Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელი ჟურნალისტი: მას შემდეგ, რაც პოლიგონს რაკეტებით დაარტყეს, 200 უცხოელი დაქირავებულიდან 170-მა...

ამერიკელი ჟურნალისტი: მას შემდეგ, რაც პოლიგონს რაკეტებით დაარტყეს, 200 უცხოელი დაქირავებულიდან 170-მა უარი თქვა ბრძოლაზე

171

ამერიკელმა სამხედრო რეპორტიორმა ნოლან პეტერსონმა გაავრცელა ინფორმაცია იმ მდგომარეობაზე, რომელშიც აღმოჩნდნენ უცხოელი მოხალისეები, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან ომში დასახმარებლად ჩავიდნენ. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელტვიტერშიდაწერა კიევთან მყოფი ამერიკელი ვეტერანის სიტყვებზე დაყრდნობით.

“ფრონტის ხაზზე დაახლოებით 30 უცხოელისგან შემდგარი ჯგუფი რჩება,” _ მოჰყავს პეტერსონს ამერიკელი ვეტერანის სიტყვები.

“ბაზა, რომელზეც ჩვენ აღმოვჩნდით (იავოროვსკის პოლიგონი), დილით დაიბომბა რაკეტებით. ვადასტურებ, რომ ადამიანები, რომლებთანაც ორიოდე დღე ვიცხოვრეთ, დაიღუპნენ. ჩვენი ადგილსამყოფელის სამიზნეში ამოღება დროის საკითხია. რუსულ სატანკო კოლონას შეუძლია ნებისმიერ მომენტში მოგვკვეთოს… საკვები, წყალი და საბრძოლო მასალები ნელ-ნელა გვითავდება. განწყობა პირქუშია, ადამიანები ბოლო შეტყობინებას უგზავნიან მეგობრებსა და ოჯახებს”. “სად არის ნატო?” _ სვამს კითხვას ჟურნალისტის თანამოსაუბრე.

“მნიშვნელოვანი შენიშვნა: ეს ამერიკელი სპეცრაზმის ვეტერანია, რომელიც ავღანეთის საომარ მოქმედებაში მონაწილეობდა”, _ წერს პეტერსონი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ იავოროვსკის პოლიგონის დაბომბვის მიზანი უკრაინაში საომრად ჩასული უცხოელი მოხალისეების განადგურება იყო.

“13 მატს, დილით მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედების იარაღიდან გასროლით დაიბომბა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრები დასახლებულ პუნქტ სტარიისა და იავოროვსკის სამხედრო პოლიგონზე. ამ ობიექტებზე განლაგებული იყო უცხოელი დაქირავებულების მოსამზადებელი პუნქტები საომარი მოქმედების რაიონებში გაგზავნის წინ, აგრეთვე, უცხო ქვეყნებიდან შემოსული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესანახი ბაზა. სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურებულია 180-მდე უცხოელი დაქირავებული”, _ განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და დასძინეს, რომ “კვლავაც გაგრძელდება” უკრაინის ტერიტორიაზე საომრად ჩამოსული უცხოელი დაქირავებულების განადგურება.

strana.newsზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here