მთავარი მსოფლიო ამერიკელი ექსპერტები: 2021 წელს მსოფლიოს უმძიმესი ფინანსური კრიზისი ელის

ამერიკელი ექსპერტები: 2021 წელს მსოფლიოს უმძიმესი ფინანსური კრიზისი ელის

144
გააზიარეთ
ჰარი დენტი

ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა, კონსალტინგური (საკონსულტაციო) კომპანია Dent Researchის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, აგრეთვე, HS Dent Publishingის დირექტორმა და გამოცემა Economy and Marketsის რედაქტორმა ჰარი დენტმა განაცხადა, რომ 2012 წელს მსოფლიოს თავს დაატყდება ბოლო ასწლეულებში ყველაზე მძიმე ფინანსური კრიზისი, _ წერს პორტალი Business insider.

დენტის აზრით, ეს იქნება ბაზრების ყველაზე ცუდი ჩამოშლა ამ საუკუნეში. მისი პროგნოზი ეფუძნება ბაზრების ხანგრძლივ შესწავლას და მათში წარმოქმნილ ე.წ. ბუშტებს.

“ბოლო გლობალური ბუშტი იყო 1925-1929 წლებში. მსგავსი კრიზისები ხდება ერთხელ ორი თაობის განმავლობაში და მას 90-წლიანი ციკლი აქვს. ჩვენ ზუსტად ამ წერტილში ვიმყოფებით”, _ აღნიშნა დენტმა და დასძინა, რომ 2021 წლის დასაწყისში ეკონომიკის დაქვეითება გარდაუვალია.

დენტს ბევრი ექსპერტი ეთანხმება.

topcor.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here