთაბეჭდილება დაგრჩათ, არ დაგვიმალოთ, მაგრამ ესაა მწარე სიმართლე. უფრო საინტერესო რამ თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ჯერ ჟურნალისტებისგან შეიტყო, რომ საზღვარზე რაღაც ხდებოდა, მერე სიტუაციაშიგაერკვადა აღნიშნა, რომ თურმე აზერბაიჯანელები საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედებენ და მათ ამის სრული უფლება აქვთ. არადა, სამუშაოები სწორედ იმ სადავო ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რომელსაც ბაქოში ორმხრივ შეხვედრაზე განიხილავენ და გამოდის, რომ ან პოზიციები დავთმეთ და არ ვიცით, ან საგარეო საქმეთა მინისტრმა არ იცის, რა ხდება საერთოდ ჩვენს თავს და რაზე იმართება მოლაპარაკებები.

ისევ რუსეთს დავუბრუნდეთ. იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოელი მეზობელი უმაღლეს დონეზე არაერთხელ გავაკრიტიკეთ, სანაცვლოდ მივიღეთ მხოლოდ ის, რომ რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგზე. ეს იმ პირობებში, როცა ჩვენ საუბარს გავურბივართ, ამის სურვილი არ გვაქვს. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის პირველივე დღეს განაცხადა, რომ რუსეთთან საუბარს არ აპირებს (განსხვავებით წინასაარჩევნო დაპირებებისა) და საერთაშორისო დონეზეც კი ითქვა, რომ ასეთი მიდგომა შეცდომაა, რადგან საუბარი აუცილებელია. მაგრამ ჩვენ ხომ შეცდომებს არ ვაღიარებთ?! თანაც რუსეთთან დაშვებული შეცდომების გამოსწორება ყოველთვის მარტივია _ საერთაშორისო დონეზე ხელს სწორედ რუსეთისკენ გავიშვერთ, იქ რამდენიმე ევროპარლამენტარი თავის კანტურით დაგვეთანხმება და მორჩა, შეცდომა აღარ არის. მერე რა, რომ ეს ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ხელისუფლებაში თვლიან, რომ რუსეთი გვაპატიებს, დაგვინდობს, ჩვენთვის არ სცალია, პასუხს არ მოგვთხოვს. ჰოდა, გახშირდა უპასუხისმგებლო განცხადებები რუსეთის მიმართ და არ ფიქრობენ, რომ, ადრე თუ გვიან, როცა ერთ მაგიდასთან დასხდომა მოგვიწევს (და აუცილებლად მოგვიწევს), ამ განცხადებებზე (ყველაზე თუ არა, ნაწილზე მაინც) პასუხს მოგვთხოვენ. მერე ხელის გასაშვერი აღარავინ იქნება და თავის მართლებაც არ გამოვა.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, არც საქართველო და არც ამერიკა მზად არ არიან, ჩვენს ქვეყანაში სამხედრო ბაზები განალაგონო, ამერიკულმა მხარემ თავის კანტურით დაგვიმოწმა და გაგვიხარდა, თუმცა შემდეგ განმარტეს, ჯერ არ გვჭირდებაო. ანუ, ჩვენს მზადყოფნაზე კი არ გააკეთეს აქცენტი, არამედ იმაზე, რომ თურმე ამერიკას ეს ყველაფერი, უბრალოდ, ჯერ არ სჭირდება, თორემ რომ სჭირდებოდეს, ვინ ან რა დაუშლიდათ, განათავსებდნენ. ეს არის მწარე რეალობა იმისა, რომ არათუ ჩვენი თავი, ჩვენი ქვეყანაც არ გვეკუთვნის და მაშინვე დავუთმობთ განსაკარგავად ამერიკას ტერიტორიებს, როცა ამას ის ჩათვლის საჭიროდ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდემდე ვიქნებით ასე, მაგრამ რაღაც სასწრაფოდ რომ არის შესაცვლელი, ფაქტია. როცა ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში გვიკიჟინებს იმას, რაც რეალობასთან აცდენილია, ნიჰილიზმი გიპყრობს. როცა თვითონ ხვდები, რომ ყველაზეახლო მეგობარსადა ყველაზესტრატეგიულ პარტნიორს”, რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე ჰკიდია შენი მდგომარეობაც, სტატუსიც, დამოუკიდებლობის დღეც და საზოგადოდ, ნებისმიერი დღე, შენ კი მაინც ეტენები, საქმე სავალალოდაა. იმას არ ვამტკიცებთ, რომ აუცილებლად ვინმეს მხარეს დავდგეთ, მაგრამ საკუთარი ქვეყნისა და თავმოყვარეობის მხარეს რომ ვიდგეთ, აუცილებელია! სხვაგვარად ვიქნებით მუდმივად ისეთ რეჟიმში, როცა საგარეო საქმეთა მინისტრს არ ეცოდინება, რა ხდება საზღვარზე, ხელისუფლებას არ ეცოდინება, როდის დააპირებს სტრატეგიული პარტნიორი სამხედრო ბაზის გახსნას, პრეზიდენტი ჯიუტად იტყვის, რომ არ შეხვდება რომელიმე ქვეყნის ლიდერს მაშინ, როცა ეს ყველაზე ძალიან გვჭირდება და ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანა აღარ გვექნება. მერე მართლა სულერთი იქნება, როდის მოგივლოცავს ისედაც აღარარსებულ დამოუკიდებლობას ამერიკის პრეზიდენტი… თუმცა, მისთვის ახლაც სულ ერთია…

