მთავარი მსოფლიო ამერიკელთა მესამედი ავტორიტარიზმზე ოცნებობს

ამერიკელთა მესამედი ავტორიტარიზმზე ოცნებობს

255
გააზიარეთ
ამერიკელთა მესამედი ავტორიტარიზმზე ოცნებობს

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy გამოაქვეყნა ჩიკაგოსა და პენსილვანიის უნივერსიტეტების პროფესორების _ მაიკლ ალბერტუსისა და გაი გროსმანის სტატია. მათ ჩაატარეს კვლევები, რომელთა შედეგებმაც უსიამოვნოდ განაცვიფრეს მეცნიერები. გაირკვა, რომ აშშში მოიმატა განწყობამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარების სასარგებლოდ.

“გამოკითხულთა 31 პროცენტი მისაღებად მიიჩნევს ქვეყნის სათავეში ძლიერ ლიდერს, რომელსაც არ დასჭირდება კონგრესისთვის ანგარიშის გაწევა და ხელახლა არჩევაზე ფიქრი”, _ განაცხადეს ალბერტუსმა და გროსმანმა. სხვა სიტყვებით, ასე ფიქრობს ამერიკელთა მესამედი. და, თუ ისინი ფაქტის წინაშე დადგებიან, შეიძლება ავტორიტარიზმის მომხრეებმა მოსახლეობის ნახევარიც კი შეადგინონ.

ასეთი ტენდენციაა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოში.

ფორმალურად დემოკრატიული სახელმწიფო აშშ ეწევა ექსპანსიურ პოლიტიკას, აჩაღებს ომებს და აწყობს “ფერად რევოლუციებს”. მას ოდნავ აკავებს საკუთარი რიტორიკა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე, “მსოფლიო ლიდერის” იმიჯის შენარჩუნება და, თუკი ვაშინგტონმა შეწყვიტა ამ ნორმებისა და წესების დაცვა თვით ამერიკაში, მაშინ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება გააკეთოს საზღვრებს გარეთ.

Riafan.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here