Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელმა პენსიონერმა ლას-ვეგასში 59 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, 500-ზე მეტი _ დაჭრა

ამერიკელმა პენსიონერმა ლას-ვეგასში 59 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, 500-ზე მეტი _ დაჭრა

აშშ-ში კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობა მოხდა _ ამჯერად, მსხვერპლის მიხედვით, ყველაზე მრავალრიცხოვანი

909
სტივენ პედოკი

1 ოქტომბერს აშშის სათამაშო ბიზნესის დედაქალაქ ლასვეგასში 64 წლის მარტოხელა პენსიონერმა სტივენ პედოკმა ავტომატური იარაღიდან ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა ქანთრის (მუსიკალური მიმდინარეობა) ფესტივალის სტუმრებსა და მონაწილეებს. 3 ოქტომბრის მონაცემებით, დაიღუპა 59 ადამიანი, დაიჭრა _ 500-ზე მეტი. მოგვიანებით, როდესაც პოლიციამ სასტუმროს ნომერში შეჭრა სცადა, პედოკმა თავი მოიკლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციაისლამურმა სახელმწიფომდაიკისრა.

სტივენ პედოკმა ფესტივალის სტუმრებს სასტუმრო “მანდალაი-ბეის” 32-ე სართულიდან გაუხსნა ცეცხლი, როდესაც სცენაზე ცნობილი მომღერალი ჯეისონ ედლინი იდგა. ფესტივალის სტუმრებს, თავდაპირველად, ეგონათ, რომ ვიღაც პეტარდებს ისროდა, მაგრამ, როდესაც ძირს დაგდებული გასისხლიანებული ადამიანები დაინახეს, ხალხი პანიკამ მოიცვა.

სროლის ატეხვის შემდეგ ადამიანები მიწაზე ეცემოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ცოცხლები და მკვდრები ერთმანეთში აირივნენ. სროლა დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა”, _ ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ლას ვეგასი
ლას ვეგასი

“32-ე სართულის სიმაღლიდან ქუჩაში მყოფი შეჯგუფული ხალხისთვის ავტომატური იარაღიდან სროლა საშინლად მომაკვდინებელია. ასეთ შემთხვევებში ადამიანები ზევით არ იყურებიან. მკვლელისთვის საკმარისი იყო, თავშეყრილი ადამიანების ჯგუფის ცენტრში დაემიზნებინა და ჩახმახისთვის ხელი დაეჭირა”, _ განაცხადა ტელეკომპანია “სი-ენ-ენ”-ის სამხედრო ანალიტიკოსმა ჯეიმს გალიანომ.

ლას-ვეგასის პოლიციამ პედოკის სახლსა და სასტუმროს ნომერში, საერთო ჯამში, 42 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა: 23 _ სასტუმრო “მანდალაი-ბეის” ნომერში, 19 _ სახლში, ქალაქ მესკიტში.

“სი-ენ-ენის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელის მამა ბენჯამინ ჰოსკინს პედოკი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) მიერ 10 ყველაზე საშიშ ძებნილთა სიაში იმყოფებოდა. ის გაიქცა ციხიდან, სადაც 20-წლიანი პატიმრობა უნდა მოეხადა ბანკის გაძარცვისთვის. გფბ-ს დახასიათებაში წერია, რომ ბენჯამინ ჰოსკინს პედოკი ფსიქოპათია და მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ. მას 1969-1978 წლებში ეძებდნენ.

სტივენ პედოკის ძმამ, ერიკმა, “სი-ენ-ენს” განუცხადა, რომ მამა რამდენიმე წლის წინათ გარდაეცვალათ. მან, აგრეთვე, განაცხადა, რომ სტივენს უყვარდა აზარტული თამაშები და ჰქონდა არაავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

სტივენ პედოკი 6 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული და ცოლს 27 წლის წინათ გაეყარა, ხოლო 62 წლის მერილუ დენლის, რომელიც 1 ოქტომბერს სტივენთან ერთად იმყოფებოდა ლას-ვეგასში, სტივენ პედოკთან ორი წლის ურთიერთობა აკავშირებდა.

ტელეარხ FoxBusiness-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტივენ პედოკი აეროკოსმოსური კორპორაცია “ლოკჰიდ მარტინის” თანამშრომელი იყო 1985-1988 წლებში. ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოსთან” დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო “ამაკმა” კი გაავრცელა ცნობა, რომ სტივენ პედოკმა რამდენიმე თვის წინათ მიიღო ისლამი და “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურს _ აბუ ბაქარ ელ-ბაღდადის _ დაჰპირდა, რომ “ჯვაროსნების” კოალიციის მოქალაქეებს შეუტევდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here