Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელი “ბიზნესკონსულტანტი” 10 წლის განმავლობაში იღებდა პორნოს რუსი ბავშვების მონაწილეობით

ამერიკელი “ბიზნესკონსულტანტი” 10 წლის განმავლობაში იღებდა პორნოს რუსი ბავშვების მონაწილეობით

841
ამერიკელი “ბიზნესკონსულტანტი” 10 წლის განმავლობაში იღებდა პორნოს რუსი ბავშვების მონაწილეობით

ჩელიაბინსკის საოლქო სასამართლომ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აშშის მოქალაქისა და ჩელიაბინსკში მცხოვრები ქალის მიმართ, რომლებიც შარშან შემოდგომაზე აღიარეს პორნოგრაფიული მასალების დამამზადებლად, რომლებშიც არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ-ის მოქალაქე დევიდ აირა ლენგი ჩელიაბინსკში ჩავიდა 2001 წელს ბიზნესკონსულტანტად.

2005 წელს ამ კაცმა ნაქირავებ ბინაში გახსნა თავისი გახრწნილი მინიჰოლივუდი, რომელშიც იღებდა პორნოგრაფიულ ფოტო და ვიდეომასალებს, მის “მსახიობთა” შორის იყვნენ 14 წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვებიც.

გამოძიებისას გაირკვა, რომ იგი პორნოპროდუქციას აგზავნიდა აშშ-ში და ჰონორარს იღებდა თავის საბანკო ანგარიშზე. 2014 წლიდან მან აქტიურად დაიწყო ინტერნეტის გამოყენება პორნომასალების გასავრცელებლად. 2015 წელს სამართალდამცველებმა აღკვეთეს მისი საქმიანობა და ეს გარყვნილი “ხელოვანი” დააკავეს.

გამოძიების მონაცემებით, ამ საქმის მეორე ფიგურანტი იყო ქალი _ ჩალიაბინსკის მკვიდრი ეკატერინა იასინა, ლენგის თანაშემწე და თარჯიმანი. იგი აწარმოებდა გასაუბრებას და სატელეფონო მოლაპარაკებას “მოდელებთან”, ამზადებდა მათ პორნოგადაღებებისთვის. მის მოვალეობაში შედიოდა განცხადებების განთავსება გაზეთებში.

2018 წლის ნოემბერში ჩელიაბინსკის საქალაქო სასამართლომ ამერიკელი რამდენიმე ეპიზოდში დამნაშავედ სცნო. დაადასტურა, რომ იგი უკანონოდ ამზადებდა და ინტერნეტქსელში განათავსებდა პორნოგრაფიულ მასალებს, მათ შორის, არასრულწლოვანების მონაწილეობით. ლენგს მაშინ 7,5 წლით პატიმრობა მიესაჯა.

გამოძიების ვერსიით, ლენგი არაერთხელ ამყარებდა სექსუალურ ურთიერთობას არასრულწლოვან მოდელებთან. მაგრამ დანაშაულის დამადასტურებელი ბაზის უკმარობის გამო ბრალდება შედარებით იოლ მუხლებზე გადაუკვალიფირდა. უტყუარად დაუდასტურდა არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მხოლოდ ერთი ფაქტი, თუმცა ამ ერთადერთი ეპიზოდის გამოც ვერ დასაჯა იგი სასამართლომ (ხანდაზმულობის გამო).

იოლად გადარჩა იასინაც. სასამართლომ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მის კმაყოფაზე იყო არასრულწლოვანი შვილი და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუწესა პირობით.

ლენგის დაცვა შეეცადა, გაესაჩივრებინა განაჩენი, მაგრამ სააპელაციო ინსტანციამ იგი უცვლელად დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

სასამართლო განხილვის პერიოდში ლენგს აღკვეთილი ჰქონდა თავისუფლება, მაგრამ შემდეგ შეეცვალა გაუსვლელობის ხელწერილით. იგი უცხოელი მოქალაქეების ჩელებიანსკის დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს, რადგან მას ქალაქ ჩელიაბინსკში კერძო ბინა არ ჰქონდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here