ბესო ბარბაქაძე

რედაქციისგან: ქალბატონი ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობისას რუსეთშიც ჩავიდა, ლავროვსაც მშვენივრად დაუჯდა სალაპარაკოდ და მერე დიდხანს ტრაბახობდა იმით, რომ პრინციპული არგუმენტებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია შეაცვლევინა და საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანაზეც დაითანხმა. ფაქტობრივად, აიძულა, ასეთი იყო მისი განცხადებების სულისკვეთება. ეხლა რა გიშლით ხელს იმავეს გამეორებაში? თუ ქვეყნის ინტერესებს არ სჭირდება ეს? აგერ, ყველაზე დიდი რუსოფობები რომ იყვნენ, ისინიც კი გონს მოეგნენ და ჯერ ესტონეთის პრეზიდენტი ბრძანდებოდა მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებზე, ახლა კი ლიტვის ახალარჩეული პრეზიდენტიც იმავეს აპირებს. რაშია საქმე? იქნებ თქვენსმაგარ დიპლომატობაზესაქმე უფრო იმაშია, რომ რუსეთმა მაშინ კეთილი ნება გამოიჩინა და საქართველოს მოთხოვნას ანგარიში გაუწია თქვენი და სააკაშვილის იმ დაპირების გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ განლაგდებოდა უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები? იმიტომ ხომ არ უარობთ ასე გაწიწმატებული რუსეთთან დიალოგს, რომ გეშინიათ, მაშინდელ შეუსრულებელ დაპირებებს, .. ტყუილებს წინ დაგიდებენ?

P.S. ქალბატონ პრეზიდენტს საქმის კეთებას ბრტყელბრტყელი ფრაზების სროლა და უსაგნო დემაგოგია რომ ურჩევნია, თანაც კომფორტით ცხოვრება ქვეყნის ხარჯზე, ეს მაშინ გამოჩნდა, როცა თავის დროზე ცივად იუარა თბილისის მერად კენჭისყრის შეთავაზება. თბილისის მერმა ყოველდღიურად საჭირო საქმე უნდა აკეთოს, პრეზიდენტმა კი ბიუჯეტის ფულით უსაგნოდ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) უნდა იაროს აღმადაღმა და რუსეთი ლანძღოს საერთაშორისო ტრიბუნებიდან. ამაზე ადვილი რა არის?!

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here